რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უკრაინაში საეკლესიო მოვლენებმა შერიგებისაკენ უბიძგა საქართველოს და რუსეთს, მაგრამ თბილისსა და მოსკოვში ამ პროცესის დაბლოკვა სცადეს

     რაც შეეხება რელიგიასა და რუსეთს – ეს ცოტა ფაქიზი თემაა, ამას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა რაიმე არ გამოგვეპაროს და გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია დღეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ხიდია, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, ურთიერთობებს ეკლესიის მეშვეობით ვაწარმოებთ და ეს ხიდიც თუ ჩავტეხეთ, ძალიან რთული პროცესები დაიწყება...”

ილია II

(2011 წლის 25 იანვარი, შეხვედრა „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში)

     ილია მეორის კურთხევით მოსალოდნელია საგაზაფხულო დათბობა რუსეთსა და საქართველოს შორის? ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ 86 წლის პატრიარქმა უპრეცედენტო რამ მოიმოქმედა, რომელსაც მისგან, როგორც უხუცესისაგან, მოუთმენლად ელოდნენ არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ თხუთმეტივე საადგილმამულო მართლმადიდებელ ეკლესიაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მისი წინამძღოლობით არ გატყდა დასავლეთის და ადგილობრივი გავლენის აგენტების ზეწოლის ქვეშ და საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური კურსისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო - უკრაინაში შექმნილი არაკანონიკური ორგანიზაცია - ახალი „ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“ არ აღიარა და ამ საკითხზე მსჯელობა გაზაფხულისთვის გადადო. ამით საქართველომ არ უარყო მაცხოვარი, მიუხედავად შეშფოთებული „მამლების“ ისტერიული ყივილისა, რომლებმაც ამაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მომავალი განთიადი დაინახეს.

     სულ რაღაც ერთ თვეზე ოდნავ მეტ დროში - გასული წლის 27 დეკემბრიდან ამა წლის 31 იანვრამდე - უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავისი აკანკალებული ხელებით, რომლებითაც პატრიარქობის 41 წლის განმავლობაში სამწყსო უთვალავჯერ დაულოცია, მართლმადიდებელი საქართველო აღმოსავლური პაპიზმის ერესში გადავარდნისაგან შეაკავა, საითაც მას სტამბოლი უბიძგებდა, და პირი იესოსკენ აბრუნებინა, როგორც ეს ოდითგანვე იყო. ქართველი ერის სულიერმა მამამ მსუბუქად უბიძგა ზურგში ქართველ ხალხს, როგორც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხზე წამომდგარ შვილს და, ერთადერთ მართლმადიდებელ მეზობელთან ხელჩაკიდებული, კვლავ ღვთიური სინათლით გაცისკროვნებულ მწვერვალებზე ასვლისათვის აკურთხა ის. უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო მოვლენების დროს აღმოჩნდა, რომ რუსეთში ქართველები ბევრს ისევ ძმებად მიაჩნია, მიუხედავად ქრისტეს გამყიდველი სააკაშვილის და მისი რჯულგანდგომილების მცდელობებისა, სამუდამოდ გაეთიშათ ისინი. შემთხვევით როდი მიიწვიეს ორი მათგანი - უგულავა და მისი მეგობარი მინდიაშვილი - კიევში მოქალაქე დუმენკოს „კანონიერ მიტროპოლიტად“ კორონაციაზე (ფოტო №1). 2008 წლის სექტემბერში დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შემდეგ დღეს მოსკოვს, რა თქმა უნდა, სწყინს, რომ 10 წლის წინ შერეკილი მიშკას და მისი მონების სექტის პრიმიტიულ სცენარს წამოეგო - მათ რუსეთს ასაღიარებლად შეაჩეჩეს ქართველებისგან გაწმენდილი ტერიტორიები მოსახლეობით, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნატოში შესვლას, რათა ეს „ბალასტი“ საქართველოსთვის ჩამოეცილებინათ!

     მაშ ასე, პირველად იყო სიტყვა“: 2018 წლის 24 დეკემბერს გამოვიდა პუბლიკაცია „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინელ რასკოლნიკებს არ აღიარებს“, რასაც მოჰყვა კიდევ სამი პუბლიკაცია (იხ. ქვემოთ) საქართველოში ტაბუდადებულ თემაზე - „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ლეგალიზაციაზე (რომელიც ორი სქიზმატური ორგანიზაციისაგან შეიქმნა და მსოფლიო ეკლესიის მეთაურად იესო ქრისტეს კი არა, სტამბოლის პატრიარქს აღიარებს, რომელმაც „30 ვერცხლად“ ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ გამოუწერა). ამ პუბლიკაციებამდე „უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის აღიარება, რომლის ოკუპაცია რუსეთმა საქართველოს კვალდაკვალ მოახდინა“, თბილისში გადაწყვეტილად მიაჩნდათ და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მკრეხელობად, კრემლის კოლაბორაციონიზმად და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობადაც კი ითვლებოდა. მაგრამ სიტყვამ თავისი საქმე გააკეთა - მამხილებელმა პუბლიკაციებმა დუმილის ფიცი დაარღვიეს და ქართველი ღვთისმსახურები, რომლებმაც მორალური მხარდაჭერა მიიღეს, პირველად ალაპარაკდნენ ღიად მათზე პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული ზეწოლის შესახებ ფანარელი ბართოლომეოსის ტომოსის მხარდაჭერის იძულების მიზნით. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაუშვებლად მიაჩნიათ მასზე ზეწოლა ზოგიერთი აქაური პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის ახალი ეკლესიის აღიარების საკითხში. ძალიან გამძაფრებულია ზეწოლის მცდელობა ეკლესიასა და ეკლესიის წარმომადგენლებზე იმ აზრით, რომ ვინც მხარს უკრაინაში ახალ სტრუქტურას უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ“, - ოფიციალურად განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) (ფოტო №2).

     ზოგიერთი აქაური პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები“ - ზემოთ ნახსენები ადგილობრივი მამლები“ არიან, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო განთიადის წინათგრძნობის გამო გაჰყივიან“. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა ეკლესიის კომპეტენციაში ჩაურევლობა, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი აქაური პოლიტიკოსების“ ქვეშ გულისხმობდა არა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, არამედ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატის - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლის ლიდერია ზემოთ ხსენებული გიგი უგულავა. დიახ, დიახ, სწორედ ის, ფონდ „ALPE“-ს მიერ დავერბოვკებული ლოყაწითელი სტიქაროსანი, რომელმაც 2009 წლის 26 მაისს თავს უფლება მისცა, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წმიდათაწმიდა ადგილზე შეჭრილიყო და თვით პატრიარქს დამუქრებოდა! სწორედ ის დედაქალაქის მერი - ხაზინის ქურდი, რომელმაც ახალი ხელისუფლების დროს მხოლოდ სიმბოლური სასჯელი მოიხადა, თუმცა სამუდამო პატიმრობას იმსახურებდა. ეს სწავლადაუმთავრებელი სემინარისტი ხომ 2008 წლის 8 აგვისტოს ქართულ ჯარს მეთაურობდა, ხოლო 5 დღის შემდეგ, 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე ისტერიულად ჩხაოდა „ჟანგიან ტანკებზე შემომსხდარ რუს აგრესორებზე გამარჯვების აღსანიშნავად“! სწორედ იმ წუთებში ქართული არმიის ნარჩენები კოდორიდან გამორბოდნენ და გზად ტოვებდნენ ახალთახალ ძვირად ღირებულ შეიარაღებას, ხოლო პატრიარქ ილიას ცხინვალის ტყეებიდან თავის ანაფორაგადაფარებული ქართველი ჯარისკაცების ხრწნაშეპარული ცხედრები გამოჰქონდა...

     მარგინალი უგულავას აქტუალიზაცია დღეს შემთხვევით როდი მოახდინეს - „კოსმოსური შეიარაღების სპეციალისტ“ გრიგოლ ვაშაძის კარიკატურულმა პერსონამ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები ვერ მოიგო და საქართველოში თავისი გურუს ტრიუმფალური დაბრუნება ვერ უზრუნველყო, იმედები გაუცრუა ბომჟ მიშკას და მან უკანასკნელი ფსონი ბინძურ პროვოკატორზე, კონტროლირებად მლიქვნელსა და რქიან უგულავაზე დადო, რომელსაც, როგორც ჩანს, დაავიწყდა 2012 წელს მის მიერ საჯარო ბიბლიოთეკასთან მოწყობილი პროვოკაციისას მოხვედრილი მუშტები...

     რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს“ - ეს ლიბერალები, სექტანტები, გლობალისტები, ლგბტ და მსგავსი უწმინდურება - იდეალური კონტინგენტი უცხოელი სპეცსამსახურებისთვის. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ისინი სოროსის და სხვა დასავლური ფონდების - ინსტიტუტების მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო „უფლებადამცველ“ ორგანიზაციებში გააერთიანეს და სტაბილურ გრანტებზე „შესვეს“. მათი თავმჯდომარეების გრძნობადაკარგული სახეები დღედაღამ ტელეეკრანებზეა, დასავლეთის დედაქალაქებიდან ლობისტების მითითებით მათი კადრებით ხელისუფლებას აკომპლექტებენ. ერთ-ერთი წარმომადგენელია სააკაშვილის ზემოთ ნახსენები თანამზრახველი ბექა მინდიაშვილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად პატრიარქის უბოროტესი მტერი, თვითმარქვია თეოლოგი, რომელიც სათავეში უდგას რელიგიურ უმცირესობებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში (საქართველოს ომბუდსმენის ოფისი უკვე დიდი ხანია, უცხოური სპეცსამსახურების (მათ შორის - მეზობელი ქვეყნების) აგენტების, ეკუმენიზმის, გლობალიზმის, ლგბტ ღირებულებების და იუვენალური იუსტიციის პროპაგანდის ჯაშუშურ ცენტრად გადაიქცა).

     თემას დავუბრუნდეთ: ქართველი პოლიტოლოგის სიტყვას ქართველი პატრიარქის სიტყვა მოჰყვა:

     - 27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არ აღიარა უკრაინელი რასკოლნიკების მიერ შექმნილი სტამბოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიის დამოუკიდებლობა: მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურები, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში“, - ნათქვამია, კერძოდ, სხდომის დადგენილებაში;

     - 6 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არ მიულოცა კიევს ტომოსის მიღება;

     - 31 იანვარს თბილისში გალიის მიტროპოლიტ ემანუელის მეთაურობით ჩამოსულმა სტამბოლის საპატრიარქოს დელეგაციამ ვერ დაიყოლია უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ეღიარებინა (ფოტო №3);

     - იმავე დღეს, 31 იანვარს, მოსკოვში ჩასული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) საჯაროდ წაიკითხა ილია მეორის მილოცვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესადმი აღსაყდრების 10 წლისთავთან დაკავშირებით (ფოტო№4). მილოცვაში, კერძოდ, ნათქვამია: ძვირფასო ძმაო და თანამსახურო! ახლა თქვენც, ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენს ქმედებებზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ ხვალ... მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი შორსმჭვრეტელობით, საერთო ლოცვითა და ძალისხმევით, და უპირველეს ყოვლისა, უფლის წყალობით, ეკლესიურ კანონებზე დაყრდნობით, ჩვენ, ყველა შევძლებთ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებასა და ღვთის საქმის შესრულებას. დალოცვილ იყოს უფლის მიერ თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და მთელი სამყაროს მართლმადიდებლობის მიმართ!“

     ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის შემდეგ აღმოსავლური პაპიზმის ადგილობრივმა მომხრეებმა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა 11-მა პოლიტ-მიტროპოლიტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივმა, სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა და ცრუ-თეოლოგებმა - კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „პრორუსულობაში“ ილია მეორე და წმინდა სინოდი „საქართველოს ერთპიროვნულ მმართველ - რუს ოლიგარქ“ ივანიშვილთან ერთად. კათოლიკოს-პატრიარქის 7 იანვარს წაკითხულ საშობაო გზავნილში შემთხვევით როდია ხაზგასმული სიტყვის არაჩვეულებრივი ძალა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, იმიტომ, რომ არის სიტყვა სიცოცხლის მიმნიჭებელი და სიტყვა სიკვდილის ტოლფასი“. სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული გაგებისადმი მიძღვნილ ნაწილში ილია მეორე გაცნობიერებულ ტყუილსა და ცილისწამებას დანაშაულს უწოდებს!

     ყველაფერი კი ზემოთ ნახსენები მეორე პუბლიკაციიდან დაიწყო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის აღიარების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების ჩამონათვალს შეიცავს (რაც არ მოხდება პუბლიკაციაში მითითებული მიზეზების გამო): მოდით, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება შედეგები, თუკი ისარგებლებენ ილია მეორის შერყეული ჯანმრთელობით და წმინდა სინოდის საგაზაფხულო სხდომაზე მაინც მოახერხებენ ამგვარი გადაწყვეტილების გატანას...“, - ამ ფრაზით იწყება ფრაგმენტი, რომელშიც პუნქტი №1 არის მოსკოვის საპატრიარქოს მიერ „აფხაზეთის და ალანიის ეკლესიების“ დამოუკიდებლობის „სარკისებური“ აღიარება“ (ფოტო N5 - აფხაზეთის "საპატრიარქო ტახტის" მთავარი პრეტენდენტი - "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" თავმჯდომარე, არქიმანდრიტი დოროფეი დბარი (დიმიტრი ზაურის ძე), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი სასულიერო პირი, რომელსაც მსახურება აღკვეთილი აქვს, ამჟამად - სტამბოლის საპატრიარქოს გუმენისის მიტროპოლიის ღვთისმსახური).

      რამდენიმე დღის შემდეგ „პრორუსული“ პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამას გაიმეორებს, ოღონდ მტკიცებით ფორმაში: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზუსტად ვიცი: თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად გააკეთებს იმას, რასაც აქამდე არ აკეთებდა - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას“. ბურჯანაძეს ანალიზით თავი არ შეუწუხებია, ან რისთვის სჭირდებოდა ეს? ის ხომ სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ ზუსტად იცის“, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად ვისგან. (მოგვიანებით, პრაქტიკულად, იმავეს დაწერს „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე თარხან-მოურავი ღია წერილში კათოლიკოს-პატრიარქისადმი და გაიმეორებს პუბლიკაციაში მითითებული მთავარი პოლიტ-მიტროპოლიტების კრიტიკას).

     პოლიტიკოსის სიტყვაში ორიგინალური არაფერია - უბრალოდ, იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის შესახებ უკვე 3 წელია, არაფერი ისმის, გადაწყვიტა, თავი შეგვახსენოს და დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ექსკლუზიური კავშირები მოსკოვის მაღალ ეშელონებში ჯერ კიდევ ძალაშია და მას ძველებურად ანგარიშს უწევენ - იმდენად, რომ თავიანთ საკრალურ ზრახვებსაც კი ანდობენ. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იქ საუკეთესო სახით არ წარმოდგება, რუსი ჟურნალისტები მაინც სწორედ ბურჯანაძის სიტყვებს ჩაეჭიდნენ (იქნებ იმიტომ, რომ ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყოფილი მხარდამჭერია?). მაგრამ, ასეა თუ ისე, ჟურნალისტის სიტყვა, რომელიც ამას მოჰყვა, მართლაც შეასრულებს უარყოფით როლს, რომლის შესახებაც გვაფრთხილებს კათოლიკოს-პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში. ინებეთ:

     საქართველოში საზოგადოებრივ კლიმატზე ამ საკითხში არცთუ მცირე გავლენა მოახდინა ნინო ბურჯანაძემ. მან ხისტი ფორმით გააფრთხილა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან საპასუხო ნაბიჯებია მოსალოდნელი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მისი ხმა გაიგონეს“, - იუწყება „РИА Новости“.

     საქართველოში ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ექსსპიკერმა ნინო ბურჯანაძემ აი, ასეთი შიში გამოთქვა - მას მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქომ, თავის მხრივ, შესაძლოა, აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებლად აღიაროს და ეს ნეგატიურად აისახება რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაზე. რამდენად საფუძვლიანია მისი ეს შიში?“ - ეკითხება ტელეარხ „Россия 24“-ის ჟურნალისტი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) (ფოტო№6).

     და თუმცა მეუფე ილარიონი ბურჯანაძის სენტენციას უარყოფს, „მამლები“ უკვე მთელი ქვეყნის გასაგონად გაჰყივიან - „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას!“, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიპტიხში მე-5 ადგილით მოისყიდოს!“, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აყვედრის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კრიტის კრებას!“, და აიძულებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, გაბრაზებული განცხადება გააკეთოს ალფეევის ზემოთ ნახსენებ ინტერვიუზე პროგრამისთვის „Церковь и мир“.

     მაგრამ ყველა დაჩრდილა საპატრიარქო ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ბოდბის მიტროპოლიტმა იაკობმა (იაკობიშვილი) - მეუფემ ქურდული მენტალიტეტით და არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების ბოევიკის ბნელი წარსულით, რომელშიც, როგორც გათვითცნობიერებული წყაროები ამტკიცებენ, მკვლელობის ეპიზოდიც კი ფიგურირებს (ფოტო№7). აშშ-ში ხშირი ვიზიტების შემდეგ მეუფე იაკობი იმდენად გათავხედდა, რომ მისთვის არასასურველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩამოგდებით დაიმუქრა, ხოლო თუ მას პრემიერის თანამდებობაზე დააწინაურებენ, სახელმწიფოს ეკლესიასთან სერიოზული პრობლემები შეექმნებაო! (ფოტო №8 - პოლიტმიტროპოლიტის „ახალი მიტრა“). გასულ კვირას „ბლატნოი“ იაკობმა შეურაცხყოფა მიაყენავიღაცა ალფეევს, წარსულში ილია მეორის საყვარელ სტიქაროსანს აფხაზეთში, რომელი ქართულ ენას სწავლობდა“ (მარტო ამისთვის ალფეევი ქართველებისგან პატივისცემას იმსახურებს! - ა.ხ.), მას სულელი, КГБ-ФСБ-ГРУ-აგენტი, ჟირინოვსკის მაგვარი კარიკატურა უწოდა და დაიმუქრა, ძვირად დაუჯდებაო, ერთი ერთზე გავუსწორდები, როცა ეს უკანასკნელი თბილისში ჩამოვა! „კანონიერმა“ მიტროპოლიტმა აგრეთვე, დაიტრაბახა, „ერთადერთი ეპისკოპოსი ვარო, რომელიც რუსებს წირვაზე არ ვაყენებ!“.

     ასეთი აღმაშფოთებელი ტყუილითა და ცილისწამებით გაოცებული მეუფე ილარიონი მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვდა და განაცხადა, რომ მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხის შესახებ და მზად არის კიდევაც, განმარტება მისცეს ნებისმიერ ქართულ ტელეარხს. მაგრამ მოსკოვში იმ დროს „რატომღაც“ არცერთი ქართული ტელევიზიის ჯგუფი არ აღმოჩნდა - მათ ინტერესებში ხომ სკანდალის განმუხტვა კი არა, პროვოცირებაა! სკანდალის, რომელიც მათი რუსი კოლეგების დახმარებით აგორდა, რომლებსაც არ ესმით მოსკოვის ყოველი სიტყვის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის!

     მაგალითად, მრავალმნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთებისას ბურჯანაძეზე, რომელმაც, „РИА Новости“-ს მტკიცებით,საზოგადოებრივ კლიმატზე ამ საკითხში არცთუ მცირე გავლენა მოახდინა“ და რომლის ხმა გაიგონეს“, მათ საზოგადოებრივი აზრი შექმნეს, რომ "მოსკოვში უარი არ უთქვამთ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდების და მის სათავეში ესოდენ გავლენიანი ბურჯანაძის დაყენების გეგმაზე"; რომ „პატრიარქმა ბურჯანაძეს დაუჯერა“ და, ვითომდა, ამიტომ არ აღიარა ახალი უკრაინული ეკლესია! ამით რუსმა ჟურნალიტებბა თვითონ ბურჯანაძეს „დათვური სამსახური“ გაუწიეს და, ყველაფერთან ერთად, ამან საქართველოში დეჟავიუ გამოიწვია - როცა პატრიარქმა სააკაშვილს დაუჯერა“...

     შევახსენებ, რომ მოსკოვში 2013 წლის იანვარში ილია მეორის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ქართველი პატრიარქის თხოვნით თუ მისი პატივისცემით, ახალგორიდან რუსი სამხედროები გაიყვანა, მაგრამ მეორე დღესვე, სააკაშვილის ტელეგანცხადების შემდეგ - აქაოდა, პატრიარქი ჩემს დავალებას ასრულებდაო, მე დავავლე მას, პუტინისთვის გადაეცა, რომ თავისი ჯარები გაეყვანაო! - რუსი სამხედროები არა მხოლოდ დაბრუნდნენ, არამედ ახალგორის შესასვლელთან შლაგბაუმიანი საკონტროლო-გამშვები პუნქტიც დააყენეს!

     ასე თუ ისე, უკრაინაში ეკლესიების ირგვლივ აღმაშფოთებელმა მოვლენებმა უნებურად უბიძგეს დაახლოებისკენ საქართველოს და რუსეთს, რომლებმაც დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ფონზეც კი შეინარჩუნეს საეკლესიო ურთიერთობა, მაგრამ მავანნი თბილისსა და მოსკოვში - ჟურნალისტები, პოლიტმიტროპოლიტები „კანონში“ და პოლიტიკოსები, ამ პროცესის დაბლოკვას შეეცადნენ. მოახერხეს თუ არა ამისი განხორციელება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 11 თებერვალი
საქართველო, თბილისი

თურქული ყულფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კისერზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ათი წევრი პატრიარქის ტახტის მიტაცებას ან უკრაინის მაგალითით ქართული არაკანონიკური ეკლესიის შექმნას შეეცდება!

უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის!