საქინფორმი: მოხეტიალე კარვები - აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაფლავდა (ვიდეო)
პუბლიკაციები
საქინფორმი: მოხეტიალე კარვები - აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაფლავდა (ვიდეო)

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმმა იწინასწარმეტყველა, პოლიტიკური პარტიების მიერ წინასწარ რეკლამირებული „მასშტაბური საპროტესტო აქცია“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ჩაფლავდა. შესაბამისად, ჩავარდა სააკაშვილის მიერ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მე-4 მცდელობაც, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა.

აშშ-ის საელჩოს მხრიდან ვითომდა დაღუპული შვილების მამების - ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში მთავარი ოპოზიციური პარტია - მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) - აქციაზე არ გამოცხადდა, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო, ზუგდიდიდან „მარშრუტკებით“ ჩამოყვანილთა გარდა. მეორე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია - გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ ღიად გაემიჯნა აქციას, რადგან მოსწავლეების მკვლელობის გამოძიების სპეციალური საპარლამენტო კომისია, თავმჯდომარის ჩათვლით, მისი პარლამენტარებით არის დაკომპლექტებული. აქციაზე მივიდნენ მხოლოდ ენმ-ის სატელიტი მცირერიცხოვანი პარტიების ლიდერები, როგორებიცაა შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია, ბაჩუკი ქარდავას ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და ნიკა მაჭუტაძის „სახელმწიფო ხალხისათვის“ (პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტია).

აქციას, რომელშიც 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებისთვის უცნობი „მოხალისეები“ ნაციონალების რიცხვიდან და რამდენიმე ე.წ. „ზვიადისტი“, რომლებიც ისტერიულად გაჰყვიროდნენ მიკროფონში გაუგებარ ლოზუნგებს და შეურაცხმყოფელ ფრაზებს ხელისუფლების მისამართით. სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს - შს მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა. აქციის მცირერიცხოვნობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობის გადაკეტვის აუცილებლობა აშკარად გაუმართლებელი იყო, აქედან გამომდინარე, სარალიძემ მხარდამჭერებს სთხოვა, პარლამენტის წინ ტროტუარზე გაშლილი სამი დიდი კარავი სავალ ნაწილზე გადაეტანათ, რაც გაკეთდა კიდეც. „მე არავინ მჭირდება, არანაირი პოლიტიკური პარტიები, მარტო ვიცხოვრებ კარვებში, სანამ ჩემი შვილის მკვლელებს არ დასჯიან და ამ საქმეში გარეულ ყველა პროკურორს არ დააპატიმრებენ!“, - განაცხადა სარალიძემ.

კარვების გამო დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ავტომობილების მოძრაობა გადაიკეტა, რამაც თბილისელების კანონიერი უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ინციდენტები გახშირდა - გამვლელები კარვებში და მათ გარშემო მსხდომ ერთ მუჭა ადამიანებს კიცხავენ. მათი პოლიციელებთან შეტაკების შედეგად ამ უკანასკნელებმა „მოხეტიალე კარვები“ ისევ უკან გადაიტანეს - სავალი ნაწილიდან ტროტუარზე, და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.

როგორ იწყებოდა აქცია - წაიკითხეთ ქვემოთ:


რა ხდება რუსთაველის გამზირზე: საქინფორმი კომენტარს უკეთებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ახალ - პოლიტიკურ ეტაპს, რომელიც დასასრულს უახლოვდება

ირაკლი შოთაძე გადადგა

საქინფორმი: სააკაშვილის მეორე მცდელობა - საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ მოეწყო - ჩაიშალა

საქინფორმი: „ვარდების რევოლუციის“ მეორე მცდელობა - გაკვეთილები ხელისუფლებისთვის