პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობიდან“ წავიდა.

„არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. აბსოლუტურად ცივილიზებულად დავშორდით. მე ავუხსენი პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ასეთი ურთიერთობა დარჩება - რომ საზოგადოებრივ დონეზე საკუთარი დღის განრიგი მაქვს და პოლიტიკაში ტაიმაუტს ვიღებ. ეს პარტიიდან წასვლა კი არა, პოლიტიკაში ტაიმაუტის აღებაა. მე ნებისმიერ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებ - საზოგადოებრივთან, პოლიტიკურთან“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ Sputnik – Грузия-სთან ინტერვიუში.

როგორც
 საქინფორმი იუწყება, დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოში ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (თბილისი) ხელშეწყობით დაარსებული ე. პრიმაკოვის სახელობის რუსეთ-საქართველოს საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორად დაინიშნა.