პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა ნდობის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებსპროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.