როგორც იუწყებოდა „საქინფორმი“, საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა ნდობის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს. პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ გამოეხმაურა და მის განცხადებას ცინიკური უწოდა.
-აბსოლუტურად ცინიკურად გამოიყურება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მცდელობა შექმნას ილუზია ვითომდა იცავს აფხაზი ხალხის ენას, კულტურას და ტრადიციებს, მაშინ როცა საქართველომ შეიარაღებული აგრესია დაატეხა თავს აფხაზეთს და შეეცადა სრულად გაენადგურებინა ჩვენი ერი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვაფასებთ მორიგ პოპულისტურ ქმედებად, სამწუხაროდ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საქართველო აგრძელებს აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ“- წერია განცხადებაში.