რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - ირმა ინაშვილზე, დავით თარხან-მოურავსა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე“ მიხეილ ხოდორკოვსკის „დოსიეს“ შესახებ

     ქართული საინფორმაციო და ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მოგვითხრობს, თუ რატომ არის ფეიკი „მოხსენება“ ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების კრემლსა და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის თაობაზე.

   არნო ხიდირბეგიშვილი: გასულ კვირას ინტერნეტში გამოჩნდა დოსიეს“ ცენტრის კიდევ ერთი მოხსენება“ - „როგორ ერევა კრემლი მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. ნაწილი პირველი: არჩევნები საქართველოში”, რომელშიც, თითქოსდა, წარმოდგენილია გამოქვეყნებული „დოკუმენტებითდადასტურებული უტყუარი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”ლიდერების კრემლის სტრუქტურებსა და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.

   პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებები რუსეთის ჩარევაში“ სხვადასხვა ქვეყანის არჩევნებში არის შედარებით ახალი ამერიკული PR- ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის დასუსტებას. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აშშ–ისთვის საინტერესო ქვეყნებში გამოჩნდება სენსაციურიმასალებიკრემლის ჩარევისშესახებ. უსაფუძვლო ბრალდებების მეთოდი რუსეთის მისამართით საზღვარგარეთ არჩევნებში ჩარევის შესახებ, პირველად ამოქმედდა ოთხი წლის წინ, 2016 წლის ნოემბრის აშშ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს. პრეზიდენტების ტრამპისა და პუტინის წინააღმდეგ "შავი" PR-კამპანია აქამდე გაგრძელდა, სანამ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლომ არ შეწყვიტა აშშ- დემოკრატიული პარტიის სარჩელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აღძრული. საქმე.

დღეს ეს კამპანია ვითარდება განახლებული ენერგიით, მაგრამ მცირედი სხვაობით: ახალი ტაქტიკის თანახმად, ახლა წინასწარ ტეხენ განგაშს კრემლის ჩარევასთან“ დაკავშირებით, მაგალითად - ამა წლის 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ–ში და 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში.

   ყველაზე დიდი დასავლური მედიებიც კი ავრცელებენ ასეთ ყალბ ამბებს, რისთვისაც პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად უწოდებს მათ "ფეიკ–მედიას". მთავარი პრინციპი, რომელსაც ფეიკ–მედია ფეიკ–ნიუსების ფაბრიკაციისას იცავს, არის ბალანსი ცრუ, ფეიკურ ინფორმაციასა და რეალური ფაქტების კონსტატაციას შორის, დამაჯერებლობისთვის მათი ერთმანეთში არევა. ამ მეთოდით მუშაობს „დოსიეს“ ცენტრის ვებსაიტიც - მიხეილ ხოდორკოვსკის ახალი პროექტი, რომელმაც გასულ კვირას გამოაქვეყნა მეშვიდე მოხსენება - ამჟამად, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საიდუმლო კავშირის შესახებ მოსკოვის ელიტასთან, რომლებიც გულუხვად აფინასებენ მათ პრორუსულ საქმიანობას საქართველოში". კარგად დაუკვირდით: მოხსენებაში მოცემულია რუსი და ქართველი მოღვაწეების - სახელმწიფო ჩინოვნიკების, სპეცსამსახურების თანამშრომლების, პოლიტტექნოლოგების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ნამდვილი სახელები და გვარები, რეგალიები და თანამდებობები, მოხსენიებულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნამდვილი ფაქტებიც, რომლებიც არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. მაგრამ "მოხსენებაში" არ არის მოყვანილი პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან მოსკოველების კავშირის არცერთი ფაქტი! "მოხსენებაში" ნახსენები რუსების ნაცნობობაც კი ქართველებთან არაფრით არის დადასტურებული, გარდა გამოქვეყნებული "მოხსენების" უცნობი ავტორის უსაფუძვლო განცხადებებისა, რომელიც პრიმიტიული დონით არაფრით განსხვავდება "საქართველოში პრორუსული პროპაგანდის შესახებ" ფეიკური მოხსენებებისგან, ყოველწლიურად რომ "აცხობს" "მედიის განვითარების ფონდი" (MDF), თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობით! რათქმა უნდა, მართლა სოლიდური დასავლური გრანტის სანაცვლოდ. არცერთ ვითომ მტკიცებულებად წარმოდგენილ სამ "დოკუმენტში" (იხ. ქვემოთ) არ მოიხსენიებიან არც "პატრიოტთა ალიანსი", არც ინაშვილი, ართ თარხან-მოურავი და არც პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგ „თეთრი ძაფით“ ცდილობენ „საქმის შეკერვას“ ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის შესახებ და სახელმწიფო ღალატშიც კი ადანაშაულებენ! უკაცრავად, მაგრამ რის საფუძველზე უნდა გვჯეროდეს, რომ ეს დილარები, ატრიბუტიკა და სხვა ხარჯები განკუთვნილი იყო პატრიოტთა ალიანსისთვის“?! იქნებ ისინი საერთოდ არ იყო განკუთვნილი ვინმესთვის, ხოლო ეს სამი ფურცელი კომპიუტერზე აკრიფეს "მოხსენების" ავტორებმა მეტი დამაჯერებლობისთვის - აღნიშნული ფეიკის ეფექტურად გასაფორმებლად?!

   კიდევ ერთი მომენტი, რომელიც "რატომღაც" ყველას დაავიწყდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ამერიკული და ევროპული სახელმწიფო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და კერძო ფონდები (იხ. ქვემოთ) ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას, თანაც, ათჯერ უფრო შთამბეჭდავს, ვიდრე ამ "მოხსენებაში" მოცემული და ვითომდა პატრიოტთა ალიანსისთვის“ გამიზნული თანხები... და რატომ არავის უკვირს ეს საქართველოში?! რატომ არავის შეუძრწუნებია იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვა პროდასავლური და გაუგებარი ირიენტაციის პარტიები, როგორც, მაგალითად, საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ლეიბორისტები“, საიდუმლოდ სპონსორდებოდნენ სხვადასხვა მუხლებით ვაშინგტონსა და ლონდონიდან?!

     სხვათა შორის, ერთ–ერთი მოტივი, რის გამოც აშშ წინააღმდეგი არ იყო, რომ 2012 წელს სააკაშვილის ნაცმოძრაობა“ მილიარდერი ივანიშვილის პარტიაქართულ ოცნებასშეეცვალა, სწორედ ფინანსური მოსაზრებები იყო – ვაშინგტონში დაიღალნენ მუდამ ფულის მთხოვნელი სააკაშვილის წუწუნით, ხოლო ივანიშვილი საკუთარი სახსრებით უზრუნველჰყოფდა თავის და ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ალიანსის ყველა სხვა პარტიას.

შემდგომ. "ნაცმოძრაობის" ლიდერშიპის ნახევარი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსური შეიარაღების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, მოსკოვური ბეგრაუნდი აქვს, "ნაცმოძრაობის" ყოფილი იდეოლოგი - ამჟამად "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მეგობრობდა პუტუნუს თანაშენწესთან ვლადისლავ სურკოვთან, ხოლო "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობით, მუდმივად სარგებლობდა რუსი პოლიტტექნოლოგების მომსახურებით, რომელთათვისაც მე –4 სართულზე დიდი ოთახი იყო გამოყოფილი მაშინდელი მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ვაშლიჯვარში. და რა არის კრიმინალური იმაში, რომ პატრიოტთა ალიანსი“, როგორც თავად ინაშვილმა განაცხადა, ასევე იყენებს ერთი რუსული კერძო კომპანიის მომსახურებას? რატომ არის დანაშაული, თუ ეს ხარჯთაღრიცხვები გააკეთა ამ კომპანიამ ნამდვილად „პატრიოტთა ალიანსისთვის“, და შესაბამისი პიარრეკომენდაციებიც გასცა? მაშ რაში მდგომარეობს, თუ არა ამაში, პოლიტტექნოლოგების სამუშაო, რომელთა მომსახურებაშიც ჟვანია 1 მილიონი დოლარს იხდიდა წინასაარჩევნო პერიოდში?!

   ახლა კი, თავად „დოსიეს ცენტრის“ პროექტის შესახებ. ის ეკუთვნის ხოდორკოვსკის, რომელიც პუტინმა შეიწყალა ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე. მაგრამ 2015 წელს, მას შემდეგ, რაც მან დაივიწყა დანაპირები, რომ წესიერად მოიქცეოდა და რუსეთის პრეზიდენტობაც კი განიზრახა, მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (მსხვილი ჩინოვნიკის შეკვეთილი მკვლელობა). ხოდორკოვსკი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თუმცა მათი განაცხადი ინტერპოლმა არ დააკმაყოფილა და ხოფორკოვსკიმ ოჯახთა ერთად მშვიდად შეეფარა ლონდონურ ნისლს... დიდ ბრიტანეთში მას „რატომღაც“ არ წამლავენ, როგორც ლიტვინენკოსა და პატარკაციშვილს, ბერეზოვსკისა და სკრიპალს და მაშასადამე, შეწყალებისას რუსული სპეცსამსახურების მიერ დიდი ალბათობით გადაბირებული აგენტი თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს?!

   ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას”, - წერია საიტის გვერდზე ”პროექტის შესახებ” და ამ მიზანს, როგორც თავად ხოდორკოვსკი იქვე ამბობს, ისინი პუტინის გარემოცვის რამდენიმე ათეული მაღალჩინოსნისა და მათთან შესაძლოდ დაკავშირებული პირების გამოვლენაში ხედავენ - მათ მხილებას კორუფციაში და სხვა უკანონო ქმედებებში. რუსეთის გარეთ ცნობილი ეს მოღვაწეები ჩამოთვლილი არიან საიტის სამი განყოფილებიდან პირველში, სახელწოდებით "დოსიეს ნუსხა". მაგრამ განა ამგვარი კონტროლი საკუთარ ქვეშევრდომებზე არ პასუხობს უველაზე უკეთესად თავად პუტინის ინტერესებს, რომელიც ხოდორკოვსკის გარეშეც იღებს ინფორმაციებს სხვადასხვა ალტერნატიული წყაროებიდან, სპეცსამსახურების გარდა?!

   თუმცა, მას შემდეგ, რაც წავიკითხე საიტის მეორე განყოფილება სახელწოდებით "მოხსენებები", ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ხოდორკოვსკი ლონდონიდან უბრალოდ შურს იძიებს კონკრეტულ რუს ჩინოვნიკებზე და მთლიანად – კრემლის სისტემაზე, დაკარგული 10 წლის სიცოცხლისა და 16 მილიარდი დოლარის გამო! როგრც უკვე აღვნიშნე, სულ არის შვიდი ”მოხსენება” (ბოლო ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი), მათ შორის ზემოხსენებული ”ქართულიც”, და ყველა მათგანი აწყობილია ფეიკ–ნიუსების ზემოხსენებული მთავარი პრინციპის შესაბამისად - რეალური ფაქტების ერთი „კოვზისნარევი მითქმა–მოთქმისა და აშკარა ტყუილის კასრში. შემთხვევითი როდია, რომ გვერდის "პროექტის შესახებ" ბოლოს მოცემულია შემდეგი ფრაზა: "დოსიეს ცენტრი პასუხს არ აგებს არც მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსზე, არც ამ ინფორმაციის მიღების მეთოდებზე. დოსიეს ცენტრის მოსაზრებები, გამოთქმული მოწოდებული მასალების შესახებ, წარმოადგენს მხოლოდ პროექტის შეფასებით მოსაზრებას.

     ყურადღებით წაიკითხეთ?! თავიდან წაიკითხეთ! ახლა კი - ერთი წუთით, ბატონებო! როგორც თავად გვაფრთხილებს პროექტის ავტორი - ხოდორკოვსკი - ეს ყველაფერი მხოლოდ ... ბელეტრისტიკაა! აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება? წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის ავტორსა და "მოხსენებების" ავტორებს სასამართლოებში ათრევდნენ ცილისწამებისთვის და ხოდორკოვსკის ვერანაირი მილიონები ვერ ეყოფოდა რუსი მაღალჩინოსნებისთვის კომპენსაციების გადასახდელად, რომლებსაც მორალური ზიანი მიადგათ და საქმიანი რეპუტაცია შეელახათ ამ ყალბი ინფორმაციის გამო!

   მაშ, აბა რის გამოა ატეხილი საქართველოში ისტერიკა, ბატონებო?! ურთიერთბრალდებები, პროკურატურაში გასაჩივრება, პრესკონფერენციები?! გამოდის, მხოლოდ უცნობი პირების კერძო მოსაზრებების საფუძველზე, რომლებმაც მიიღეს (ან არ მიიღეს!) უცნობი ინფორმაცია კაცმა არ იცის საიდან?! უფრო მეტიც, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამ ფეიკთან კავშირი აქვთ „საქინფორმის“ ჟურნალისტური გამოძიების "გმირებს" - კუროპტევსა და ლევშიცს, რომლებსაც თურმე საქართველო ჩვენზე, ქართველებზე მეტად უყვართ! თუ კუროპტევი და ლევშიცი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ნამდვილად პრობლემებს ქმნიან, ეს უკანასკნელნი მოსთხოვდნენ ქართველ კოლეგებს რუსეთში მათ ექსტრადიციას, მით უმეტეს, რომ ორივეს პრობლემები უკვე ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობასა და მართლმსაჯულებასთან! და რადგან ისინი ახლა თავისუფლად დასეირნობენ რუსთაველის გამზირზე, ეს ნიშნავს, რომ ისინიც, ხოდორკოვსკის მსგავსად, საიდუმლო აგენტები, ანუ რუსეთის სპეცსამსახურების გადაბირებული სექსოტები არიან?! აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, მით უფრო, რომ საქართველოში უკვე არსებობდა ასეთი პრეცედენტები - როდესაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტები თავს რუსუფობ ჟურნალისტებად და სააკაშვილის ფანატებად იკატუნებდნენ...

დასასრულ, ყურადღება მიაქციეთ „დოსიეს“ ცენტრის ვებგვერდის მესამე განყოფილებასაც, რომელიც ჩეკისტების საუკეთესო ტრადიციების შექმნილია ანონიმური წერილების ავტორებისთვის და შესაბამისადაც ეწოდება - "შეგვატყობინეთ". მასში ასწავლიან, თუ როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია ხოდორკოვსკის ისე, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გამოგიჭირონ და არ გიჩივლონ ცილისწამების, ან სულაც, საბოტაჟის, შპიონაჟისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო...

 


2020
წლის 31 აგვისტო
საქართველო, თბილისი