საზოგადოება
სააკაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 200 წყვილი ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ახალგაზრდული მოძრაობის „#ნუმომკლავ“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 200-მდე წყვილი ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს. მათ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, რაც სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტის მცდელობა, საქართველოში ახალი „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს, მოქალაქეობა დაიბრუნოს და საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

ჩვენ მოვედით აქ, რათა შევახსენოთ მთავრობას - თუ 10 ივნისამდე არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ ისევე შევცვლით მთავრობას, როგორც ხალხმა ეს ძველი ფეხსაცმელები გამოცვალა. ჩვენ ნათლად ვხედავთ სისტემურ დანაშაულებს მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეში და ეს სისტემური დანაშაულები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა ტიტე გედენიძემ.