პოლიტიკა
საქინფორმის ორი ვერსია დადასტურდა - სარალიძე, მაჩალიკაშვილი, ოქუაშვილი, ყიფიანი ნიდერლანდებიდან მართული შანტაჟისტები და პროვოკატორები აღმოჩნდნენ

 საქართველო, 5 ოქტომბერი. საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე 4-5 ივნისის საპროტესტო აქციიდან რეპორტაჟებში (იხ. რუბრიკა „პუბლიკაციები“) საქინფორმი აფრთხილებდა, რომ აქციის ლიდერები - ყმაწვილების დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მამები (პირველი მათგანი თანატოლების მიერ დანით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა, მეორე - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციის დროს) - შემთხვევით როდი გაერთიანდნენ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჩანაფიქრით, სარალიძის და მაჩალიკაშვილის სიკვდილს ქართველი საზოგადოების თვალში უნდა გადაეფარა ახალგაზრდების - გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობები, რომლებიც მისი სისხლიანი რეჟიმის დროს პოლიციელებმა მხეცურად დახოცეს.

საქინფორმი.მართალი აღმოჩნდა - უდანაშაულოდ მოკლული სარალიძისა და მაჩალიკაშვილის დამწუხრებული მამები, რომლებმაც სახელისუფლებო პარტიაქართული ოცნებისაგანსამართალს ვერაფრით მიაღწიეს“, სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისდა მისი ცხრა სატელიტისაგან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისლოკომოტივიგახდნენ.

ხოლო 24 სექტემბერს პუბლიკაციაში „აგენტობიდან - პრეზიდენტამდე?! სააკაშვილის პარტიამ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჯაშუშურ მეთოდებს მიმართა“ - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც თითქოს საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მითითებით ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენების რეკეტს მოწმობენ, არ არის ფარული მოსმენა საქართველოს შსს-ს ან სუს-ის მხრიდან. ჩანაწერები გაკეთებულია თავად ყველა ამ სატელეფონო საუბრის ინიციატორების და პერსონალიების მიერ - კორპორაციაომეგა ჯგუფის“ „დარეკეტებულიმფლობელის ზაზა ოქუაშვილის და ხელისუფლებასთან მის მოლაპარაკებაში შუამავლის, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ.

ასეც აღმოჩნდა - 3 ოქტომბერს ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ აღიარა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა 

მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემს ოჯახს, იმ, ასე ვთქვათ, მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაც შეიქმნა ჩემ გარშემო, მაგრამ მე დღეს სასამართლოში მივეცი ჩვენება, შესაბამისად, ამ მიმართულებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები, ნათელი მოეფინოს ამ მდგომარეობას“, – განაცხადა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფში“ 2015 წლიდან მუშაობდა.

ისეა წარმოჩენილი, თითქოს ვიყავი მიგზავნილი. მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი. რაც შეეხება იმ ნაწილს, რა ხდებოდა ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე გეტყვით, შეიძლება ეს იყოს სასაცილოც კი, რადგან ამ ჩანაწერებში ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა.

ზაზა ოქუაშვილი ჩემთან მოვიდა ზაფხულის თვეში, იგი პერიოდულად მიბრუნდებოდა, ხან გავდიოდი კომპანიიდან, ხან გამოვდიოდი. ბოლო შეხვედრისას მან შემომთავაზა და დამიხატა ასეთი სურათიმისი ბიზნესი საქართველოში წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით. შემომთავაზა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარგვედგინა და მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში და ის ფაქტი, რომ მე ვიყავი ყოფილი მინისტრი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი, დაარწმუნებდა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა ვალდებულებების, დავალიანებების გადავადება, პრობლემების მოგვარება საქართველოში“, – განაცხადა ლეგენდარული დავით ყიფიანის უღირსმა შვილმა.

საქინფორმი შეახსენებს უცხოელ მკითხველებს, რომ ბიზნესმენების სახელმწიფო რეკეტი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ტერორი, ფარული მოსმენა და პირადი ცხოვრების ტოტალური საიდუმლო ვიდეოჩანაწერები შანტაჟის მიზნით პრეზიდენტ სააკაშვილის დიქტატურის სავიზიტო ბარათი იყო. ამიტომ მიშა სააკაშვილმა, რომელიც ნიდერლანდებში სიმამრის ფერმაში იმალება, გადაწყვიტა ამისი კომპენსაციაზეწოლითბიზნესკორპორაციაომეგა-ჯგუფზე“, რომლის შემადგენლობაში შედის მისი პრეზიდენტობის დროს დარბეული ტელეკომპანიაიბერია“! ხოლო ათიათასობით მოქალაქის დამამცირებელი წამება საქართველოს ციხეებში, მათ შორის გაუპატიურება ციხის მორიგე მამათმავლების მიერ, სააკაშვილის ჩანაფიქრით, კომპენსირებული უნდა ყოფილიყო გავრცელებული ხმებით იმის შესახებ, რომ ივანიშვილის ბრძანებით ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა შეიარაღებულმა თანამშრომლებმა რომელიღაც სარდაფში შეათრიეს ლევან ყიფიანი, გააშიშვლეს,სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ...

საქინფორმის რედაქცია