ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში - არნო ხიდირბეგიშვილი
რედაქტორისგან
ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში - არნო ხიდირბეგიშვილი

      - ბატონო არნო11 დეკემბრის პუბლიკაციაში თქვენ თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას აანალიზებთ და ამტკიცებთ, რომაჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის სცენარი აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაწერეს“, იმიტომ რომ ისძალიან ჰგავს უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის სცენარს“, და გამოთქვამთ ვარაუდს, რომ ამაში მონაწილეობას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი იღებდა. კი მაგრამ, აქამდე რატომ არ არის ცნობილი აშშ- ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ვერსია, რომელიც ოფიციალურად იძიებს სპეცოპერაციას?
- არ ვიცი, რატომ გაჭიანურდა მათი გამოძიება... რაც შეეხება ჩემს ანალიზს, თქვენ არასწორად გაიგეთ - პუბლიკაციაში არაფერს ვამტკიცებ. მე მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზებიდან ერთ-ერთი გამოვთქვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასაცავად, რომელსაც ხელაღებით ადანაშაულებდნენ, თითქოს მისმა თანამშრომლებმა საიდუმლოდ შემოუშვეს საქართველოში ტერორისტი ჩატაევი ჯგუფთან ერთად. ეს იყო ცრუ პიარკამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამაარსებლის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ საქართველოს სუს-ს მისი დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს. იდეა, ჩემი ინფორმაციით, გიგა ბოკერიას ეკუთვნის, ხოლო ეს ცილისწამება გაავრცელეს დავით უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ თინა ხიდაშელმა.
პირადად მე სულ უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ ეს თურქეთის პრეზიდენტის თხოვნა იყო, რომელმაც სტამბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის აჰმედ ჩატაევის დაპატიმრება და თურქეთში ექსტრადიცია ითხოვა. მანამდე რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს სთხოვა, თავის ტერიტორიაზე ფეთჰულა გიულენის ყველა სასწავლო დაწესებულება დაეხურა, ამასთან, დაეპატიმრებინა და თურქეთისთვის გადაეცა დემირელის კოლეჯის მენეჯერი ემრე ჩაბუქი, რომელიც გიულენთან არის დაკავშირებული.
- 2015 წლის 3 აპრილს, როდესაც საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იყო, მზის სინათლე იხილასაქინფორმისანალიტიკურმა პუბლიკაციამ „საქართველოში აშშ-ის საელჩო მისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასახულ ამოცანებს შეესაბამება“, რომელშიც დაწვრილებით არის მოთხრობილი აშშ- ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს თანამშრომლების დიპლომატებად გამოყენების ტრადიციაზე სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, აგრეთვე საიდუმლო ოპერაციების ჩასატარებლად სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედების მიზნით.
იმ პუბლიკაციაში ჩამოთვლილია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელები და სამსახურები, აგრეთვე გამოთქმულია ვარაუდი, რომ საელჩოს შენობაში თბილისში იმყოფება ინტერნეტზე თვალთვალის სისტემა „X- Keyscore“, რომელიც ელექტრონული ფოსტით საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, აგრეთვე კავკასიის მოსაზღვრე ქვეყნებიდან და პირიქით გაგზავნილი შეტყობინებებისგამოჭერისსაშუალებას იძლევა.
საქინფორმსმოპოვებული აქვს ახალი ფაქტები, რომლებიც საქართველოში ამერიკელი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობას ადასტურებს?
- მსგავსი ფაქტების მოძიება ჩვენი რედაქციის ამოცანად არასდროს დამისახავს. საქართველო იმდენად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რომ აშშ- ისა და ნატოსთვის აქ არანაირი საიდუმლო არ არსებობს, და არა მხოლოდ მათთვის. ქართული ძალოვანი სტრუქტურების ოფიციალურ საიტებზე დევს დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და სუს-ის ერთობლივ ღონისძიებებზე მათ ამერიკელ და ნატოელ კოლეგებთან, მითითებულია ორივე მხრიდან მონაწილეების სახელები და გვარები, წოდებები და თანამდებობები, მოწოდებულია ინფორმაცია აშშ-ისა და ნატოს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ქართული ძალოვანი სტრუქტურებისთვის გაწეულ დახმარებაზე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტის როტაციაზე. ეს ყველაფერი მდიდრულად არის ილუსტრირებული ფოტო და ვიდეომასალით, მაშ, კიდევ რაღაა დასაზვერავი?!
ნიღბიანი ჯაშუშების, ყოველგვარი მატა ჰარებისა და შტირლიცების დრო დიდი ხანია, გავიდა! დღეს ყველაფერი კაბინეტის სიჩუმეში ხდება, ან ოფიციალურ რაუტებზე მოგუდული ჯაზის ფონზე. დიახ, ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ამერიკის საელჩოებია, და ამის თაობაზე მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება არსებობდეს.
- მაშინ რატომ არსებობს პრეტენზიები რუსეთის მიმართ? საქართველოში ფართო პროპაგანდისტული კამპანიაა გაშლილი „ФСБ- აგენტებისწინააღმდეგ - თქვენ მიერ ნახსენები ბოკერია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ბევრი სხვა პოლიტიკოსი, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ექსპერტები ტელეკომპანიარუსთავი 2“- ის ეთერში გამუდმებით გვიჩიჩინებენპრორუსულ მოღალატეებზე“, „რუსულ ნარატივზე“, „კრემლის რბილ ძალაზედაჰიბრიდულ ომზე“. აღარაფერს ვამბობ საქართველოშიანტიდასავლურ-პრორუსული პროპაგანდისმრავალრიცხოვან მოცულობით გამოკვლევებზე, რომლებიც მედიის განვითარების ფონდმა MDF-მა ჩაატარა თანაავტორებთან ერთად, და სადაც ყველგანსაქინფორმსახსენებენ, თუმცა მტკიცებულებების გარეშე.
- ამ „გამოკვლევების“ ავტორები დაკვეთას ასრულებენ, რისთვისაც მათ უხვად უხდის აშშ, იმიტომ რომ ამერიკელებმა მუშაობის დაფასება იციან. ამაში გასაკვირი არაფერია, ხოლო რაც შეეხება ფონდ MDF-ს, კომენტარს არ გავაკეთებ, რამდენადაც აქ პირადი მოტივებია ჩარეული.
მიუხედავად იმისა, რომ „საქინფორმის“ შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მივა საქართველოში ყველაზე მსხვილი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის შესაძლებლობებთან, ისინი კედელთან ისე მივიმწყვდიეთ, რომ ვაიძულეთ, ისტერიული ანტირუსული კამპანია დაეწყოთ. კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ ხალხს უკვე გული ერევა „რუსთავი 2“-ის, მასთან ერთად კი - მისი დამკვეთების სიჯიუტეზე! მაგრამ რადგან ქართული ისტებლიშმენტის ჩემთვის „ღრმად სიმპათიური“ წარმომადგენლები ახსენეთ, შემთხვევით ვისარგებლებ და რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ ქალბატონ ხიდაშელს, ბატონებს ბოკერიასა და უსუფაშვილს:
ქალბატონო და ბატონებო!
ხშირად ხვდებოდით თუ არა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს, რომელიც უზბეკეთში აშშ-ის საელჩოდან გადმოიყვანეს საქართველოში? აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე სამსახურებრივი მოვალეობის გამო ოფიციალურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ რასთან დაკავშირებით შეხვდით მას თქვენ - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე?
იგივე შეკითხვა - თქვენს შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშესთან, პოლკოვნიკ მეთიუ სმიტთან, რომელიც ამერიკულ-ქართული ერთობლივი სწავლებების კოორდინატორია, მათ შორის - სპეცდანაყოფების, რასაც ფართოდ აშუქებს როგორც ქართული, ისე უცხოური მედია. თქვენ რაღა ინტერესი გქონდათ მასთან შეხვედრის? იქნებ სამხედრო ხასიათის სრულიად საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა გინდოდათ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ზიანის მოსატანად? ქართველ საზოგადოებას ჯერ არ დავიწყებია ბოკერიას მიერ უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან 40 მილიონის არამიზნობრივად გამოყენების საქმე, და არც ხიდაშელის სკანდალური გადადგომა, რომელიც თავის შემცვლელ ლევან იზორიას უმოწყალოდ ლანძღავდა!
დააფასეთ ჩემი ობიექტურობა - არაფერს გეკითხებით თქვენს შეხვედრებზე ამერიკის საელჩოს იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების სტატუსით ხვდებოდით, კერძოდ:
- საქართველოში აშშ-ის საელჩოს 1 მდივანს მაიკლ მაკმაჰონს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს სწავლობს, ამიტომ მისთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისგანაც. ეჭვგარეშეა, ბატონი მაკმაჰონი „საქინფორმის“ დაკვირვებული მკითხველია და ჩვენი სააგენტოს საიტიდან ბევრ ინფორმაციას აიღებდა;
- აშშ-ის საელჩოს ატაშეს ვერონიკა ისტერ ლის, რომელთან საუბარზე არც მე ვიტყოდი უარს, ჯერ ერთი, ქართველ პოლიტიკოსებზე მისი კომპეტენტური (ის „ცე-რე-უ“-ს თანამშრომელია) აზრის გასაგებად, და მეორე - როგორც რუსულენოვანი ბლოგერები წერდნენ, ის აფხაზ ოპოზიციონერებთან ურთიერთობს და დაინტერესებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პროცესით;
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ბოკერიას, უსუფაშვილსა და ხიდაშელს უთუოდ ესაუბრა ალექს შრანკიც, თუ არ ვცდები, აშშ-ის საელჩოს მდივანი, და არა მარტო მათ, არამედ ქართული ოპოზიციის კიდევ ბევრ ლიდერს. ბატონ შრანკსაც აქვს კონტაქტი ოპოზიციურ აქტივისტებთან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ ის „თემაშია“.
და, რა თქმა უნდა, მთელი ოპოზიცია და მედია კარგად იცნობს დუგლას ბალს, აშშ-ის საელჩოს მრჩეველს და USAID-ის ოფისის დირექტორს საქართველოში, USAID ხომ 50-ზე მეტ ყველაზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს საქართველოში, როგორიცაა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ასევე აფინანსებს ადგილობრივ ქართულ მედიასაშუალებებს პროექტ „ახალი მედიაინიციატივის“ (IREX) ფარგლებში.
(ბოდიშს ვიხდი, თუ ამერიკელი დიპლომატების გვარ- სახელები ან თანამდებობები მეშლება, მე ხომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მაქვს, როგორც ოფიციალური, ისე სოციალური ქსელებიდან. არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემი ინფორმაცია რამდენადმე მოძველდა და ზოგი მათგანი თბილისიდან უკვე გადაიყვანეს).
აი, ჰარი (მაიკლ) ლედბეტერს კი ზემოხსენებული „სამეული“ და დანარჩენი ოპოზიცია, საეჭვოა, შეხვედროდა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თუ მოქმედი მეორე მდივანი (დიდი ალბათობით -  „ცე-რე-უ“-ს თანამშრომელი) ხომ უპირატესად დაინტერესებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რფ-ის ინტერესების სექციის თანამშრომლებით. ის მათ ინფორმაციის მისაღებად ხვდება, ან გადმობირება უნდა - მე ეს არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს. ჟანრის კლასიკაა - როდესაც მზვერავი-დიპლომატები „მეგობრულად“ ცვლიან ინფორმაციას დროის, ძალებისა და თანხის დაზოგვის მიზნით.
გავიმეორებ - ინტერნეტის ეპოქაში, თანაც საქართველოში, სადაც მთელი სადაზვერვო ინფორმაცია თავისუფლად მისაწვდომია, უბრალოდ, კომპიუტერთან უნდა დაჯდე, შეაგროვო ის და დაახარისხო. სასურველია, აგრეთვე, ნაცნობობის ფართო წრე გყავდეს და ბეჭდურ მედიას კითხულობდე. სულ ეს არის! მაღალჩინოსანთა საყვარლებთან ფლირტის გაბმა და მათი ცოლებისთვის რესტორნებსა და თაიგულებზე ფულის ხარჯვაც კი არ არის საჭირო.
ამასთან დაკავშირებით მინდა, ერთი „წვერიანი“ ანეკდოტი გიამბოთ: ლენინაკანში ამერიკელი რეზიდენტის შეცვლის დრო მოვიდა. ახალმა რეზიდენტმა იცის, რომ მის წინამორბედს ლიოვა ჰქვია და ცენტრში, ქალაქის ძველი აფთიაქის თავზე ცხოვრობს, მაგრამ ლენინაკანში ჩასული ვერ აგნებს. ქუჩაში ადგილობრივ მცხოვრებთა ჯგუფს მიუახლოვდება, რომლებიც ნარდს თამაშობენ და ეკითხება - აქ ძველი აფთიაქი სად არის? „ვახ, ახპერ, შპიონ ლიოვიკას ეძებ?! კუთხის იქით ცხოვრობს, მაგრამ ახლა შინ არ არის, ხიდის ასაფეთქებლად წავიდა! ჩვენთან ჩამოჯექი, ნარდი ითამაშე სანამ დაბრუნდება!“ - უპასუხეს მხიარულმა ლენინაკანელებმა.
- ანეკდოტი ძალიან მომეწონა და რაკი სომხეთი ახსენეთ, მითხარით: ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოებისა და კოლექტიური ხელშეკრულების დოკუმენტის ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამერიკელები, ალბათ, ნაკლებად აქტიურობენ? ინტერვიუს დასაწყისში ბრძანეთ, რომ ამერიკელი მზვერავები ამერიკის საელჩოებში მუშაობენ ყველა ქვეყანაში, სადაც ეს საელჩოები არსებობს.
- სრული სიმართლეა, იმიტომ რომ მზვერავს დღეს პისტოლეტი კი არა, კომპიუტერი, საწერი მაგიდა, ანალიზის ელემენტარული უნარი და დიპლომატიური იმუნიტეტი სჭირდება. „ცე-რე-უ“-ს აგენტები აშშ- ის ყველა საელჩოში „ცე-რე-უ“-ს შემქმნელის - ლეგენდარული ალენ დალესის დროიდან მუშაობენ. სწორედ მან დანერგა საყოველთაოდ ეს ნორმა, ასე რომ, სომხეთი გამონაკლისი არ გახლავთ. სხვათაშორის, მხოლოდ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ აშშ-ის საელჩო ერევანში ყველაზე დიდია ევროპაში, თუმცა მანამდე მეგონა, რომ ჩვენი, თბილისში, უფრო დიდი იყო.
თუ არ ვცდები, სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უწინდებურად რიჩარდ მილზია, რომელიც, ისევე, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგაც თანამდებობაზე დარჩა. ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია, რადგან დონალდ ტრამპმა არჩევისთანავე პირობა დადო, რომ ყველა ელჩს შეცვლიდა.
ელჩის მრჩეველი, სომხეთში USAID-ის დირექტორი გახლავთ სომხეთის სამოქალაქო სექტორისთვის კარგად ნაცნობი მისის დებორა გრიზერი. და, რაღა თქმა უნდა, იქაც მუშაობენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს (DIA) ოფიცრები.
ალბათ, დიდი „ვიკილიქსი“ არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ თავდაცვის საკითხების ატაშე, პოლკოვნიკი ბრიუს მერფი, მაიორი ერიკ ლარსენი (აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პროგრამა DTRA-ს კოორდინატორი სომხეთში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, სომხეთამდე მუშაობდა აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში), მაიკლ ენდრიუს ბაშანი (სამხედრო გადატრიალებების სპეციალისტი, თავი გამოიჩინა უკრაინაში 2014 წელს) და ატაშეს თანაშემწე - სამხედრო სპეციალისტი, მაიორი ჯოშუა მალფორდი სომხეთის სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრის სოლისტები კი არა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები არიან.
ხოლო დიპლომატები - ვიცე-კონსული და მე-2 მდივნები რიჩარდ ჰეტჩი, ხოსე ლარდიზაბალი, ადამ კოლვინი - როგორც ჩანს, „ე-რე-უ“-ს თანამშრომლები არიან -  მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია, რომ საკონსულო საკითხებს, ჩვეულებრივ, სპეცსამსახურების თანამშრომლები განაგებენ.
სომხეთში აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი მისის მაკიშა სოვა მხოლოდ თავისი გვარით კი არ დამამახსოვრდა, არამედ იმითაც, რომ ქართველ ებრაელზე - ვინმე ნიკა სეფაშვილზეა გათხოვილი, რომელიც ადრე უკრაინაში მუშაობდა, თუმცა, ამბობენ, რომ მათი ქორწინება ფიქტიურია. სადღაც წავიკითხე, რომ უსაფრთხოების სპეციალისტი ბრედლი ფილპოტი სწორედ სოვას რეკომენდაციით გადაიყვანეს თბილისიდან ერევნის აშშ-ის საელჩოში.
- ბატონო არნო, გეთანხმებით, რომ იმ დიპლომატი- მზვერავებისმშრალიგვარები და თანამდებობები, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, რაც მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყნის საელჩოში ხდება, ჩვენს მკითხველს ნაკლებად აინტერესებს. გაცილებით უფრო საინტერესოა, როდესაც გავლენის აგენტებზე ყვებით, რომლებთანაც ისინი ადგილებზე მუშაობენ. როგორც თქვით, საქართველოში ესენი არიან ოპოზიციონერი ქართველი პოლიტიკოსები, კერძოდ - ბოკერია, უსუფაშვილი, ხიდაშელი. მესმის, რომ ეს თქვენი კეისი არ არის, მაგრამ იქნებ იცით - ვისთან მუშაობენ ისინი სომხეთში?
- საქართველოსა და სომხეთს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატია, ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია აშშ-სთან და ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელთა გავლენის აგენტები კი არა, პარტნიორები არიან. საქართველოში ამერიკული გავლენის აგენტები არიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებთანაც მუშაობენ აშშ-ის სპეცსამსახურები. ხოლო სომხეთში, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ამერიკელ დიპლომატ-მზვერავებს დიდი ჯაფა ადგებათ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობაზე იყოლიებენ, რათა აგენტებად გადააქციონ.
თუ არ ვცდები, 2010 წელს სომხური მედია იუწყებოდა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი 2000 წელს აშშ-ის „ცე-რე-უ“-მ გადაიბირა ტაფტსის უნივერსიტეტთან არსებულ ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში სწავლისას (სადაც 2014 წელს გარკვეულ ხანს სააკაშვილი ასწავლიდა). ამბობენ, რომ სომხეთის პრეზიდენტის მითითებით ის სკანდალი მიჩქმალეს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ყველა საქმე გაანადგურა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სამხედრო საკითხებში მუშაობის კოორდინაციას ის კვლავ ჩემ მიერ უკვე ხსენებულ თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტ ბრიუს მერფისთან ახდენს, ხოლო პოლიტიკურ საკითხებში - აშშ-ის ელჩ რიჩარდ მილზთან.
- საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს სომხეთი აშშ- სთან თავის კავშირს დიდად არც მალავს და აქტიურად მონაწილეობს ამერიკის და ნატოს სხვადასხვა სწავლებაში, მათ შორის - საქართველოში...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, სომხებს თავიანთი „კვერცხები ყოველთვის ორ კალათაში უწყვიათ“. გავაგრძელებ.
ვიგენ სარგსიანის „მარჯვენა ხელმა“ და პროტეჟემ - საგანგებო სიტუაციების მინისტრმა დავიდ ტონოიანმაც, როგორც ამბობენ, 2005 წელს „ცე-რე-უ“-სთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მაშინ ის ნატოში სომხეთის მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა. ტონოიანი აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების პროექტებს აკონტროლებს სომხეთში, როგორიც ლუგარის ლაბორატორიაა თბილისში. ამიტომ მისი კოორდინატორი აუცილებლად თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ზემოხსენებული ოფიცერი ერიკ ლარსენი იქნება. გადაახვიეთ, მოისმინეთ, რას გიყვებოდით ლარსენზე და მიხვდებით - რატომ.
მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ იყო ინფორმაცია, რომ სომხეთის პრეზიდენტმა დაბლოკა სისხლის სამართლის საქმე სომხეთის ეროვნული თავდაცვის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ხელმძღვანელის - გაიკ კოტანჯიანის სახელმწიფო ღალატის შესახებ. შეუმოწმებელი ინფორმაციით, 1998 წელს, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის კურსებზე სწავლისას, ისიც ამერიკის დაზვერვამ გადაიბირა.
და, რა თქმა უნდა, სომხეთში აშშ-ის ოფიციალურ გავლენის აგენტებს მივათვლიდი ცნობილ საჯარო მოღვაწეებს, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აკონტროლებენ და მედიაბერკეტებით ლობირებენ მათი კონტროლქვეშ მყოფი ადამიანების კანდიდატურებს სახელისუფლო სტრუქტურებში. ეს არის სომხეთის ელჩი ვატიკანსა და მალტის რესპუბლიკაში, სომხეთის პრეზიდენტის სიძე მიქაელ მინასიანი, რომელსაც სომხეთის საინფორმაციო ველის მაკონტროლებელ „რუხ კარდინალად“თვლიან; ეს არის არა საგატელიანი - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფარულ კონტროლს ახორციელებს; ეს არის სამველ ფარმანიანი - სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი, ევროპული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი. ფარმანიანი პასუხს აგებს ევროკავშირთან კონტაქტებზე და მედიაში „არასასურველი“ პოლიტიკოსების წინააღმდეგ „შავ“ პიარკამპანიებზე; ეს არის ალექსან არუთინიანი - სომხეთის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, სომხეთის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. არუთინიანი გამოცდილი დიპლომატია, პრეზიდენტის აპარატში ის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეა პასუხისმგებელი.
ყველა, ვინც ჩამოვთვალე, ეჭვგარეშეა, პროამერიკული ყაიდის მოღვაწეები არიან, უბრალოდ, ზოგ მათგანს ამით ღიად მოაქვს თავი, ზოგი კი არ აფიშირებს.
ამერიკელების ადგილზე სომეხ „მეგობრებს“ დიდად არ ვენდობოდი. სომეხისთვის ცხოვრებაში სამი მთავარი რამ არსებობს - ტოლმა, პირადი მატერიალური ინტერესები და სომხეთის ინტერესები, და ამ ინტერესებს ის არაფრის გულისთვის უღალატებს. აი, ამერიკული ინტერესები კი სომხებს იმდენად აინტერესებთ, რამდენადაც იქიდან დოლარები მოედინება. როგორც კი მიმნდობ ამერიკელებს უკანასკნელ დოლარს „გამოსწურავენ“, სომხები მათ, სავარაუდოდ, „გადააგდებენ“. თანაც საკუთარი თავის დაუზარალებლად -  აშშ-ის სომხური დიასპორა თავისიანებს არავის დააჩაგვრინებს და „ცე-რე-უ“-ში უზარმაზარ თანხებს, უბრალოდ, ჩამოწერენ...
- ბატონო არნო, მოდით, ჩვენი საუბარი შემდეგ გავაგრძელოთ, რადგან შეკითხვები ბევრი დამრჩა. სომხეთის თემის დასამთავრებლად ბოლო შეკითხვას დაგისვამთ: თქვენ რამდენჯერმე დაწერეთ, რომ სომხეთში 1000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა მიზანი რესპუბლიკაშიფერადი რევოლუციისმომზადებაა. ნუთუ ყველა მათგანი ამერიკულ სპეცსამსახურთანაა დაკავშირებული?
- მათგან ყველაზე გამოჩენილები - უეჭველად. 5-6 წლის წინ მე 50 ყველაზე „ცენტრალური“ სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის სიაც კი ვნახე. მხოლოდ ყველაზე ცნობილებს დავასახელებ, ეს არის „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირი“, ჟურნალისტთა კლუბი „ასპარეზი“, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრი, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისი, სომხეთის ჰელსინკის კომისია, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული გამოკვლევების ცენტრი PINK-სომხეთი, ფონდი „ღია საზოგადოება - სომხეთი“. ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ეს არის Civilnet.am Lragir.am 1in.am Sut.am Aravot.am Azatutyun.am და გაზეთი „აიკაკან ჟამანაკი“.
- გმადლობთ! მომდევნო ჯერზე, თუ შეიძლება, ვისაუბროთ აშშ-ის გავლენის აგენტებზე აზერბაიჯანში და რუსეთის აგენტებზე საქართველოსა და სომხეთში, მათ კავშირზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
- შევთანხმდით.
საქინფორმისმთავარ რედაქტორთან ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა
2017 წლის 19 დეკემბერი
საქართველო, თბილისი