რედაქტორისგან
თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მომხდარი მოვლენების უკან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი დგას! - არნო ხიდირბეგიშვილი

     როგორც ცნობილია, თბილისში, რუსთაველზე მომხდარ მოვლენებამდე სამი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას მოწვევით თბილისს ეწვია პენსილვანიის უნივერსიტეტის ჯო ბაიდენის გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის უფროსი დირექტორი მიხაილ (მაიკლ) კარპენტერი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში და ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამ უკანასკნელის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში.

     სიტყვით გამოსვლისას გიული ალასანიას მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, აგრეთვე ეგორ კუროპტევისათვის მიცემულ ინტერვიუში (ТВ «Starvision», პროექტი «Пограничная ZONA»), მიხაილ კარპენტერმა, კერძოდ, განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადის შეზღუდვა - აქაოდა, ესეც ოკუპაციის ერთ-ერთი ფორმაა და, ერთ მშვენიერ დღეს რომ გაიღვიძებთ, ნახავთ, რომ თქვენი ქვეყნის 20% კი არა, 100%-ია ოკუპირებულიო! და, ვითომდა, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის ბევრი მზვერავია...

   სააკაშვილის მოსყიდულმა პროვოკატორებმა, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს მოტყუებულ ბრბოს პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდების და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობისაკენ უბიძგეს, პირნათლად შეასრულეს მისი დაკვეთა, უფრო სწორად - დაკვეთის ნაწილი: როგორც ცნობილია, რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისის №287 ბრძანებით დროებით აკრძალა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო სამოქალაქო მიმოსვლა და რეკომენდაცია მისცა რუს ტურისტებს, თავი შეიკავონ აქ ჩამოსვლისაგან. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირის მთავარი მისია სულაც არ გახლდათ საქართველოში რუსული ტურიზმის შეზღუდვა - ისევე, როგორც ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე გამოსვლა მხოლოდ საბაბი იყო მიხაილ კარპენტერის საქართველოში ჩამოსასვლელად! მთავარი ამოცანა იყო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება!

     ამის მიზეზი ბაიდენის და სააკაშვილის მეგობრობა კი არ არის, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2009 წლის 24 ივლისს, აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტის დროს საქართველოში, არამედ ორმხრივი კომერციული ბიზნესინტერესები. საქართველოში ბაიდენის ვიზიტიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებით მთავრობას დაევალა, დაეწყო პროექტი „ანაკლიის პორტი“, რომლის „ნათლია“ სწორედ ჯო ბაიდენი გახლდათ, რომელმაც თავის თავზე აიღო პორტის მშენებლობისათვის ამერიკული ინვესტიციების უზრუნველყოფა. სამაგიეროდ ბაიდენი იღებდა წილს კონსორციუმის მოგებიდან, ხოლო მისი შვილი - ჰანტერ ბაიდენი - დირექტორის თანამდებობას ამერიკულ-ქართულ კონსორციუმში, რომელიც ჯერ ააშენებდა, შემდეგ კი ექსპლუატაციას გაუწევდა პორტს.

     მაგრამ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დააკონსერვა ეს პროექტი და ბაიდენების ოჯახმა უკრაინაში ფიქალის აირის მოპოვებასთან დაკავშირებულ კორუფციულ მაქინაციებს მიჰყო ხელი, რაც საუკუნის სკანდალით დამთავრდა. როგორც აღმოჩნდა, ჰანტერ ბაიდენის ფირმა Rosemont Seneca Partners LLC კომპანია Burisma-საგან უკანონო წარმოშობის 3 მილიონამდე თანხას იღებდა, მაგრამ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში გადაცემული აღძრული საქმეები აშშ-ის საელჩომ მიჩქმალა.

   ამიტომ ბაიდენის კომერციულმა ინტერესებმა კვლავ საქართველოში გადმოინაცვლა, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიძრას მკვდარი წერტილიდან, თუკი სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება. საქმე ის არის, რომ სახელმწიფომ უკვე დიდი ხანია შეიტანა პროექტში თავისი წილი - 300 მილიონი დოლარი და მეტად ერთ თეთრსაც აღარ გაიღებს, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილობრივი ლობისტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ სახელმწიფოსათვის წამგებიანი პროექტის ლობირებისთვის გაათავისუფლეს, რომელშიც მას თავისი კერძო ინტერესი ჰქონდა, ისევე, როგორც ჯო ბაიდენს. კვირიკაშვილის მეგობარს - „ანაკლიის კონსორციუმის“ ხელმძღვანელს, ბანკირ მამუკა ხაზარაძეს არც ფული აქვს, არც ინვესტორები ჰყავს. აშშ კი ცენტსაც აღარ მისცემს, იმიტომ რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არც ანაკლიის პორტი აინტერესებს და არც საქართველო, იმდენად, რომ ვაშინგტონი უკვე 2 წელია, ელჩსაც კი აღარ აგზავნის ჩვენთან! დიახ-დიახ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აშშ-ის ელჩი არ ჰყავს. რასაც მიხაილ კარპენტერი ზემოთ ხსენებულ იმავე ინტერვიუში აღიარებს: „სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ახლა არ არის აშშ-ში დღის წესრიგში, ის არ არის ვაშინგტონის რადარზე... პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ცვლილებებით. საქართველოს შესანიშნავი ელჩი ჰყავს აშშ-ში, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს. მაგრამ, მეორე მხრივ, ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში საქართველო, ჩემი აზრით, საუკეთესო მიმართულებით როდი მოძრაობს. ის გაქრა ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი ჩინოვნიკების რადარებიდან. ეს ცუდი ახალი ამბავია. ვაშინტონში ახლა პრაქტიკულად ერთეულები თუ აქცევენ ყურადღებას, რა ხდება დღეს საქართველოში. ელჩი ამდენ ხანს იმიტომ არ იყო, რომ აქ ვინმეს ყოფნა არ გახლდათ პრიორიტეტი. ეს რომ პრიორიტეტი ყოფილიყო, ელჩი ხვალვე აქ გვეყოლებოდა. ამერიკული საგარეო პოლიტიკური ელიტები ყურადღებას უთმობენ ამას (ანაკლიის პროექტს - ა. ხ.). ამერიკელებმა ამის შესახებ, ძირითადად, არაფერი იციან. ელიტები ამას ყურადღებას უთმობენ, რადგან ორმა ამერიკულმა კომპანიამ სერიოზული თანხები ჩადო ამ ობიექტში. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია. ის პრემიერ კვირიკაშვილისეული ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი პრიორიტეტი გახლდათ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს საქართველოს ინტერესებშია, მაგრამ, როგორც ვხვდები, ეს არ მუშაობს“.

   მაგრამ თუკი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნდება, ის ანაკლიის პორტს მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ააშენებს, რითაც გააბედნიერებს როგორც ჯო ბაიდენს, ისე მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც აღარ მოუხდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება! აი, რატომ არის რუსთაველის პროსპექტზე ხუთშაბათ-პარასკევის ღამით მომხდარი ტრაგიკული მოვლენები როგორც ბაიდენის, ისე სააკაშვილისა და ხაზარაძის ინტერესებში და ნამდვილად მათივე ორგანიზებული და მხარდაჭერილია!

მაგრამ მათი გეგმები ისევ ჩაიშლება, გაიხსენეთ - სააკაშვილი მაკკეინზე დებდა ფსონს, მაგრამ პრეზიდენტი ობამა გახდა, სააკაშვილი კლინტონს უჭერდა მხარს, მაგრამ ტრამპმა გაიმარჯვა. ახლა სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი გახდება - და მესამედ წააგებს, იმიტომ, რომ არჩევნებს ისევ ტრამპი მოიგებს, რამდენი დღეც უნდა გაგრძელდეს „გეი-აღლუმი“ რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 24 ივნისი
საქართველო, თბილისი