რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რელსური აზროვნება

     საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი საინფორმაციო სააგენტოს „NEWS FRONT“ კომენტარს აკეთებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინტერვიუზე, რომელიც მან მისცა სერგეი ვესელოვსკის საავტორო პროგრამას "На самом деле“.

   ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ერთ-ერთია (თუ არა ერთადერთი) იმ მცირერიცხოვანი მედიასაშუალებებიდან საქართველოში, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ტრადიციულად გამოირჩევა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებული მოვლენების გაშუქებაში მიუკერძოებლობითა და ობიექტურობით. საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, რუსეთი და აშშ, დასავლეთი და აღმოსავლეთი - ახალი ამბების გავრცელებისას სააგენტოს ჟურნალისტები ცდილობენ შეინარჩუნონ ბალანსი - ყურადღება დაუთმონ მხარეთა პოზიციას და მკითხველს უტოვებენ პრივილეგიას თავად გააკეთოს დასკვნები.

ამიტომ, ჩვენ დღეს დავუკავშირდით სააგენტოს რედაქციას, იმის დასადგენად, მართლა აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მოკლე ხანში რუსეთის ხელისუფლებისთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთავაზებას? ამის შესახებ სერგეი ვესელოვსკის საავტორო პროგრამასთან - ”На самом деле” ინტერვიუში განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვმა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია საქინფორმს, რადგან იგი მთლიანად ეძღვნებოდა საქართველოს - ფაშიზმზე დიად გამარჯვებაში მის წვლილსა და დღევანდელობას. რის საფუძველზე ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პრორუსულია? ნუთუ მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის ჭორების საფუძველზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება?

   ახლავე მინდა ვთქვა, რომ სერგეი გავრილოვი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის თბილისელი და ნახევრად ქართველია. ის გულწრფელი ტონი, რომლითაც იგი წმინდა წყლის სიმართლეს ამბობს საქართველოდან გმირების - დიდი სამამულო ომის მონაწილეების შესახებ - გულგრილს მხოლოდ ყველა სრაკაშისტის მსგავს ნაძირალას თუ დატოვებს, ვინც გავრილოვის მიმართვას ქართველებისადმი ლანძღვითა და აბუჩად აგდებით უპასუხა!”, - განუცხადა NEWS FRONT-ს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

”თუმცაღა მე ხელს ვაწერ ჩემს ერთი წლის წინანდელ თითოეულ სიტყვას და აღარ მინდა ამ თემას დავუბრუნდე - უბრალოდ არაფერი მაქვს დასამატებელი ახლად აღმოჩენილი გარემოებების არარსებობის გამო. მე კვლავაც ვაცხადებ, რომ ამხანაგ გავრილოვს უკეთ რომ მოემზადებინა რუსეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - დაკავშირებოდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც აქტიურად არიან განწყობილნი რუსეთთან კეთილმეზობლობის აღდგენისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, საქინფორმს, რომელიც წინდაწინ დაიწყებდა ფართო საინფორმაციო-განმარტებით კამპანიას - თუ რას წარმოადგენს ასამბლეა, რა პოზიციას იკავებს გავრილოვი მასში და კონფერენციის ჩატარების მიზნების შესახებ - სხვადასხვა პროვოკაციების რისკი ნულამდე შემცირდებოდა. ქართველ საზოგადოებას ეცოდინებოდა მართლმადიდებლობის არასაპარლამენტო საერთაშორისო ასამბლეის კონფერენციის ჩატარების მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნები! ახლა კი იმარჩიელე - ეს იყო შეთქმულების მზაკვრული პროვოკაცია საქართველოში ანტირუსული განწყობების სადემონსტრაციოდ, თუ სპონტანურად, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით მშვენიერი საბაბის გამოყენებით! ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ერთი წლის შემდეგაც არ არსებობს. შედეგად, როდესაც სააკაშვილი-ბურჯანაძის გაერთიანებული ოპოზიცია და სამასოიანი ქვეყნის საელჩო უკვე დაიქანცნენ - როდემდე შეიძლება იმეორო "ბორდერიზაცია", "ოკუპაცია"?! - მას მიამიტურად მიუგდეს ახალი თემა - "გავრილოვის ღამე", რომლისგანაც ოპოზიციონერმა რუსოფობებმა სრულად „გამოწურეს“ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო!

   რაც შეეხება ”ეშმაკურ მრავალსვლიან კომბინაციას”, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ერთი ხელით ვითომ და თავისუფლების ქანდაკებას ებღაუჭება, ხოლო მეორეთი ნელ-ნელა ”მდინარე მოსკოვით კრემლისკენ მიცურავს”, ეს არის ჩვეულებრივი კომპრომატების ომი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც რეალობა არაფერი აქვს საერთო.

- და მაშ რას გულისხმობდა რუსი დეპუტატი, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას დარჩა ერთი შანსი, იქნებ - უკანასკნელიც" - რუსეთს ურთიერთობების აღდგენის წინადადებით მიმართოს და დაიწყოს დიალოგი? რა მოხდება, თუქართული ოცნებისხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს?

- კარგი კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა გავრილოვს უნდა ვთხოვოთ. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ - რას იფიქრებდა ქართველი საზოგადოება მის სიტყვებზე, თუ წაიკითხავდა, მოუსმენდა, ან უყურებდა რუსულ მედიას. საბედნიეროდ, სერგეი ვესელოვსკის საავტორო პროგრამის გამოშვება გავრილოვთან თბილისში მხოლოდ საქინფორმის მკითხველებმა თუ ნახეს, რომელთა უმეტესობა გამოირჩევა საღი აზროვნებით. და, რაღა თქმა უნდა, საელჩოებმა და დასავლურმა სპეცსამსახურებმა - ასევე ჩვენმა რეგულარულმა მკითხველებმა. ქართველი ობივატელი იფიქრებდა შემდეგს: ჰო, ნუთუ რუსები მართლა გვემუქრებიან?! ვთქვათ, ოფიციალური თბილისი მოსკოვს არ მიმართავს, და მერე რა?! რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯარებს შემოიყვანს და ხელისუფლებას შეცვლის, ამიტომაცაა ეს "შანსი ბოლო“, როგორც გავრილოვმა თქვა?! თუ საქართველოს ხელისუფლებას "დარჩა ბოლო შანსი", რადგან რუსეთი ჩაერევა საპარლამენტო არჩევნებში ოქტომბერში, ისევე როგორც აშშ-ში, და ხელისუფლებაში პრორუსულ ძალას მოიყვანს?!". მადლობა ღმერთს, რომ ამერიკელი მზვერავებისა და ანალიტიკოსების უმეტესი ნაწილი, კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები, დაკომპლექსებული, ამპარტავანი, შეზღუდულები და ზარმაცები არიან, ამიტომაც ანალიზის გაკეთებით თავს არ იწუხებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრილოვის როყიოდ წამოსროლილი სიტყვების გამო პირველზე ხმაურიან პიარ კამპანიას, მოაწყობდნენ!

   ზოგადად, ამ ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ რუსი და ამერიკელი ჩინოვნიკები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რადგან ყველა მათგანს "ფიქსირებული აზროვნება" აქვს! ისინი ნაჩქარევად მოქმედებენ თავიანთი დედლაინის შესაბამისად, და განზე არ იყურებიან, რელსებზე მიჰქრიან, ორთქმავალივით, ვერ ახერხებენ ვერსაით გადახვევას, ამიტომ არსებობს დიდი რისკი, რომ რომელიმე „მეისრე“ შემადგენლობას გზიდან გადაჩეხავს! შემდეგ კი ცრუმეცნიოერება ისტორია პოსტფაქტუმ დაწერს ამ შემთხვევის ყალბ ინტერპრეტაციას, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იქნება მეისრის პიროვნების როლზე ისტორიაში ...

   აი უყურეთ: რუსი პარლამენტარები, რომლებიც პერიოდულად ხვდებიან თავიანთ კოლეგებს საქართველოდან, მუდმივად იმეორებენ ძველ მესიჯებს და ვერ ამჩნევენ, რომ ისინი დიდი ხანია აღარ მოქმედებს. თითქოს ვერ ამჩნევენ, რომ მატარებელი „GEORGIA“ მიექანება - ს რელსებზე „MADE IN USA“, ისინი მოუწოდებენ "კონდუქტორს", გონს მოეგოს და დაამუხრუჭოს! აპელირებენ დიდი გამარჯვებით, ორი მოძმე ხალხის მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობით, რუსული ბაზრის ეკონომიკური სარგებლით, რუსი ტურისტებითა და სხვა სწორი რამეებით. მაგრამ შედეგად რა გამოდის?! ეფექტურობა - ნულოვანი! და ახალი გზის ძიების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ აშშ- მიერ ჩვენთვის თავს მოხვეული დღის წესრიგი და კვლავ ჯიუტად მივექანებით ამერიკელთა მიერ დაგებულ "რელსებზე": "დაგვიბრუნეთ ტერიტორიები, რუსო ოკუპანტებო, შეწყვიტეთ ბორდერიზაცია და გაიყვანეთ თქვენი ბაზები, და ამის შემდეგ ვისაუბროთ!". როგორ მოგწონთ ასეთი მესიჯ- ბოქსი?! და თითქოს ვერავინ ამჩნევს, რომ ეს აპრიორი ჩიხური გზაა, რადგან თუნდაც მოსკოვმა ძალის გამოყენებით დაუბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს, საქართველოში არავინ დაჰპირებია, რომ საქართველო სანაცვლოდ უარს იტყვის ნატოზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე! ვიმეორებ - არავინ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია! ჰოდა, გამოდის, რომ აბსურდული სიტუაციის დაუსრულებლობა ორივე მხარეს აწყობს, ასე არაა?! აბა სხვა რა შეიძლება ვივარაუდოთ?! მხოლოდ "რელსები" აქვთ ჩვენს პოლიტიკოსებს თავებში და კრეატიული აზროვნების სრული არარსებობა!

- დღეს განსაკუთრებით პესიმისტურად და კრიტიკულად ხართ განწყობილი...

-პირიქით! მეათასეჯერ მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს რეალური ვითარება, რათა აღარ სჯეროდეთ სასწაულებისა და ცნობილი რუსი და ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ”გამრღვევი” სამშვიდობო მისიების, რომელთა წყალობითაც სიტყვა „დიალოგი“, რომელსაც ჩვეულებრივ „ა“-ზე დასმული არასწორი აქცენტით გამოთქვამენ, ბევრისთვის რუსულ სიტყვა ”дьявол“-თან ასოცირდება! რაო, მოსკოველო ბატონებო, დაკარგეთ თუ არა 10 წელი თქვენს საყვარელ ბურჯანაშვილთან ლოლიავში?! როცა მის წინაშე ფართოდ აღებდით ყველა მაღალ კარს, მათ შორის პრეზიდენტისასაც?! ჰოდა, მიიღეთ - დღეს თქვენი "კრემლის ვარსკვლავი" გაერთიანებული ოპოზიციის „პირველი ვიოლინო“ და სააკაშვილის მარჯვენა ხელია, რომელიც კვლავ ხმას აძლევს ნატოს, აშშ-სა და ევროკავშირს! ვინ არის შემდეგი, ვისზედაც დადებთ ფსონს?! კიკაბიძის მსგავსი ხმამაღალ სახელიანი, გორჩაკოვი-პრიმაკოვის ფონდების ქართული ფილიალების „გრანტიჭამია-ატკატჩიკები“, თუ ნაკლებად ცნობილი „რუხი“ ენჯეოშნიკები, თბილისური ჩამოსხმის ერთგვარი ჯგუფური უმეცრები?! ჰოდა აბა მითხარით, ამის შემდეგ რატომ უნდა მეუფლებოდეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი?!

- ესე იგი, გინდა თქვათ, რომ ...

- მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით სინამდვილეში არავის „გასჭირვებია“. კორონავირუსი, არჩევნები, დიდი თუ პატარა გრანტები, კრედიტები და დახმარება მოედინება აშშ–ისა და ევროპული ორგანიზაციებიდან. მაგრამ დრო შეიცვლება - ადრე თუ გვიან კორონავირუსი დასუსტდება, შექმნიან ვაქცინას, ნავთობის ფასები უკვე აღდგა, აშშ-ში არჩევნები ჩატარდება. და აი მაშინ, ან იქნებ უფრო ადრეც კი, ძველი პრობლემები დაბრუნდება - დაარტყამს თუ არა აშშ ირანს? ჩინეთი მტერია თუ პარტნიორი? ბოლოს და ბოლოს, რა მოვუხერხოთ სამხრეთ კორეაში ადამიან-რაკეტს? სირიას? როგორ გავასწროთ ავღანეთიდან? როგორ მოვათვინიეროთ ევროპა და ფრაუ მერკელი, Nord Stream 2-ის გამო რომ ქოთქოთებს?

და აი მაშინ ოვალური კაბინეტის მაგიდაზე დაიდება მარტივი კალკულაცია - რამდენად რენტაბელურია პროექტის - „GEORGIA - აშშ- სამხედრო პლაცდარმი შავი ზღვის რეგიონში? პრეზიდენტი - ბიზნესმენი მაშინვე გადაწყვეტს - „ღირს თუ არა ჩიტი ბდღვნად“ და დაურეკავს კოლეგას მოსკოვში. და ასე შემდეგ...

მერწმუნეთ ბოლოსდაბოლოს - საქართველო, თავისი პოტენციალით მსოფლიო შეფასებით და დღევანდელი ვითარების ფონზე ნამდვილად არ წარმოადგენს პირველხარისხოვანი მნიშვნელობის თემას, თუმცა შეიძლება იქცეს შესანიშნავ საგნად პოლიტიკური ვაჭრობისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ გავრილოვს, საქართველოს ხელისუფლების ბოლო შანსზე საუბრისას სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში. ანუ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, საბოლოოდ არ გადავიქცეთ აუქციონის საგნად და დავრჩეთ პლანეტის მშვენიერ ღვთივკურთხეულ კუთხედ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში.

2020 წლის 8 ივლისი