პუბლიკაციები
არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური როლი საქართველოში – საქინფორმი

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები (ენ–ჯე–ო–ები, ან, როგორც მათ კიდევ უწოდებენ, არაკომერციული საზოგადოებები) ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ, თანაც მათი როლი გაცილებით მნიშნელოვანია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

 არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში პოლიტიკური კლასის კოაპტაციისა და აღწარმოების მექანიზმს წარმოადგენს, ისინი აყალიბებენ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში, დასავლეთის მხრიდან ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის შუამავლად გამოდიან და ამ გავლენის უფრო მოქნილ მექანიზმებს სთავაზობენ, ვიდრე ოფიცალური დიპლომატიური არხები.

არსობრივი სხვაობებია მოწიფულ დემოკრატიასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც, რომლებიც სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიისკენ გარდამავალ გზაზე იმყოფებიან, სამოქალაქო მონაწილეობას შორის.

მოწიფულ დემოკრატიებში სამოქალაქო მონაწილეობის საკვანძო ინსტიტუტებია უნივერსიტეტები, პროფკავშირები, საეკლესიო თემები, კოოპერატივები, ბიზნეს–ასოციაციები და სხვა სტრუქტურები, რომლებიც შექმნილი არიან ანდა ფუნქციონერებენ თვითორგანიზაციის საფუძველზე.

ყოფილ საბჭოთა ბანაკში სამოქალაქო მონაწილეობისა და სამოქალაქო საზოგადოების საკვანძო ინსტიტუტებად იქცნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პრაქტიკულად არ გულისხმობენ მასობრივ წევრობას და წარმოადგენენ მომცრო პროფესიონალურ აპარატს, რომელიც არა მონაწილეთა შენატანების ხარჯზე, არამედ უცხოური მთავრობების  ანდა პოლიტიკური ფონდების მხრიდან გრანტების ხარჯზე არსებობს.

საქართველო სამოქალაქო საზოგადოების „პოსტკომუნისტური გზით“ ჩამოყალიბების კლასიკური მაგალითია. ქვეყანაში არ არსებობს გავლენიანი საქმიანი ასოციაციები ანდა პროფკავშირები, მისი უნივერსიტეტები შედარებით სუსტია – შინაარსობრივადაც და ორგანიზაციული თვალსაზრისითაც. ქართული პოლიტიკური პარტიები სუსტია, სამაგიეროდ, ქვეყანაში უხვადაა გავრცელებული არასამტავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება ეროვნული ეკონომიკის ერთ–ერთ მნიშვნელოვა სექტორად ჩაითვალოს. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია – მეტ–ნაკლებად გავლენიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც დიდ დამოუკიდებლობას ფლობს. თუმცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, მისი იერარქიული სტრუქტურით, მცირედ თუ შეიძება ჩაითვალოს სამოქალაქო მონაწილეობის ინსტუტუტად.

 უნდა აღინიშნოს, რომ ქართული „მესამე სექტორი“ შესამჩნევ როლს ასრულებს ასევე ქვეყნის ეკონომიკაში. უფრო გავლენიანი ქართული ენ–ჯე–ო–ების წლიური ბიუჯეტები საშუალო კომერციული კომპანიების ბრუნვებს უდრის. პოლიტოლოგი და ექსპერტი ბექა ჭედიას გათვლით, მარტო სოროსის ფონდმა ოთხი წლის განმავლობაში (2003–დან 206 წლამდე) ქართულ მესამე სექტორში 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი ჩადო. „National Endowment for Democracy–მ, როგორც მისი ანგარიშებიდანვე არის ცნობილი, 2013 წელს 1.2. მლნ  აშშ დოლარის გრანტები გაანაწილა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამ ათეულ პროექტებს შორის. მათი მუშაობის ძირითად მიმართულებებად იქცა სამოქალაქო განათლების, მედიის ხელშეწყობის, მათ შორის – ჟურნალისტური გამოძიებების პროგრამები, არჩევნების მონიტორინგი, სამოქალაქო კონტროლი აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაზე დასხვ.

 ამერიკავკასიის სხვა ქვეყნების, კერძოდ – სომხეთის, ენ–ჯე–ოების წარმომადგენლები, მიუთითებენ იმაზე, რომ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიზაციისა და განმტკიცების პროგრამებისათვის ამერიკული და ევროპული გრანტების ძირითადი ნაკადი საქართველოში იქნა მომართული. ამერიკის ადმინისტრაციის ერთ–ერთი ამასწინანდელი გადაწყვეტილება, რომელიც აქტიურად განიხილებოდა თბილისში, იყო 51 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის დაპირება მოლდოვასა და საქართველოსთვის „რუსეთის მხრიდან ზეწოლის დასაძლევად“.  ნათელია, რომ ამ თანხის არცთუ მცირე ნაწილს არასამთავრობო ორგანიზაციები აითვისებენ.

დაფინანსების მთლიანი მოცულობა, რომელიც საქართველოში „მესამე სექტორს“ გადაეცემა, ზუსტად ვერც დაითვლება. შემფასებლურად, შეიძლება ვისაუბროთ წლიურად ათობით მილიონ დოლარზე. დაფინანსების წყაროები  მრავალგვარია. ესაა – პოლიტიკური ფონდების გრანტები აშშ–დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, საელჩოების საგრანტო პროგრამები, საერთაშორისო სააგენტოები (გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდებოდა გაეროს მიერ სიღარიბნესთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ხარჯზე), USAID და სხვები. რეგიონული დონორებიდან შეიძლება აღინიშნოს აზერბაიჯანი, რომელიც, ნავთობის ბუმის დასაწყისიდან ენერგიულად შეუდგა საკუთარი ჰუმანიტარული პროგრამების დაფინანსებას საზღვარგარეთ. ენ–ჯეო–ები შესაძლოა ფინანსდებოდეს ქართველი მეწარმეების მიერაც – სავარაუდოდ, რიგ შემთხვევებში ეს წარმოადგენდა ანდა წარმოადგენს საქმიანი ინტერესების პოლიტიკურად დაცვის საშუალებას.

ენ–ჯე–ო–ების ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბებში არცთუ დიდია. თუმცა, ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარტული პოლიტიკური კლასის შემოსავლისა და დასაქმების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხანგრძლივვადიან ჭრილში სწორედ ეს ჯგუფები უწყობენ ხელს ქართულ პოლიტიკაში იმ იდეებისა და მიდგომების დომინირებასა და კონსერვაციას, რომლებიც ჯერ კიდევ გასული ასწლეულის შუა ხანებში ჩამოყალიბდა და ბლოკავს რუსეთთან ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას.

 საკადრო რეზერვი

რიგი ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებმაც მაღალი თანამდებობები დაიკავეს როგორც სააკაშვილის მმართველობისას, ასევე ხელისუფლების სათვეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თავის კარიერას არასამთავრობო ორგანიზაციებში იწყებდნენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ცნობილია „თავისუფლების ინსტიტუტი“. ინსტიტუტის თანამშრომლები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი, ამჟამად პარლამენტის წევრი ფრაქციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გივი თარგამაძე (რუსეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ პოლიტტექნოლოგად ცნობილი, მეტსახელად ვასილიჩი), ყოფილი სახალხო დამცველი – საქართველოს ომბუდსმენი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექსმინისტრი, ამჟამად კი ლტოლვილთა საქმეების მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უმცირესობებისა და ინტეგრაციის საკითხებში, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ექს–მოადგილე, „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს (ბორდის) ექს–თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი და სხვ.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ხანაში „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორი ლევან რამიშვილი საქართველოს „მესამე სექტორის“ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნეოდა. „თავისუფლების ინსტიტუტი“ ხაზს უსვამდა თავის როლს „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზებაში, კერძოდ კი, ახალგაზრული ორგანიზაცია „კმარა“–ს აქტივისტთა მომზადებასა და კონსულტაციაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქუჩის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში. ის ასევე აღნიშნავდა თავისი ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების როლს 2004 წელს უკრაინაში და 2005 წელს ყირგიზეთში „რევოლუციების“ ორგანიზებაში.

 საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ მოჰყოლია პოლიტიკური სცენიდან „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელთა მთლიანად წასვლა. ბევრმა მათგანმა უწინდელი პოსტები შეინარჩუნა, ანდა ახალი მიიღო. ზოგიერთები სააკაშვილის ოპოზიციაში გადავიდნენ მის დამარცხებამდე დიდი ხნით ადრე და ახლა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიან.  ასე, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წევრმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ (საპარლამეტო უმრავლესობა, სადაც საქართველოს „რესპუბლიკური პარტიაც შევიდა), რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ, საქართველოს ექსმმართველი პარტია, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული) ჯერ კიდევ 2005 წელს დატოვა, თუმცა, ამასთან, არსობრივად, იზიარებს ენმ–ის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს. მაგალითდ, გასული წლის დეკემბერში დავით ზურაბიშვილმა „სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა ყოფილ და მოქმედ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, არ გამგზავრებულიყვნენ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად და ალექსანდრე გრიგოლაშვილის (უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისის) დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს დააკისრა.

 არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გია ნოდია განათლების მინისტრი გახდა პრეზიდენტი სააკაშვილის დროს. მოგვიანებით იგი სათვეში ჩაუდგა „ილიაუნის“ (ილია ჭავჭავაძის სახელობის, ყოფილი ა. ს. პუშკინის სახელობის ყოფილ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც სახელი გადაერქვა ხელისუფლებაშ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ და დღემდე დაკომპლექტებულია ენმ–ის მომხრეებით) უნივერსიტეტთან არსებულ კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლას, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტთან“ დაახლოებულად მიიჩნევა.

კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლა ცნობილი იყო თავისი პროპაგანდისტული ზეწოლის მცდელობებით რუსეთზე ჩრდილოეთ კავკასიაში. თუმცა, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, მან თავისი საქმიანობა შეწყვიტა.

 საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ პირველ პლანზე წამოაყენა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ქვეყანას „მიაწოდა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე), მისი მეუღლე – ექსპარლამენტარი, საქართველოს მოქმედი თავდაცვის მინისტრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი თინათინ ხიდაშელი. 2015 წლის თებერვალში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად მოსამართლე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც უწინ, ისევე, როგორც ხიდაშელი, სათავეში ედგა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო. 2015 წლის იანვარში საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.

 მოქმედ პოლიტიკურ ელიტაში გაცილებით ნაკლებია ე. წ. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წვლილი, სოსო ცისკარიშვილით სათავეში. საქართველოს პარლამენტში, კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შევიდა ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი (საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, რომელმაც ამ პოსტზე ზემოხსენებული გივი თარგამაძი – „ვასილიჩი“ შეცვალა. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისა და იმავე დასახელების პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრემიერ–მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი მრჩეველი გახდა სხვა ექსპერტი – გია ხუხაშვილი, ასევე – „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წევრი. საგულისხმოა, რომ უწინ გია ხუხაშვილი ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილის მრჩეველი იყო, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი ქართველი მეწარმის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გამოწვევა ესროლა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, წარუმატებლად და მისთვის სასიკვდილო დასასრულით... თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს“ არ ჰქონდა აპარატი და არ ახორციელებდა მუდმივ პროგრამებს, წარმოადგენდა რა, დასახელების შესაბამისად, ე. წ. ექსპერტების – პოლიტოლოგების, სოციოლოგებისა და ეკონომისტების მხოლოდ არაფორმალურ სადისკუსიო ბაქანს.

 საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, გარკვეულწილად, შეიძლება არასამთავრობო სექტორიდან მოსულად მივიჩნიოთ: პლიტიკაში, შს მინისტრის რანგში მოსვლამდე, იგი შვიდი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“–ს გენერალური დირექტორი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლების „დასაქმებაში“. მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე სერგი კაპანაძემ, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS (Georgian Reforms Association). ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური წარსულში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. უკვე ნახსენები თამარ კინწურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდში“ მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში მონაწილეობა მათ საშუალებას აძლევს, პოლიტიკური საქმიანობა განაგრძონ მთავრობასა ან პარლამენტში პოსტების დაკავების გარეშე.

  უფრო მეტად გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ძლიერი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ტრადიციულად ყურადღებას აქცევენ პოლიტიკური კადრების მომზადებას, თავის საქმიანობაში რთავენ აქტივისტებს რეგიონებიდან, აძლევენ მათ კარიერული ზრდის საშუალებას, აყალიბებენ რა პოლიტიკურ სკოლებს ანდა სახელმწიფო მმართველობის სკოლებს.

 პოლიტიკური ელიტა აუთსორსინგზე

ბოლო თვეების განმავლობაში უმსხვილესმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე დიდი საზოგადოებრივი კამპანია გამართეს, რითიც, მთავრობისგან ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას მიაღწიეს. ერთ–ერთი ასეთი კამპანია მიმართული იყო მოსასმენი აპარატურის კონტროლის შესახებ სამთავრობო კანონპროექტის წინააღმდეგ. ასეთი აპარატურა საქართველოში სააკაშვილის დროს დაიდგა, თუმცა არც ახალ ხელისუფლებას უთქვამს უარი მის გამოყენებაზე. კანონპროექტის გარშემო გაჩაღებული კონფლიქტის არსი მდგომარეობდა იმაში – „მოსმენებზე“ კონტროლი დარჩებოდა შს სამინსიტროს ხელში, თუ გადაეცემოდა მობილურ ოპერატორებს, როგორც ამას ვარაუდობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავრობის მეთაური არ არიან იმით დაინტერესებული, რომ ვინმესთან გაიყონ მოსასმენი აპარატურით სარგებლობის უფლება, რომელიც ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევა. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები, რომლებიც ამჟამად ზოგიერთ „საპროტესტო უფლებადამცველ“ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ, ხელისუფლების სათავეში ყოფნისას, მისი გამოყენების წინააღმდეგი არ იყვნენ.

სხვა მაგალითი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ქართულმა განყოფილებამ ჩაატარა იმ ტენდერების გამოძიება, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებდა. ორგანიზაციამ დაასკვნა,  რომ სულ მცირე, ტენდერების ერთი მესამედი უალტერნატივო იყო, მათში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია, ხოლო ზოგიერთი გამარჯვებული კომპანია დაკავშირებული იყო მოქმედ ჩინოვნიკებთან ან პარლამენტის დეპუტატებთან.

 წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა მოიცავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხარდაჭერას, სახელმწიფო მმართველობისა დ აარჩევნების მონიტორინგს, საგანმანათლებლო პროგრამებს, სახალხო დიპლომატიის პროგრამებს, რეფორმების პროექტების შემუშავებასა და თავად რეფორმების საექსპერტო თანხლებას – არსობრივად პოლიტიკური ცხოვრების ყველა მხარეს. არ გავაზვიადებ, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში სწორედ „მესამე სექტორი“ წარმოადგენს ქართულ საჯარო–პოლიტიკურ სივრცეს: არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილების ექსპერტიზის ჩატარების შესახებ წერენ ჟურნალისტები, რომლებმაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს.; ამ პუბლიკაციების კომენტარს აკეთებენ ექსპერტები, რომლებიც კიდევ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ; მედიის ყურადღება „მესამე სექტორის“ წარმომადგენელი მსხვილი ფიგურების მიმართ, თავისი მასშტაბებით, არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს მთავრობის ბევრი მინისტრის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას.

სწორედ ენ–ჯე–ო–ები, თავისი ფართო კომპეტენციებით სახელმწიფო პოლიტიკის ექსპერტიზის დარგში, გამოდიან საერთაშორისო შეფასებების მნიშვნელოვან ინსტანციად.

მათგან ინფორმაციას იღებენ უცხოუეთის საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები, სადაც მოცემულია ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის შეფასება და რეკომენდაციები ამ პოლიტიკის კორექტირებაზე, დიდწილად, ეფუძნება უფრო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მასალებს, რომლებიც უცხოელი დიპლომატების მიერ შეფასდება, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წყარო.

გავლენიან „მესამე სექტორს“ შეუძლია წარმოჩინდეს და წარმოჩინდება კიდეც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის პირობებში მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ ფაქტორად. მიხეილ სააკაშვილმა დიდი ძალისხმევა მიმართა იქით, რომ მასთან დაახლოებული ადამიანების კონტროლქვეშ მოექცია უფრო მეტად გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და, შესაბამისად, ფინანსური ნაკადებიც, რომლებიც მათ მხარდასაჭერად უცხოეთიდან შემოედინება. თუმცა, არასამთავრობო სექტორის მთლიანად თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა მაინც ვერ შეძლო. ქართულ პოლიტიკაში დარჩნენ ჯგუფები, რომლებიც, ლოიალურები იყვნენ რა დასავლეთის მიმართ და დასავლური წყაროებიდან დაფინანსებასაც იღებენ, ამავდროულად, სააკაშვილის ოპოზიციაში იმყოფებოდნენ. ამ ჯგუფებმა, მაგალითად,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და მასთან დაახლოებულმა „რეპუბლიკური პარტიამ“ – ჯამში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მენეჯერთა ბირთვი შეადგინეს და ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოშორებასაც მიაღწიეს. საქართველოში 2012 წლის შემოდგომით ხელისუფლების ცვლილებაზე აშშ–ისა და ევროკავშირის მშვიდი რეაქცია შეიძლება აიხსნას იმით, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ორივე მხარეს იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ლოალური იყვნენ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიმართ და მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას.

 დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთმა ამ ქვეყანაში შექმნა ისეთი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ორიენტირებული იქნება მასზე, მიუხედავად პარტიებისა და სახეების ცვლილებისა ხელსიუფლების სათავეში. არასამთავრობო ორგანიზაციები – საკვანძო ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს ამ ელიტას.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების „პოსტკომუნისტურმა გზამ“ ერთობ თავისებური შედეგი გამოიღო: „მესამე სექტორი“ საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, რათა უშუალო ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ კურსსა და პოლიტიკურ დანიშვნებზე, თუმცა, ამასთან, პასუხისმგებლობა არ ეკისრება თავისი საქმიანობის გამო ამომრჩევლების (და საერთოდ, არავის წინაშე, გარდა თავისი გრანტისმიმცემისა) წინაშე. სამაგალითოა, რომ „რესპუბიურ პარტიას“ – პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მჭიდრო კავშირის ნიმუშს – არასოდეს გაუმარჯვია არჩევნებში კოალიციის გარეშე; მისი პოპულარობა მცირეა და სრულებით არ მიესადაგება იმ გავლენას ქართულ პოლიტიკაში, რომლითაც ის სარგებლობს.

 ენ–ჯე–ოები აშშ–სა და ევროკავშირის მხრიდან ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად ერთ–ერთ შუამავალს წარმოადგენენ. ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება, ორგანიზაციის შიგნით თანამდებობებზე დანიშვნების კონტროლი, რომლის განხორციელებაც გრანტის მიმცემს შეუძლია, ამა თუ იმ პროექტის მხარდაჭერა – ეს ყველაფერი შესაძლოა წარმოადგენდეს გარე მმართველობის მექანიზმს, უფრო მოქნილს, ვიდრე ისინია, რომლებიც კავშირის ფორმალურ დიპლომატიურ არხებს განაგებენ.

ქართული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, არსობრივად, „აუთსორსინგზეა“: მათი პირად კეთილდღეობა და კარიერული პერსპექტივები ნაკლებად უკავშირდება მათი ქვეყნის მომავალს და მეტად – საერთაშორისო დონორებთან მათ ურთიერთობებს. საბოლოო ჯამში, ეს არანორმალური სიტუაცია უბიძგებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელმწიფოებს, ამა თუ იმ ზომით, შეზღუდონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.

ერთობ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს აზერბაიჯანში, სადაც, ნავთობდოლარების ნაკადი, ქვეყნის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, შეზღუდოს ენ–ჯე––ო–ების დაფინანსება უცხოეთიდან. არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებაზე კონტროლის დაწესებას სააკაშვილიც დილობდა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია. 2015 წლის დასაწყისში ამ საკითხს მიუბრუნდა „ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ერთ–ერთ თავის ტელეინტერვიუში ივანიშვილმა, სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც „მთავრობაზე მეტია“ და რომლებთანაც „ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს“. ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის დასახელდნენ: ენ–ჯე–ო „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის“ (თავმჯდომარე – ნინო ლომჯარია), ენ–ჯე–ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც მანამდე მცირე ხნით ადრე, როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნა.

 ბიძინა ივანიშვილის ზემოაღნიშნულმა განცხადებამ ქართული ენ–ჯე–ო–ების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია: 46 ორგანიზაციამ ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლასა და დემოკრატიული ღირებულებების შელახვაში ადანაშაულებდნენ. ივანიშვილის განცხადებას არ მოჰყოლია არავითარი პრაქტიკული ნაბიჯები, არ გამოქვეყნებულა მის მიერ დაანონსებული მოხსენებაც საქართველოში უმსხვილესი ენ–ჯე–ო–ების საქმიანობის შესახებ! თუმცა კონფლიქტს ამოწურულად ვერ ჩავთვლით: საქართველოს ნებისმიერ მთავრობა, ერთი მხრივ, იძულებული იქნება დაეყრდნოს უფრო ფართო წრეებს, ვიდრე „მესამე სექტორია“, მეორე მხრივ კი – არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს გავლენას განიხილავს როგორც მისი ხელისუფლების მიმართ გამოწვევას.   

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გამოსულთა სიუხვე ქართულ პოლიტიკურ ელიტაში კვალს ასვამს ქართული პოლიტიკის მთელ სტილს. ამ თვალსაზრისით, გასულ ათწლეულში არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვის ბობოქარი ზრდის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ფენამ მაინც ვერ მოახდინა თავისი უნარის დემონსტრირება, ეფექტიანად ემართა ქვეყანა. თანამედროვე მეტ–ნაკლებად გავლენიან არსამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ თვალყრუ ადევნონ არჩევნების სამართლიანობასა და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობას, თუმცა უნარი როდი შესწევთ, დასახონ და გადაჭრან განვითარების ამოცანები.  ქართული დიპლომატიის დამახასიათებელი სტილი, რომელიც ორიენტირებულია არა იმდენად მოლაპარაკებებზე, რამდენადაც ფორმალურ შედეგებზე, მაგალითად, იმ ქვეყნების რიცხვზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციების პროექტებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, – წარმოადგენს პოლიტიკაში „არასამთავრობო“ მიდგომის ერთ–ერთ ტიპურ გამოვლენას, როცა მუშაობის ეფექტიანობა ფასდება მისი საჯარო რეზონანსის მიხედვით. თუ 10–15 წლის წინათ არსებობდა ილუზია, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ენ–ჯე–ო–ებში აღზრდილი ახალი ელიტა ხელისუფლებაში მოსვლისას გაატარებს რეფორმებს და საქართველოს ააყვავებს, დღეს ეს ილუზია თითქმის მთლიანად გაიფანტა. საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ „ქართულ „მესამე სექტორს“, მიუხედავად მთელი მისი პოლიტიკური გავლენისა, ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრის უნარი არ შესწევს.