რას ვხედავთ ამ ფოტოზე? საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ზუგდიდის ერთ-ერთ მიწისქვეშა სამალავში ჩადის, რათა მორიგი მსხვერპლი ანალიდან გააუპატიუროს?! თუ ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა გვირაბის გათხრა დაიწყო ოდესიდან სოლოლაკამდე, როგორც სამეგრელოში მიტინგზე სანდრა დაგვპირდა?
არც ერთი და არც მეორე, ეს ახალი ფოტოა, რომელზეც სააკაშვილი გასულ კვირას პოზირებს. თუმცა, მოდით, ყველაფერზე თანმიმდევრობით ვილაპარაკოთ.
2012 წლის ოქტომბერში საქართველოში „ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი დაეცა - მან საპარლამენტო არჩევნები წააგო, მაგრამ სააკაშვილი კიდევ ერთ წელიწადს დარჩა პრეზიდენტად - 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. იცოდნენ რა, რომ მათი დღეები დათვლილია, სააკაშვილის ზონდერძალოვნებმა დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის მახლობელ ტყეში, მიწისქვეშა სამალავებში, რომლებსაც მთელი ეს წლები იყენებდნენ ადამიანთა მხეცურად წამებისთვის, მათ შორის - მამაკაცების გასაუპატიურებლად შსს-ს შტატიანი მამათმავლების მიერ (იხ. ვიდეო), პლასტმასის კასრები გადამალეს დიდი რაოდენობით იარაღით, ხელყუმბარებითა და ვიდეოკასეტებით (იხ. ფოტო №№1,2).
ვიდეოკასეტებზე სწორედ ზემოთ ნახსენები წამება იყო ჩაწერილი, მათ შორის - პოლიციის უბნებში და ციხეებში, რასაც სააკაშვილის ბრძანებით იწერდნენ და ინახავდნენ ორი მიზეზით:
პირველი - როგორც კომპრომატს, რომელიც გამოქვეყნდებოდა, თუკი გაუპატიურებული უცებ უარს იტყოდა "გულწრფელ აღიარებაზე" ან პოლიციასა და პროკურატურასთან თანამშრომლობაზე, მაგალითად, ცრუ მოწმეობაზე;
მეორე - როგორც სააკაშვილის ახლო გარემოცვიდან ბევრი გვიმოწმებს, ღამღამობით ამგვარი ვიდეოების ყურებით საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ცდილობდა, ნარკოტიკების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული იმპოტენციის გამო შესუსტებულ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა.
ამასთან, მე არაერთხელ მივაქცევინე ყურადღება მკითხველებს, რომ ფსიქიკურად მძიმედ დაავადებული სააკაშვილი გულგრილი არ გახლდათ ლგბტ-ს წარმომადგენლების და ტრანსსექსუალებთან სექსის მიმართ. ერთი ასეთი ფაქტი - სექსი ნიუ-იორკში ახალგაზრდა ტრანსსექსუალთან, როგორც ამბობენ, მისი უფროსი ვაჟის თანაკლასელთან - ფართოდ გახმაურდა (იხ. ვიდეო).
გარდა ამისა, 2017 წლის 10 აპრილს, ჩემს პუბლიკაციაში "ქართულის გაკვეთილები" დაწვრილებით არის აღწერილი - რით აიხსნება სააკაშვილის სიმპათიები უკრაინელი ნეოფაშისტების - ბანდერელების მიმართ, რატომ გაიქცა იგი სწორედ უკრაინაში და რა მოჰყვა უკრაინაში დაუსწავლელ ქართულის გაკვეთილებს.
2016 წლის ოქტომბერში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დასავლეთ საქართველოში ვერ დაბრუნდა, რადგან მისმა არაადეკვატურმა მეუღლემ სანდრა - მფატრავმა, რომელიც „ნაცმოძრაობამ” ზუგდიდის მაჟორიტარად წარადგინა, საპარლამენტო არჩევნები წააგო. ამიტომ სააკაშვილმა დღეს ფსონი დადო დასავლეთ უკრაინაზე - ბანდერელების ბუდეზე - და ახალი თოქშოუს წამყვანი გახდა ტელეარხ ZIK-ზე, რომელიც ლვოვის მერს ანდრეი სადოვოის ეკუთვნის.
2017 წლის 17 აპრილს ახალგამომცხვარი ტელეწამყვანი დასავლეთ უკრაინაში, როვნოს ოლქის სოფელ გურბიში УПА-ს მიწისქვეშა სამალავში ჩავიდა, რის შესახებ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა (იხ. ფოტო №3).
"აღდგომის მეორე დღეს მოვინახულეთ „музей-схрон УПА на урочище Гурбы в Ровненской области, - წერს ვაი-ქართველი და ვუი-უკრაინელი სააკაშვილი, - მსოფლიოში ცოტა ხალხს თუ აქვს ასეთი გმირული ისტორია. მიამბეს, რომ УПА-ს მებრძოლებს შორის ბევრი ქართველი იყო".
ყურადღება!!! როგორც ცნობილია УПА - „უკრაინის მეამბოხეთა არმია“ - დიდი სამამულო ომის დროს ჰიტლერული გერმანიის მხარეს მოქმედი „უკრაინელი ნაციონალისტების (ბანდერელების) ორგანიზაციის“ ОУН(б)-ს შეიარაღებული ფრთაა. ამგვარად, იმ განცხადებით, რომ მათ შორის ბევრი ქართველი იყო, სააკაშვილი საქვეყნოდ აცხადებს ქართველებს ფაშისტებად!
(УПА და ОУН(б) ისლამურ სახელმწიფოსთან, УНА-УНСО-სთან, მემარჯვენე სექტორთან, ყირიმელი თათრების მეჯლისთან, სტეპან ბანდერას სახელობის”ტრიზუბთან” ერთად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციები).
სინამდვილეში УПА - ОУН(б)-ში არავითარი ქართველები არ ყოფილან, არამედ იყო საქართველოს 700 ათასი შვილი - დიდი სამამულო ომის გმირები! რაც შეეხება ვერმახტის ქართულ ლეგიონს წულუკიძე-ზალდასტანის მეთაურობით, მასში ქართველები უფრო ნაკლებიც კი იყო, ვიდრე დონბასში სააკაშვილის შექმნილ ქართულ ლეგიონში, და ბოლოს ისინიც კი აჯანყდნენ კუნძულ ტექსელზე 1945 წელს.
სად არის იმის მტკიცებულება, რომ „Невiдомий повстанец. Загинув в бою за волю Ураiны», რომლის ნეშტის სამარხთან აფერისტმა სააკაშვილმა მუხლი მოიყარა (იხ. ფოტო №4), ქართველი იყო?!
სამაგიეროდ, სააკაშვილი თავისი ანტიქართული ქმედებებით ამართლებს საქართველოში 2014 წლის დამლევს (ახალი ხელისუფლების დროს, როცა უკვე 2 წელზე მეტი, სააკაშვილის რეჟიმის ხსენებაც აღარ იყო!) „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ შექმნას!
„მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ - გამყიდველი პროვოკატორების, იაფფასიანი აფერისტებისა და სპეკულანტების თავყრილობაა, რომლებიც ქართველებს, სააკაშვილის მსგავსად, ფაშისტებს უწოდებენ და მოუწოდებს, ამოგვკვეთონ “ქირურგიული წესით, როგორც სიმსივნე”! ამით საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს, ასევე სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს „წინააღმდეგობის მოძრაობაში“ გაერთიანებისაკენ უბიძგებენ ქართველების წინააღმდეგ! (იხ. ვიდეო - გამოსვლა ერევანში 2014 წლის 12 დეკემბერს).
სააკაშვილსა და ამ “დავერბოვკებულ” ნაძირალებს ხომ ერთი დავალება აქვთ - იმ სახელმწიფოს დანგრევა, სადაც შეგზავნილი არიან! 2008 წლის აგვისტოში ასე დაანგრია სააკაშვილმა საქართველო, როცა მავთულხლართებით ჩამოაშორა მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ახლა კი, 2017 წლის აპრილში, აპირებს, უკრაინას დონბასი ჩამოაშოროს იქ უზარმაზარი მიუდგომელი კედლით აშენებით. „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ კი საქართველოსაგან სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ჩამოშორებასაც უწყობს ხელს იქ კომპაქტურად მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებში ქართველი „ფაშისტების“ მიმართ სიძულვილის გაღვივებით!
აი, რატომ უწოდებს სააკაშვილი ქართველებს ფაშისტებს - მორიგი კონფლიქტი ეროვნულ ნიადაგზე საბოლოოდ დაღუპავს საქართველოს, მაგრამ ეს მისი აქ დაბრუნების ერთადერთი შანსია.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 24 აპრილი
საქართველო, თბილისი