პოლიტიკა
საქინფორმი: რესპუბლიკური პარტიის რღვევა მთავარ რესპუბლიკურ ოჯახში განხეთქილებამ გამოიწვია!

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელმაც რესპუბლიკური პარტია 3 დღის წინ დატოვა, სკანდალური განცხადება გააკეთა თავის ცოლთან, რესპუბლიკური პარტიის ლიდერსა და თავდაცვის ექსმინისტრ თინა ხიდაშელთან მიმართებაში.

 „რა თქმა უნდა, ჩვენ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, კონსულტაციები  გვაქვს, მაგრამ ასე არ არის, რომ თინამ რაღაც გადაწყვიტა და ამიტომ მე გავყევი, ან მე გადავწყვიტე და თინა გამყვა. თინამ  წუხელ მოიწერა, მეც კომპიუტერში ვნახე მისი წერილი. ვიცოდი, რომ ფიქრობდა ამ თემებზე. წერილი და გადაწყვეტილება მეც მაშინ ვნახე, როდესაც  - პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებმა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 3 დღის წინ, რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის თაობაზე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს უსუფაშვილს – აპირებს თუ არა მისი რესპუბლიკელი ცოლი – თინა ხიდაშელი მის მაგალითს მიბაძოს?

 „თინა ჩემს დატოვებას არ აპირებს და დატოვებს თუ არა რესპუბლიკურ პარტიას, ჩემთვის უცნობია...“ – ასეთი იყო დავითის ორაზროვანი პასუხი, რომელიც მოწმობს, რომ ოჯახში, სადაც მეუღლეები ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას ღამით, ინტერნეტის საშუალებით იგებენ, ყველაფერი რიგზე როდია.

 უსუფაშვილს ქვეცნობიერად წამოცდა იმის შესახებ, რაც 8 აგვისტოს ივარაუდა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა №32 „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში:

 „ამბობენ, რომ როდესაც ხიდაშელმა ვიწრო წრეში განაცხადა, ჩავარდნის შემთხვევაში შვილებთან ერთად ოდესაში ან აშშ-ში წავალო, დავით უსუფაშვილმა მასთან ერთად გამგზავრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას უმიზნებს. ხმები დადის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ რომანი გააჩაღა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარესთან ხათუნა სამნიძესთან და მისი მიტოვება არ სურს. რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაშიც კი უსუფაშვილის შემდეგ მეორე ნომერი ხიდაშელი კი არა, სწორედ სამნიძეა“, – უპასუხა მაშინ არნო ხიდირბეგიშვილმა ჟურნალისტ ირინა გოგოლაშვილის შეკითხვაზე.