2016 წლის აპრილში ჩემმა განცხადებამ, რომ "საქართველოში დღეს მხოლოდ ორი პარტიაა – ივანიშვილის პარტია და სააკაშვილის პარტია, სხვა პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს", ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეები სკეპტიკურად განაწყო. მაგრამ დღეს, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ წინასაარჩევნო მარათონის ფინიშამდე მხოლოდ "ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა“ მივლენ,
დანარჩენი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა კი მათი საიდუმლო თუ ოფიციალური სატელიტები არიან. პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვედრის შანსი მათ არ აქვთ, ამიტომ ბევრ მათგანს თავის დამშვიდება ოლიმპიური თამაშების არაოფიციალური დევიზით მოუწევს: "მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა"...
"მესამე ძალა", რომელიც "ქართული ოცნების" და „ნაცმოძრაობისგან“ საგარეო პოლიტიკური – პრორუსული ვექტორით განსხვავდება ("ქართულ ოცნებას" და „ნაცმოძრაობას“ ერთი და იგივე საგარეო პოლიტიკური ვექტორი აქვთ – ევროატლანტიკური), 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ შედგა:
– კვარაცხელიას "სოციალისტებს" და ბედუკაძე–ხაჩიშვილის "ცენტრისტებს" საარჩევნო რეგისტრაცია "ტექნიკური მიზეზებით" გაუუქმეს. სინამდვილეში ისინი მარქსიზმ–ლენინიზმის სულისკვეთებით გაკეთებულმა მეტისმეტად სწორხაზოვანმა განცხადებებმა და საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნების დაპირებამ შეიწირა. მიუხედავად ამისა, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ „კომპარტიასთან“ და "სტალინისტებთან" ერთად, რომლებსაც არანაირი შანსი არა აქვთ;
– მეჭიაურის პარტიამ, ბურჯანაძის მიერ გაცხადებული საქართველოს "უბლოკო სტატუსის" მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაციების მქონე სამი ლიდერი–დამფუძნებელი დაკარგა, მათთან ერთად კი – ელექტორატი, რომელიც ჯერ წესიერად არც კი შეუგროვებია;
– თავად ბურჯანაძის პარტიამ დეკლარირებული "უბლოკო სტატუსის" გამო თბილისის საკრებულოში თავისი ფრაქცია დაკარგა, ხოლო ჩიტიშვილისა და მამალაძის პარტიებს ამომრჩეველი უფრო ნაკლები ჰყავთ, ვიდრე ზემოთ ხსენებულთ.
სამაგიეროდ, ბურჯანაძის პარტიის "უბლოკო სტატუსმა" (ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი პარტიის რადიკალური კურსისგან განსხვავებით რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო ინტეგრაციის მიმართულებით) საშუალება მისცა მას, არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" შესაძლო პარტნიორობის შესახებ განეცხადებინა (იმ პირობით, თუ ბურჯანაძის პარტია პარლამენტში მოხვდება). ამას ემსახურებოდა ბურჯანაძის სხვა განცხადებებიც 30 აგვისტოს გადაცემა "არჩევანში" "რუსთავი–2"–ზე – რომ 08.08.08 ომამდე ის საქართველოს ნატო–ში შესვლას უჭერდა მხარს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას კი დღესაც ემხრობა, რაც პარტიის პროგრამაშია დაფიქსირებული.
"ქართული ოცნების" პარტნიორი იქნება, რა თქმა უნდა, ინაშვილი–თარხან მოურავის პარტიაც, რომელსაც 5–პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს.
გამარჯვებით კი არჩევნებზე "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. "შავი პიარი", რომელშიც მე რესპუბლიკელი უსუფაშვილი 2 კვირის წინათ გამოვიჭირე – აქაოდა, ივანიშვილი უკვე ერთი თვეა, არსად ჩანს იმიტომ, რომ თავისი პირმშო ბედის ანაბარა მიატოვაო – სიცრუეზე აგებული აღმოჩნდა: 1 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი მძლავრად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში და საკუთარ ტელეარხ GDS–ზე დაიწყო ტელეპროექტი "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონში ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს, მის მიერ შექმნილი ხელისუფლების ხელმძღვანელობით განვლილ 4 წელიწადს აჯამებს, მოსახლეობას საკუთარ პროგნოზებს უზიარებს და პოლიტიკურ ოპონენტებს აკრიტიკებს.
პირველ გადაცემაში აჭარიდან ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში 100 ადგილს მოელის, ანუ დარწმუნებულია "ქართული ოცნების" გამარჯვებაში არა უბრალო (ხმების 50% – 75 მანდატი+1), არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით (ხმების ორი მესამედი – 100 დეპუტატი).
ნაცმოძრაობას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს 6 და 7 სექტემბრიდან GDS–ზე და "იმედზე" სერიალ "HEROკრატია – 9+1"–ის ჩვენება, რომელიც რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი დიქტატურის დროინდელი შოკისმომგვრელი დოკუმენტური მასალების მიხედვით გადაიღო.
სწორი პიარ სვლა გააკეთეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა – პრემიერმა კვირიკაშვილმა და ვიცე–პრემიერმა კალაძემ, რომლებსაც თბილისში და საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს, ნაციონალებისგან განსხვავებით, ერთხელაც არ უხსენებიათ ნატო. "ქართული ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო მიტინგებისგან განსხვავებით, არც ნატო–ს დროშები გვიხილავს. სამაგიეროდ, კვირიკაშვილმა და კალაძემ აქცენტი გააკეთეს ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც მოსახლეობის ცხოვრებას გააუმჯობესებს, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ჯანდაცვაზე, დასაქმებაზე, საცხოვრებელ ფონდზე და სოფლის მეურნეობაზე, მაღალმთიანი რეგიონების და ტურიზმის განვითარებაზე – თავმობეზრებული "უალტერნატივო ევროატლანტიკური ინტეგრაციის" ნაცვლად.
რაც შეეხება თავად კანდიდატურებს, მათ შორის რამდენიმე საკმაოდ საკამათოა, ისევე, როგორც გადაწყვეტილება, რომ მთაწმინდის ოლქში კანდიდატი არ დაეყენებინათ და "დამოუკიდებელი კანდიდატის" სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირათ მხარი. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილის დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სამინისტროს ხელმძღვანელობაში დაბრუნება სურთ, მაგრამ ჯერ ხომ არჩევნების მოგებაა საჭირო დედაქალაქის ყველაზე ცენტრალურ რაიონში, სადაც ნაციონალებს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და კარგად აპრობირებული სააგიტაციო–გადასაბირებელი ქსელი აქვთ?! წინასაარჩევნო შეხვედრებზე კი ამომრჩევლებს სურთ, კანდიდატებისგან მოისმინონ არა პოლიტინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ დაპირება, რომ სააკაშვილის მიერ ფეხქვეშ გათელილი სამართლიანობა, ბოლოს და ბოლოს, აღდგება, რომ მათთვის საჭირბოროტო პრობლემები – საკანალიზაციო და საკოლექტორე მილების გამოცვლა, პენსიების მომატება, წამლების გაიაფება, დასაქმება, იპოთეკურ სესხებზე შეღავათების მიღება და ა.შ. – მოგვარდება...
საქართველოში არავის გაუანალიზებია – რატომ სურს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან მეგობრობის აღდგენა, მაგრამ ირჩევს "ქართულ ოცნებას", რომელიც, „ნაცმოძრაობის“ მსგავსად, ევროატლანტიკურ კურსს ადგას და არა, ვთქვათ, ბურჯანაძის პარტიას? იმიტომ, რომ "უბლოკო სტატუსი" ხალხისთვის მიუღებელია: ქართველებს დაცულობა და აყვავება სწადიათ და უმრავლესობას ეს წარმოუდგენია არა ნეიტრალიტეტის მეშვეობით, რომელიც მათ საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს ახსენებს, არამედ რუსეთთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის გზით. და უმრავლესობა იძულებით მისცემს ხმას "ქართულ ოცნებას", იმიტომ რომ, როგორც ივანიშვილმა ზემოხსენებულ გადაცემაში აღნიშნა, დღეს "ქართული ოცნება", სამწუხაროდ, ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომელსაც სახელმწიფოებრივი საქმის კეთება ძალუძს.
დანარჩენები კი, ანუ უმცირესობა, პირიქით – ხსნას ნატო–სთან მჭიდრო ინტეგრაციაში და აშშ–სთან პარტნიორობაში ხედავენ. ეს არის, ძირითადად, სააკაშვილის ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების კონტინგენტი, რომლებმაც მაღალანაზღაურებადი თანამდებობები დაკარგეს; ნაცმოძრაობის ლიდერშიპი და საქართველოში დასავლეთის გავლენის აგენტების უზარმაზარი არმია, ე.წ. "მეხუთე კოლონა" – პროპაგანდისტები მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც დასავლური ფონდებისა და ინსტიტუტების მსხვილ–მსხვილ გრანტებზე უზრუნველად ცხოვრებას მიეჩვივნენ.
ბუნებრივია, მათ რევანშის აღება და სააკაშვილის დაბრუნება სურთ. მათ დასაკარგავიც აქვთ და დასაცავიც. ამიტომ მათი იმედები „ნაცმოძრაობას“ და მის მთავარ სატელიტს – ბურჭულაძე–ვაშაძე–ჯაფარიძე–კაციტაძის ბლოკს უკავშირდება, რომელიც ზოგიერთ რაიონში "ქართულ ოცნებას" პრობლემებს შეუქმნის, განსაკუთრებით – სამეგრელოს რეგიონში (მინიმუმ, მეორე ტურები ჩატარდება).
საოცარია, რომ სამეგრელოს მცხოვრებთა დიდმა კონტინგენტმა, რომლებსაც ლამის პრორუს სეპარატისტებად მიიჩნევდნენ, რომლებსაც ამ კუთხის ავტონომია და სახელმწიფო ენად მეგრულის გამოცხადება სწყუროდათ, რომლებსაც ნათესაური კავშირები და ბიზნესკონტაქტები აქვთ აფხაზეთსა და რუსეთში, ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "ცე-რე-უ“-ს აგენტი და ჰოლანდიელი პუტანა წამოაყენეს... მოკლული პატიმრებისა და ჯარისკაცების სასქესო ორგანოებით და ახალგაზრდა ქალებისთვის ამოჭრილი საშვილოსნოებით მოვაჭრე სანდრა რულოვსი, რომლის ქმარიც ზუგდიდელებს უკანა ტანიდან აუპატიურებდა საგანგებოდ აშენებულ საწამებლებში, ამას ვიდეოკასეტებზე იწერდა და მიწის ქვეშ სამალავებში ინახავდა, პლასტმასის კასრებში ჩალაგებულ იარაღთან ერთად – საქართველოში დივერსიების, ტერაქტების და სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად!
ნაციონალების ერთადერთი "ძველი–ჰაუ" – ისტერიკული მოთქმა "რუსულ საფრთხეზე", "საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურებზე" და "პუტინის კაც ივანიშვილზე" – დიდი ხანია, არადამაჯერებლად ჟღერს და ამიტომ აღარ მოქმედებს. აი, რატომ დაუშვა ბურჭულაძემ საბედისწერო შეცდომა, რამაც მისი პარტიიდან გულწრფელი მხარდამჭერების გადინება გამოიწვია – როდესაც ნაცმოძრაობიდან ჩამოშორებული ვაშაძისა და ჯაფარიძის პარტიებთან ბლოკი შექმნა! საქართველოში პოლიტიკური რებრენდინგით ვერავის მოატყუებ – ხალხს არ სჯერა ნაციონალების და მათი ხელქვეითების გარდასახვისა, როგორიცაა, მაგალითად, ლეიბორისტი ნათელაშვილი, მეტსახელად "დაუნ ვი დიკტეიტე", რომელიც მრავალი წელი წარმატებით ასახიერებდა ქართველ ჟირინოვსკის პრეზიდენტ სააკაშვილის კარზე.
ცესკო–ს მიერ რეგისტრაციაში გატარებული ყველა დანარჩენი პარტია, მათ შორის, ალასანიასა და ხიდაშელის "მახვილისა და სახნისის კავშირი", დიდი ალბათობით, 5–პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, თუ დასავლეთი არ დაეხმარება...
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
„ასავალ - დასავალი“ №36
2016 წლის 5 სექტემბერი