საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელთან, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან საუბრის დროს აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოგვარებისთვის საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოების ერთობლივ ჯგუფში წალკის მიტროპოლიტის გრიგოლ კაციას კანდიდატურა შესთავაზა.
ეპისკოპოს გრიგოლ კაციას განცხადებით, რუსული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონში ქართულ იურისდიქციას აღიარებს: „აფხაზეთი არის ღია ჭრილობა და ყველას სტკივა ან ხორციელი, ან სულიერი გული, სჭირდება ექიმი. მე ვარ კარდიოლოგი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შევუდგებით ამ საქმეს. ვფიქრობ, კარგი იქნება, ჩავიდეთ, ვნახოთ მრევლი, სამღვდელოება, გავესაუბროთ. პირველი შედეგი ეს იქნება“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.