საზოგადოება
ბრავო, კახი! საქინფორმმა გაიმარჯვა - თბილისის მერმა სიტყვა შეასრულა და „სითი პარკი“ გააძევა!

     საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. 2017 წლის 30 ოქტომბერს, 2 კვირით ადრე, ვიდრე კახი კალაძე დედაქალაქის მერი გახდებოდა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა მას ღია წერილით მიმართა, რომელშიც სთხოვდა, მოეშორებინა თბილისისთვის დანაშაულებრივი სინდიკატი „სითი პარკი“.
გავიდა 10 დღე და 9 ნოემბერს კახი კალაძემ პირობა დადო - „აუცილებლად შედგება „სითი პარკის“ საქმიანობის სამართლებრივი განხილვა“.
და აი, გუშინ, 2018 წლის 13 მარტს, მან თავისი დაპირება შეასრულა!
თბილისის მერია კომპანიასითი პარკთანდადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2018 წლის 10 აპრილიდან შევწყვიტოთ კომპანიასითი პარკთანდადებული ხელშეკრულება“, – განაცხადა კახი კალაძემ.