საზოგადოება
ბრავო, კახი! - საქინფორმი კახი კალაძეს „სი-თი პარკის“ გამო მადლობას უხდის

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. 2017 წლის 30 ოქტომბერს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა ღია წერილით მიმართა თბილისის ახლად არჩეულ მერს კახი კალაძეს "სი-თი პარკის“ მავნე საქმიანობის და მასთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიის თაობაზე.
გავიდა ზუსტად 10 დღე, კახი კალაძე ჯერ კაბინეტშიც არ შესულა, მაგრამ ჩვენი, თბილისელების და ჟურნალისტების აზრი გაითვალისწინა. „არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი!“ - ასე უპასუხა თბილისის არჩეულმა მერმა კახი კალაძემ „სი-თი პარკის“ წარმომადგენლებს, როდესაც ისინი კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით „სი-თი პარკის“ საქმიანობის სამართლებრივი განხილვა აუცილებლად იქნება. „სიახლე არაფერი მითქვამს. ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც, შესაბამისად, სამართლებრივი გზით მიდგომები იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.
საქინფორმი დარწმუნებულია, რომ სასამართლოსთან ნახევარი თბილისი მივა, მათ შორის - ავტომფლობელები, ვისი მანქანები „სი-თი პარკმა“ დააზიანა საჯარიმო მოედანზე ტრანსპორტირების დროს, მაგრამ ანაზღაურება არ მოახდინა!
„სი-თი პარკის“ ხელმძღვანელობას არ აინტერესებდა დაზარალებული  და მოტყუებული თბილისელების აზრი - კანდელაკის ქუჩაში მდებარე ოფისში მათთან შეიარაღებული დაცვა არ გვიშვებდა, გამონაკლისს არც ჟურნალისტები წარმოადგენდნენ!
დღეს კიდევ თბილისელების მიერ არჩეულ მერს არ აინტერესებს ამ კრიმინალების აზრი - რა არის ამაში გასაკვირი?!