რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართულის გაკვეთილები

   „კიევის რეჟიმთან სახიფათო კეკლუცობით საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ექსპრემიერ ივანიშვილის მთავარი მიღწევა გააუქმა - რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების დაწყებული პროცესი ჩაშალა“

„რუსულის გაკვეთილები“ - ფილმია 08.08.08. ომის შესახებ უშუალოდ სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან, რომელიც გადაიღო რუსმა კინორეჟისორმა ნეკრასოვმა, მაგრამ ქართული პოზიციებიდან, რისთვისაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის „2009 წლის ადამიანად“ გამოაცხადა.

კინოლენტი ცრუ გამოვიდა, ისევე, როგორც სააკაშვილის მიერ ამერიკელი რეჟისორის რენი ჰარლინისათვის შეკვეთილი ფილმი „აგვისტოს 5 დღე“ და ლაბორანტ ლარისა ბურაკოვას სააგიტაციო ბროშურა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“.

მაგრამ კრემლისა და პუტინის მთავარი მამხილებელი - რუსი კინორეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი წესიერი ადამიანი აღმოჩნდა - ვერ გეტყვით, თვალი საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აეხილა თუ ბაუდერთან ურთიერთობის წყალობით, „მაგნიცკის აქტზე“ მუშაობისას, ან იქნებ მასში გვარ „ნეკრასოვში“ ჩადებულმა კოდმა გაიღვიძა... ფაქტი ის არის, რომ რეჟისორის მიერ ღირებულებების გადაფასებაში არცთუ უკანასკნელი როლი შეასრულა მის მიერ კარგად დასწავლილმა „ქართულის გაკვეთილებმა“ - შეძრწუნებულმა ნეკრასოვმა დაინახა, რომ მისი გუშინდელი გმირი სააკაშვილი ამაზრზენი ურჩხული აღმოჩნდა, რომელსაც სძულს ქართველი ხალხი და რომელმაც დაღუპა საქართველო. ნიჭიერი რეჟისორი დღეს მსოფლიოს სიმართლეს ეუბნება დასავლეთისა და იქიდან მართული რუსული ოპოზიციის შესახებ (ნეკრასოვს ვციტირებ): „პუტინის რეჟიმისადმი რომლის სიძულვილის უკან რუსი ხალხის მიმართ სიძულვილი დგას“.

მაგრამ „ქართულის გაკვეთილები“, რომლებიც ნეკრასოვმა დაისწავლა, თბილისსა და კიევში არ ისწავლეს. ამას მოწმობს პირდაპირი კავშირი (ვციტირებ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას) „ქართულ-უკრაინული ურთიერთობის მზარდ დინამიკასა“ (ციტატის დასასრული) და ნავალნის მიერ რუსეთში აგორებულ საპროტესტო მიტინგების ტალღას შორის, რომელთა უკან უეჭველად დასავლეთის მარიონეტები დგანან - პოროშენკო და პირველი “ბოლოტნაიას” ორგანიზატორი სააკაშვილი. „ფერადი რევოლუცია“ რუსეთში (როგორც მანამდე საქართველოსა და უკრაინაში) - დასავლეთის უკანასკნელი იმედია, პოროშენკოს უკანასკნელი იმედია ხელისუფლებაში დასარჩენად, სააკაშვილის უკანასკნელი იმედია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება - უკრაინის პრემიერად ან პრეზიდენტად საქართველოში, ოღონდ კი დასავლეთს საკუთარი ქმედუნარიანობა დაუმტკიცოს და მორიგი გრანტი მიიღოს!

იმედი კი, როგორც ცნობილია, უკანასკნელი კვდება...

 

ატო და ნატო

 

რა მოიმოქმედა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსასვლელად?

საქართველოში 2003 წელს „ფერადი რევოლუცია“ მოაწყო - სახელმწიფო გადატრიალება „ვარდების რევოლუციის“ სახელწოდებით. შემდეგ სააკაშვილი და მისი გუნდი დასავლეთმა უკრაინაში მიავლინა იქ ასეთივე „ნარინჯისფერი რევოლუციის“ – „მაიდნად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მისი შვილის ნათლია - ვიქტორ იუშჩენკო მოვიდა.

რა მოიმოქმედა პოროშენკომ ხელისუფლებაში მოსასვლელად?

2014 წელს უკრაინაში, სააკაშვილთან ერთად, მორიგი „ფერადი რევოლუცია“ – “ევრომაიდანი” ან „მაიდანი-2“ მოაწყო.

რა მოიმოქმედა სააკაშვილმა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა?

2008 წლის აგვისტოში თავს დაესხა საქართველოს ოსი ეროვნების მოქალაქეებს სამაჩაბლოში და  „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარების საბაბით წინასწარვე განწირული ომი წამოიწყო რუსეთთან.

რა მოიმოქმედა პოროშენკომ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა?

2014 წლის აპრილში თავს დაესხა უკრაინის რუსი, უკრაინელი და სხვა ეროვნების მოქალაქეებს დონბასში და „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარების საბაბით „ატო“ მოაწყო - აპრიორი დამარცხებისათვის განწირული ომი წამოიწყო რუსეთთან.

ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როცა 08.08.08 ომს იწყებდა? ნატო ხომ უშუალოდ არ ერევა მის სამხედრო ავანტიურებში, რის თაობაზეც ომამდე ერთი თვით ადრე სააკაშვილი  მკაცრად გააფრთხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც საგანგებოდ ამისთვის ჩამოფრინდა თბილისში 2008 წლის 9 ივლისს?

სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის იმედი ჰქონდა, რომელმაც გაწვრთნა ქართველი სამხედროები, საქართველოში გამოგზავნა უკრაინელი ინსტრუქტორები და დაქირავებული მებრძოლები იარაღთან ერთად, მათ შორის - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „ბუკი“ და „ოსა“, რომლებითაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს, კერძოდ, ბომბდამშენი Ту-22 М3.

სააკაშვილს უკრაინის იმედი რომ არ ჰქონოდა, მთელი მისი არაადეკვატურობის და სიმხდალის მიუხედავად, ასეთი იდიოტური სამხედრო ავანტიურის წამოწყებას ვერ გაბედავდა და დღეს საქართველო კვლავინდებურად ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო იქნებოდა.

ვისი იმედი ჰქონდა პოროშენკოს, როდესაც ატო-ს იწყებდა? ნატო ხომ მის სამხედრო ავანტიურებში უშუალოდ არ ერევა და მხოლოდ დოლარებით, იარაღით და ფუნთუშებით ეხმარება?

პოროშენკოს მხოლოდ საქართველოს და თავისი იმჟამინდელი ქართველი მრჩევლის - სააკაშვილის იმედი ჰქონდა, რომელმაც დონბასში საგანგებოდ ატო-სთვის “ქართული ლეგიონი” ჩამოაყალიბა.  დღეს კი საქართველოში ნატოს ფულით რეაბილიტაციას გადიან ატო-ში დაზარალებული უკრაინელი херои-ები ოჯახებთან ერთად.

 

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ანუ ერთ ბედქვეშ მყოფნი?!

მაშ რით აიხსნება ბოლო ხანებში „ქართულ-უკრაინული ურთიერთობის მზარდი დინამიკა“ - პრეზიდენტის, პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის თავკაცობით სამთავრობო დელეგაციების მიყოლებით ვიზიტები კიევში? და უკრაინელი ხელმძღვანელების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის საპასუხო ვიზიტები თბილისში შემდგომ პარტნიორობის, ურთიერთდახმარების და ნატოს წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით?

ნუთუ თბილისში მაინც ვერ დაისწავლეს „ქართულის გაკვეთილები“ და არ ესმით - რა სახიფათოა მოქმედება პრინციპით „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“?!

ნუთუ გაუგებარია, რომ აპრიორი უპერსპექტივო კეკლუცობით კიევის რეჟიმთან, რომელიც უახლოეს მომავალში კრახისთვის განწირულია, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიღწევა გააუქმა - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების დაწყებული პროცესი ჩაშალა?!

ნუთუ საქართველოს ხელისუფლებაში ოროსნები სხედან, რომლებსაც არ ესმით, რომ საქართველოს და უკრაინის ასი გაერთიანებული არმიც კი ვერ შეძლებს ერთი - რუსული არმიის დამარცხებას?!

ნუთუ საქართველოს ხელისუფლებაში ოროსნები სხედან, რომლებსაც არ ესმით, რომ დასავლეთს სურს, ისევ ჩაითრიოს მიამიტი ქართველები რუსეთთან ომში, რათა კიევის რეჟიმი მარტო არ დარჩეს?!

და საერთოდ, განა შეიძლება, დღევანდელი უკრაინა საქართველოსთან ერთ ბედქვეშ მყოფად, მის მსგავსად რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციისაგან დაზარალებულად მივიჩნიოთ?!

უკრაინა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს, როცა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს უარი უთხრა ათიათასობით ქართველი მოქალაქის მკვლელის, ძებნილად გამოცხადებული სისხლის სამართლის დამნაშავ სააკაშვილის გადმოცემაზე?!

უკრაინა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტის მრჩევლად და ოდესის გუბერნატორად დანიშნა, უკრაინის მოქალაქეობა მისცა - მაშინ, როცა ხელთ ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა მისი საქათველოში ექსტრადიციის შესახებ?!

განა შეიძლება, უკრაინა სახელმწიფოდ ჩაითვალოს, თუკი სააკაშვილისნაირები დღეს იქ ოფიციალურად დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები არიან და ბედავენ, ღიად განაცხადონ პრეტენზია პრემიერობაზე (!), რასაც მოწმობს მის მხარდასაჭერად ფეისბუქში გახსნილი ასობით გვერდი და ტელეგადაცემა “სხვა უკრაინა” ტელეარხ Zik-ზე, რომლის წამყვანი სააკაშვილია?!

განა შეიძლება, კიევის რეჟიმი უკრაინის ხელისუფლებად ჩაითვალოს, ხოლო კიევის ბანდფორმირებები - უკრაინის არმიად, თუკი ისინი საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან, მათ პოლიტიკური, ეროვნული და რელიგიური ნიშნით ხოცავენ, მათ შორის მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს? ტერორისტებს უწოდებენ მათ და „ანტიტერორისტულ ოპერაციებს“ ატარებენ მათ წინააღმდეგ? ეს როგორ გახდა დონბასის 4 მილიონ 300 ათასი მცხოვრები ერთბაშად „ტერორისტი“?!

განა შეიძლება, ადამიანებად მივიჩნიოთ მკვლელები, რომლებიც სააკაშვილის ცოლთან ერთად დახოცილი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობენ?!

რასისტები და ანტისემიტები, რომლებიც პირდაპირი დამიზნებით ბომბავნ სკოლებს და ეკლესიებს, წვავენ სინაგოგებს და ცოცხალ ადამინებს ოდესის პროფკავშირის სახლში?

ნეოფაშისტები და ვანდალები, რომლებიც ხოტბას ასხამენ ჰიტლერს და ბანდერას, ანადგურებენ დიდ სამამულო ომის დროს უკრაინის მხსნელი გმირების ძეგლებს?!

“უკრბანდერლოგების” ზემოჩამოთვლილ მხეცობათა ფაქტებით ინტერნეტი სავსეა, მაგრამ არ არის არცერთი ფაქტი, რომელიც “თავაზიანი ხალხის” («вежливые люди») მხრიდან მსგავს რამეს მოწმობს!

არის კი იმ საქართველოს პარტნიორი, რომელმაც ამ დღეებში ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაცია მიიღო, უკრაინა, სადაც არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და იდევნება მედია?!

და როგორ შეიძლება, საქართველოს პარტნიორად ჩაითვალოს კიევის ოროსნების რეჟიმი, რომლის ეები დათვლილია და რომლმაც აყვავებული უკრაინა დეფოლტამდე მიიყვან?!

 

«Ты помнишь, как всё начиналось…» („დროის მანქანა“)

გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ „ქართულის გაკვეთილები“ დაისწავლეს მოსკოვში, სადაც დღეს, ისევე, როგორც 2003 წელს საქართველოში, „კორუმპირებულ რეჟიმთან ბრძოლის“ დროშის ქვეშ მოედნებზე გამოჰყავთ მიამიტი მოსწავლეები და სტუდენტები. და არ გეგონოთ, რომ რუსეთის მასშტაბით ისინი ძალიან ცოტანი არიან - საქართველოშიც, აქაური მასშტაბით მაშინ ძალიან ცოტანი იყვნენ, მაგრამ საზიზღარი მოთამაშეების ვერაგული გათვლა რაოდენობას კი არ ემყარება, არამედ იმას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი აღმართონ ბავშვებზე! ამის შემდეგ ბრბოს აღშფოთება აგორდება, რუსეთი ხომ, საქართველოსი არ იყოს - უკრაინა და აშშ არ არის, აქ ახალგაზრდებსა და მოხუცებზე ხელის აღმართვას გამართლება არა აქვს! მერე კი, „როგორც ბანქო მოვა“...

მოსკოვმა ისწავლა „ქართულის გაკვეთილები“, რომლებიც კიევსა და თბილისში ვერა და ვერ დაისწავლეს, ამიტომ ცოტა ხანში საქართველო რუსეთისაგან სავიზო რეჟიმის გართულებას, სატრანსპორტო მიმოსვლაში და ფულად გადარიცხვებში პრობლემებს, პროდუქტებზე ემბარგოს და ეკონომიკურ სანქციებს უნდა ელოდეს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ყირიმისთვის.

რუსებმა კარგად დაისწავლეს „ქართულის გაკვეთილები“, ამიტომაც არ შემოვიდნენ თბილისში 2008 წელს და კიევში - 2014 წელს, რისი გაკეთებაც სწრაფად და იოლად შეეძლოთ. რუსეთს ახსოვს, როგორ ნაწილ-ნაწილ ქმნიდა ქართულ და უკრაინულ სახელმწიფოებს და მერე არაერთხელ გადაარჩინა ისინი უცხოელი დამპყრობლებისაგან, პასუხად კი „უმადურობას“ იღებდა...

 

ქართულის მთავარი გაკვეთილი

ქართულის დაუსწავლელი გაკვეთილები - ეს როცა ტელევიზიის საშუალებით რუსოფობიური პროპაგანდით დამუშავებული მოსახლეობის უმრავლესობა უფლებას აძლევს, ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდნენ უმცირესობის წარმომადგენლები, რომელიც მოსახლეობის ერთ მეოთხედს არ აღემატება, როგორც ეს საქართველოში და უკრაინაში მოხდა.

ნაციონალისტურ ლოზუნგებს და მართლაც არსებული კორუფციის მოსპობის დაპირებებს ამოფარებული უმცირესობის წარმომადგენლები, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თვითონ გახდნენ მთავარი კორუფციონერები, რომლებიც კონკურენტების გასანადგურებლად ქვეყანაში დიქტატურას ამყარებენ თავისივე შექმნილ, კანონზე მაღლა მდგომ ზონდერჯგუფებზე დაყრდნობით. ზონდერჯგუფები კომპლექტდება ძალოვანი სტრუქტურების - სპეცრაზმების, შსს-ს, სუს-ის და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებით - როგორც საქართველოში, ან როგორც უკრაინაში - УНА-УНСО-ს, ДУК ПС-ის და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბოევიკებით, რომლებმაც ლეგიტიმაცია მიიღეს შსს-ს სპეცბატალიონ „აზოვის“ და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების შემადგენლობაში.

ეროვნულ-პატრიოტული ლოზუნგებიც ბლეფია - სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 9 წელიწადს მართავდა საქართველოს, და პოროშენკოს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უკვე 3 წელია, მართავს უკრაინას, სინამდვილეში ანტიეროვნულები და ანტისახელმწიფოებრივები აღმოჩნდნენ. დიდი ფულის სანაცვლოდ მათ დაანგრიეს საქართველო და უკრაინა, რათა რუსულენოვანი მოსახლეობით კომპაკტურად დასახლებული ტერიტორიები რუსეთისთვის გადაეცათ, დანაჩენი კი დასავლეთის პროტექტორატად გადაექციათ ნატოს სახმელეთო და საზღვაო ბაზებით და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით შავ ზღვაზე.

საქართველო ვაზის ქვეყანაა, სადაც ღვინოს - ქრისტეს სისხლს ამზადებენ, უკრაინა კი - ხორბლის უკიდეგანო ხოდაბუნების ქვეყანაა, სადაც პურს - ქრისტეს სხეულს აცხობენ. ჩვენს ქვეყნებშ არ არის ტანკებისა და რაკეტების, ნატოს ცენტრებისა და ბაზების ადგილი! საქართველოს და უკრაინას უფრო საიმედოდ შეუძლია დაიცვას ქაღალდის ერთი ფურცელი   - რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულება

აი, რა გვასწავლის ქართულის მთავარი გაკვეთილი.

„საქინფორმის“  მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვლი
2017 წლის 10 აპრილი
საქართველო, თბილისი