ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა!
აქტუალური
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა!

    საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. 11 სექტემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა საქინფორმმა გამოაქვეყნა მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ საქართველოში ნატოს თითო წვრთნას ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი ეწირება!“, ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიჭრა. გთავაზობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას:
„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო
დაწესებულებიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ“.