საზოგადოება
ნატო ჩხეიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვთან დაფრინავდა საქართველოს რუსეთთან შესარიგებლად, სააკაშვილის მხარეს გადავიდა! - საქინფორმი

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერის ირმა ინაშვილის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, საქინფორმმა არაერთხელ გამოხატა გაკვირვება „პატრიოტთა ალიანსის“ 6-მანდატიანი ფრაქციის 3-წევრიანი დელეგაციის შემადგენლობის გამო, რომლის ერთ-ერთი წევრი გახლავთ ნატო ჩხეიძე - სკანდალური მილიონერის, კომპანია „ომეგა ჯგუფის“ მფლობელისა და ასევე „პატრიოტთა ალიანსიდან“ აჭარის უზენაესი საბჭოს წევრის ზაზა ოქუაშვილის მეუღლე. და აი, დღეს „რუსეთ-საქართველოს მეგობრობის და ძმობის აღდგენის მხურვალე მომხრე“, მეუღლესთან და მის ფულებთან ერთად, სააკაშვილის და მისი ექსმმართველი დამნაშავე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს გადავიდა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილ ამბობს, რომ ნატო ჩხეიძემ გააკეთა საკუთარი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ინაშვილი ამ არჩევანში უკვე ყოფილ თანაგუნდელს წარმატებებს უსურვებს.

ქალბატონ ნატოს მინდა ვუსურვო მხოლოდ წარმატებები. მე არ მაქვს არავითარი წყენა ან გაბრაზება მასზე. მისი არჩევანია, სად იქნება. მათ გააკეთეს მკაფიო არჩევანი - ეს არისრუსთავი 2“ დანაციონალური მოძრაობა“. მე მათ წარმატებას ვუსურვებ, ჩემი არჩევანი არ არის ნაციონალური მოძრაობადარუსთავი 2“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი” იშლება, ნაადრევია.

ინაშვილი ნატო ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლას პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიიჩნევს და ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

ჩვენი ფრაქცია შეივსება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ღირსეული დეპუტატი, რომელიც გაწევრიანდება ჩვენს ფრაქციაში და განვაგრძობთ ერთობლივად საპარლამენტო საქმიანობას. თუ ასეთი დეპუტატი არ გამოჩნდება, მე ტრაგედიას ვერც იმაში ვხედავ, დამოუკიდებელ დეპუტატებად, მაგრამ ერთ გუნდად განვაგრძოთ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა”, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები ან მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს. როგორც იგი განმარტავს, ეს არის საჯარო პროცესი და თუკი რომელიმე დეპუტატს სურვილი ექნება, შეუერთდეს „პატრიოტთა ალიანსს”, ამის თაობაზე განცხადება საჯაროდ უნდა გააკეთოს.

ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის რიგებშიც არიან დეპუტატები, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის” მოსაზრებებს იზიარებენ და მათ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ჩვენც გვაქვს ჩვენი კრიტერიუმებიეს ადამიანი უნდა იზიარებდეს ჩვენს ხედვას, უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის ნაწილი და ის გზაც გავლილი უნდა ჰქონდეს, რაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გავიარეთ”, - განმარტა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტიაპატრიოტთა ალიანსიდატოვა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ჩხეიძემიბერიასსაკითხზეპატრიოტთა ალიანსისმხრიდან არასათანადო მხარდაჭერა დაასახელა.

ამასთან, ჩხეიძემ ფრაქციაპატრიოტებისდატოვების შესახებ მიმართვა პარლამენტის ბიუროს 3 ოქტომბერს წარუდგინა.