რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს დაიცავენ არა „პეტრიოტები“, არამედ პატრიოტები, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას არ შეუშინდება!

     საქინფორმის” მთავარი რედაქტორის კომენტარი გასული კვირის მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ან პირიქით, ”შეუმჩნეველიდარჩა ქართველი პოლიტიკოსებისა და პროქტო-პოლიტოლოგებისგამჭრიახი თვალთახედვისთვის”.

უპილოტო საფრენი აპარატების მიერ კომპანია - „Saudi Aramco”-ს სარაკეტო იერიშის შესახებ

     მაიკ პომპეოს არ გაკვირვებია, რომ საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რომლებიც ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსებით პეტრიოტ“ («Patriot») არის დაკომპლექტებული, ვერ მოახერხეს დრონების სარაკეტო იერიშების მოგერიება კომპანია „Saudi Aramco”-ს ნავთობის საბადოებზე. ზოგჯერ საჰაერო თავდაცვის სისტემები მთელს მსოფლიოში ახდენენ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების დემონსტრირებას და არაერთგვაროვანი წარმატებით მუშაობენ. მათგან საუკეთესოებიც კი ყოველთვის როდი ხვდება სამიზნეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
     საქართველოში ნატოს ან აშშ-ის სამხედრო ბაზები, დიდი ალბათობით, იერიშის ობიექტად იქცევიან ტერორისტული დაჯგუფებებისთვის (როგორც ავღანეთში) და უთუოდ მოახდენს რუსეთის პროვოცირებას საპასუხო ქმედებებზე, რის შესახებაც მოსკოვი არაერთხელ გვაფრთხილებდა. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნატოს სასწავლო ცენტრი, აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი და ნატოს ყოველწლიური წვრთნებიც კი სერიოზულზე გამაღიზიანებელს“ წარმოადგენს. მაშასადამე, თუ საქართველო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მხოლოდ გაიმეორებს - აქაოდა, მე უკვე ვაფრთხილებდით - “პეტრიოტი“-ს რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები ყოველთვის არ ხვდებიან სამიზნეს!
     უკაცრავად „უხერხული“ კითხვისთვის, მაგრამ... მაშინ რატომ იწვევს საქართველო საცეცხლე შეტევებს საკუთარ თავზე - აღმოსავლეთიდანაც და ჩრდილოეთიდანაც? ნატოსა და აშშ-ის გულისთვის, რომლებმაც მას ვერ და არ დაიცავენ (როგორც 2008 წლის აგვისტოში)?! და რისთვის უნდა დაიხარჯოს ასობით მილიონი დოლარი ღარიბი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უსარგებლო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, როდესაც მსოფლიოში ერთადერთი საიმედო ანტისარაკეტო თავდაცვა რუსული „С-400“ საჰაერო თავდაცვის სისტემებია (რომელიც თურქეთმა შეიძინა აშშ-ის უშიშრად და რომლის შეძენაც პუტინმა საუდის არაბეთს შესთავაზა)?! ამრიგად, გამოდის, რომ საქართველოსპეტრიოტები“ კი არა, პატრიოტები დაიცავენ, რომლებიც რუსებთან მოლაპარაკებას არ შეუშინდებიან! და ამას შეძლებენ კიდეც.

ამერიკული სამხედრო ხომალდის „USNS Yuma“– შესახებ, რომელსაც საქართველომ თავის ტერიტორიულ წყლებში შესვლა აუკრძალა

     13 სექტემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითი კორპუსის ხომალდი „USNS Yuma“, რომელიც შავ ზღვაში შევიდა, ფოთის პორტში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ გემის შესვლის მიზნად განსაკუთრებულად „საპატიო“ მიზეზები სახელდებოდა - ამოწურული მარაგების შევსება (არ არის მითითებული, რომლის - დიზელის საწვავის, სასმელი წყლისა თუ პროვიანტის), ასევე, აუცილებელი ტექნიკური დახმარება. შედეგად, „Spearhead“-ის კლასის მაღალსიჩქარიანმა ამერიკულმა კატამარანმა, რომელიც განკუთვნილია ჯარების (300 საზღვაო ქვეითის) და საბრძოლო ტექნიკის (550 ტონა, „M1 Abrams“- ის ტანკების ჩათვლით) გადასაზიდად, ზღვაში მთელი დღე იტივტივა, რის შემდეგაც იძულებით ოდესაში გაცურა, სადაც ნავმისადგომზე სააკაშვილი დახვდა (არსებობს ინფორმაცია, რომ ოდესის პორტში სააკაშვილი ამერიკულ გემზე მიიწვიეს).
     როგორ გაბედა საქართველოს პროდასავლურმა მთავრობამ ამერიკის წინააღმდეგ ამ ნაბიჯის დაგადადგმა?! მიზეზი მარტივია: 5 დღით ადრე, 8 სექტემბერს, НТВ– სთან ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ პომპეოს ფავორიტმა, პრემიერ- მინისტრმა ბახტაძემ, რომელიც „გავრილოვის ღამემდე“ ერთი კვირით ადრე აშშ-ში ვიზიტად იმყოფებოდა, პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვაო პორტებში შესასვლელად ნატო-ს გემებისთვის გამარტივებული რეჟიმი შემოიღეს.
     იმავე დღეს, ანუ 8 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა გიორგი გახარია, სერიოზული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მაშინვე მიიღო თავისი პირველი ბრძნული სახელმწიფო გადაწყვეტილება პრემიერის პოსტზე, რითაც თავიდან აიცილა ყველა სახის ინსინუაცია და პროვოკაციები (როგორიცაა, მაგალითად, თავდასხმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვზე და 20-დან 21 ივნისის ღამეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები).
     საქმე ისაა, რომ საქართველოში 20 წელზე მეტხანს ყოფნისა და აქაური პოლიტიკოსების უმრავლესობის მოსყიდვისა და პროპაგანდისთვის მილიარდობით დოლარის ხარჯვის მიუხედავად, ამერიკელებს უწინდებურად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქართული მენტალობა, ისევე როგორც თავად საქართველო, მათთვის ”terra incognita”-დ რჩება, რადგან ამერიკელთა გონებას ქართული ფენომენის გაგებისა და ახსნის უნარი არ შესწევს. ამრიგად, ისინი არცკი ეჭვობენ, რომ მთელი ეს წლები საქართველოში ვერაფერს მიაღწიეს - ქართველების უმეტესობა ფორმატირებას არ ექვემდებარება და მთელი მათი ვითომდა გავლენა შეიძლება მყისიერად გაქრეს...

კარპენტერის შესახებ, რომელმაც ხიდირბეგიშვილს უპასუხა

     წამყვან რუსულ ტელეარხებთან მრავალრიცხოვან ინტერვიუსა და პუბლიკაციებში უშუალოდ ე.წ. „გავრილოვის ღამეების“ შემდეგ, მე ვაცხადებდი, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ორგანიზებული იყო პენტაგონის უფროსის ყოფილი მოადგილის, ბაიდენის ცენტრის დირექტორ მაიკ კარპენტერის მიერ, რომელიც თბილისში ჩამოვიდა სააკაშვილის დედის მოწვევით, 20-21 ივნისის (მოვლენებამდე 3 დღით ადრე).
    3 თვე გავიდა და უცებ, ჩემდა გასაკვირად, კარპენტერმა მიპასუხა! მე კონფერენციაზე მიმიწვია არა სააკაშვილმა, არამედ ქართულმა უნივერსიტეტმა, საქართველოში კრემლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენაზე სასაუბროდ! ამაზე ვისაუბრეთ. მე გავემგზავრე გავრილოვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვამდე! ეს არის ზუსტად ის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც სურს რუსულ პროპაგანდას! ისინი ამას აკეთებენ აბსოლუტურად ვერაგულად და ამბობენ: ”აი მაიკ კარპენტერმა, პენტაგონის ყოფილმა წარმომადგენელმა, მოინახულა საქართველო საპროტესტო აქციებამდე ერთი კვირით ადრე!” და შემდგომ დამადანაშაულეს ყველაფერში! ეს უბრალოდ სასაცილოა, რომ შემიძლია დავარწმუნო ქვეყნის მთელი მოსახლეობა, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ ოკუპაციის ქვეშ და იტანჯებიან მისგან! ეს სიგიჟეა! მაგრამ ეს არის სწორედ ის, რაშიც ცდილობენ დაარწმუნონ, ვფიქრობ, უფრო მეტად მათი მოსახლეობა რუსეთში, ვიდრე საქართველოში”, - განაცხადა კარპენტერმა გასულ კვირას წარუმატებელი გადატრიალების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, საქართველოში ფონდ „სვობოდნაია როსიას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ეგორ კუროპტევთან ინტერვიუში.
   რა გითხრათ? არადამაჯერებლად ჟღერს და არა იმიტომ, რომ "ქურდს ქუდი ეწვის". მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების უზარმაზარი არმიისა, რომელსაც საქართველოში დასავლეთი ინახავს, და მრავალრიცხოვანი გამოკითხვისა (უმეტესწილად, გაყალბებული, რადგან ამერიკელებს საკუთარი თავის გასულელება უყვართ!), ისინი ყოველთვის უცხო იქნებიან ქართველებისთვის. განსხვავებული კულტურის ადამიანები, ისინი თავს უფლებას აძლევენ ყველა ქვეყანას მითითებები მისცენ ისე, რომ თავი არ შეიწუხონ იქ მცხოვრები ხალხის შესწავლით, ამიტომაც გამუდმებით აცილებენ მიზანს! ჩვენ ვირწმუნეთ მითის, რომამერიკელები მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ხალხია”, თუმცა ისინი არა მარტო უკიდურესად კონსერვატიული, არამედ საშინლად დაკომპლექსებული არიან. ამის ნათელი მაგალითია იგივე კარპენტერი, რომელიც ლაპარაკობს კრემლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენაზე საქართველოში და ვერ მოჰყავს ვერცერთი კონკრეტული ფაქტი (მათი არარსებობის გამო).
   "არ არის ბნელ ოთახში შავი კატა", ბატონებო ამერიკელებო! ისევე როგორც არ არსებობს საქართველოში რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია - დეზინფორმაციის გასავრცელებლად, პირველ რიგში, ინფორმაციას უნდა ფლობდე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, რომელშიც რუსები, ამერიკელებივით, არ ერკვევიან, თუმცა სრულებით სხვა მიზეზით. რომ არა იმპერიული სიზარმაცე, რომლის გამოც რუსეთის სახელით საქართველოში ათასი ჯურის ვიგინდარა მოქმედებს, რუსებს ეცოდინებოდათ რას ფიქრობენ სინამდვილეში ქართველები, რომლებსაც, სიძულვილი კი არა, არამედ უწინდებურად ყველაზე თბილი გრძნობები ამოძრავებთ რუსების მიმართ, და ოცნებობენ იმ დღეზე, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის კარი კვლავ ფართოდ გაიღება!
     კარპენტერი საკუთარ თავზე ზედმეტს იღებს მაშინაც, როცა "მოკრძალებულად" აღიარებს, რომ მას "გავლენა არ აქვს ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე", რათა დაუპირისპიროს რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციას! და ამავე დროს ცრუობს, რადგან თავდასხმა გავრილოვზე, და იმავე ღამით - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა არაქვეყნის მთელი მოსახლეობის", არამედ ოკეანის გაღმიდან მოსყიდული რამდენიმე ასეული ნაძირალას მიერ, რომლებიც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ დაუყოვნებლად დაგმო - აღშფოთებითა და ბრაზით!
    და ბოლოს: რაკიღა კარპენტერი ჩემ გარდა არავინ ამხილა, ხოლო მე ვარ ქართველი პუბლიცისტი, ქართველი ჟურნალისტი და ქართული საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, რომელმაც იმ დღეებში სრულებით უანგაროდ მისცა ათობით ინტერვიუ უცხოურ, მათ შორის რუსულ, მედიას, "რუსული განზრახვის" შესახებ საუბრის არანაირი საფუძველი კარპენტერს არ აქვს, თუმცა ეს უკვე მისი არაკომპეტენტურობის პრობლემაა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 23 სექტემბერი
საქართველო, თბილისი