რედაქტორისგან
„რუსეთი ამჯობინებს, საქმე ოპოზიციასთან კი არა, საქართველოს ხელისუფლებასთან დაიჭიროს!” - არნო ხიდირბეგიშვილი უსუფაშვილს, ბურჯანაძეს და “პრორუსულ ძალებს” აკრიტიკებს

  - ბატონო არნო, რით ახსნით რეფერენდუმების ბუმს საქართველოში? მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 220 ათას მოქალაქეს უარი უთხრა რეფერენდუმის ჩატარებაზე კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობის, განსაზღვრების შეტანასთან დაკავშირებით, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციას “მწვანე შუქი” აუნთო, პარლამენტის ექსთავმჯდომარე ბურჯანაძემ რეფერენდუმის ჩატარება დააპირა კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსზე ჩანაწერის შეტნის მიზნით, ხოლო მოქმედი თავმჯდომარე უსუფაშვილი, ბურჯანაძის ჯინაზე, კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის, მისი ნატოსკენ მისწრაფების დაფიქსირების  ინიციატივით გამოვიდა.

- მსოფლიოში არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებენ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ! მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის მთავარ კანონში შეეტანოთ დეფინიციები სახელმწიფოს მისწრაფების შესახებ რაღაც დროებით ორგანიზაციებში, მითუმეტეს - სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისკენ! ასეთი რამ ნატოს წევრი ქვეყნების კონსტიტუციებშიც კი არ წერია, მაშ რატომ უნდა გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, რომელსაც ჯარი, პრაქტიკულად, არ ჰყავს?!

 - და უბლოკო სტატუსის შესახებ ჩანაწერი დასაშვებია?

- არა, ესეც დაუშვებელია! უბლოკო სტატუსი ანუ ე.წ. სამხედრო ნეიტრალიტეტი* საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს შენარჩუნების კარგი მეთოდი იყო. დღეს კი, როცა იქ რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, უბლოკო სტატუსზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად არ ჩავთვლით. და ამ შემთხვევაშიც კი, უბლოკო სტატუსზე ლაპარაკი არასერიოზულია, იმიტომ რომ საქართველოში იმყოფება ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, სამეკავშირეო ოფისები, შეიარაღება, სამხედრო ობიექტები და დანარჩენი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამერიკელების ფულით არის შექმნილი.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ აქ არ არიან არც რუსები, არც ამერიკელები. განა შეძლებს გეოპოლიტიკურად მიმზიდველი ქვეყანა ჯარისა და მოკავშირეების გარეშე ასეთ “ცხელ” რეგიონში თავის დაცვას?! ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ერაყის, ავღანეთისა და აფრიკისთვის მომზადებული კონტრაქტორების რამდენიმე სპეცდანაყოფს ხომ რეგულარულ არმიას ვერ დაარქმევ...

შეძლებს კი საქართველო, მარტო დაუპირისპირდეს ტერორიზმს - ისლამურ სახელმწიფოს, რომელთან საბრძოლველად სუპერსახელმწიფოებიც კი - რუსეთი და აშშ - კოალიციებს ქმნიან, ანუ სამხედრო ბლოკებში ერთიანდებიან?!

რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს! მითხარით, გეთაყვა, რა დაეწუნებოდათ მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ), რომელიც საქართველომ დატოვა? და რა საჭიროა აპრიორი, კონსტიტუციის დონეზე გამოირიცხოს საქართველოს შესვლა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕврАзЭС), რომელიც, ეკონომიკურის გარდა, ერთიან სამხედრო სივრცეს, ანუ სამხედრო ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს?! მოვლენები როგორ განვითარდება, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაშ, რა საჭიროა წინასწარ “ხიდების დაწვა”?

- გასაკვირი არ არის, რომ ხიდირბეგიშვილს ხიდები უყვარს, მაგრამ ბურჯანაძე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაიის მოხრეა, განმარტავს, რომ უბლოკო სტატუსი, კერძოდ - საქართველოს უარი ნატოში შესვლაზე ჩვენი მხრიდან რუსეთისთვის დათმობაა, კომპრომისი, რომელზეც საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გულისთვის მიდის.

- საქართველო ნატოში შესვლაზე უარს ერთი მარტივი მიზეზით ვერ იტყვის - იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში არავინ არ იღებს და მიღებას არც აპირებს! როგორ შეიძლება, უარი იმაზე თქვა, რაც არ არსებობს?!  უსუფაშვილის წინადადება რომც გავიდეს და კონსტიტუციაში ჩაწერონ დებულება საქართველოს ნატოსკენ მუდმივი სწრაფვის შესახებ, ჩვენ სამუდამოდ “სუფრასთან მიშვებისკენ მიმსწრაფველებად” დავრჩებით, როგორც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ფაზილ ისკანდერი იტყოდა.

ასე რომ, რუსეთის მოტყუება და უბლოკო სტატუსის გაცვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე არ გამოვა. ხოლო ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე უარის თქმა რუსეთთან დათმობაზე წასვლა კი არა, საქართველოსთვის სიკეთეა და მის სახელმწიფო ინტერესებს პასუხობს.

- პირდაპირ ვთქვათ, ბატონო არნო, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს! რუსეთსაც არ უნდა თავის სამხრეთ საზღვრებზე ნატოს საწვრთნელი ცენტრების და პენტაგონის ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიების ხილვა!

 - მაგრამ საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის მიღებას ავტომატურად არ მოჰყვება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, რუსეთის მიერ მათ აღიარებაზე უარის თქმა და დევნილების დაბრუნება. ამისათვის სხვა, მაქსიმალურად კონფიდენციალური იუველირული მუშაობაა საჭირო და არა მოსკოვში გაპიარებული სირბილი და პლაკატური ლოზუნგები.

ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებსაც კონსტიტუციაში რაღაცების შეცვლა სურთ, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ მათთვის მხურვალედ საყვარელ ამერიკაში მხოლოდ ერთი კონსტიტუციაა, რომელიც 1787 წელს მიიღეს და რომელშიც დღემდე მხოლოდ 27 შესწორებაა შეტანილი! საქართველოში კი 1921 წლიდან ოთხი კონსტიტუცია გვქონდა, ბოლო ორი 1995 და 2010 წელს იქნა მიღებული, შესწორებების რაოდენობაზე ხომ აღარც ვლაპარაკობ!

 - უსუფაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი საქართველოს ნატოში უალტერნატივო მისწრაფების შესახებ „არავის არ უშლის ხელს, რომ ზეგ მოინდომოს ამ ჩანაწერის სხვა ჩანაწერით შეცვლა“...

- უსუფაშვილისნაირი პოლიტიკოსების ხელში საქართველოს მეხუთე კონსტიტუციის მიღებაც სავსებით მოსალოდნელია! აი, რა ხდება, როცა სხვადასხვა ინსტიტუციები პოლიტიკური პროსტიტუციით არიან დაკავებული და კონსტიტუციებს კარიერული და კორუფციული მოსაზრებებით ცვლიან! ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველი ასეთი კაბალური შესწორების ან კანონპროექტისთვის დასავლეთი დიდ ფულს უხდის პარლამენტის თავმჯდომარეს. მაგალითად, უსუფაშვილმა უეჭველად უხვი ანაზღაურება მიიღო პარლამენტში ინიცირებული და გატანილი “ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის”. აი, ასე გადაიქცევიან მარიონეტები ოლიგარქებად, საქართველო კი - პროტექტორატად!

 - როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა უსუფაშვილმა ხმამაღალი განცხადება, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პარტია, არ არსებობს და რომ ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, ის დაიშლება, რადგან მისი დამფუძნებელი - ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ბედის ანაბარა მიაგდებს?

- თხუნელა უსუფაშვილს ამით ერთდროულად რამდენიმე ძირგამომთხრელი მიზნის მიღწევა სურდა: წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” პოტენციურ ამომრჩევლებში პანიკის გამოწვევა და მათი დაფრთხობა; ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა - რესპუბლიკური პარტიის, “ნაცმოძრაობის”, ალასანიას, ბურჭულაძის, ჯაფარიძის, ვაშაძის, კაციტაძის და სააკაშვილის სხვა  სატელიტი პარტიების   ინტერესების სასარგებლოდ; ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვა, რომელიც თითქოსდა ქართველ ხალხს ტოვებს და საზღვარგარეთ გარბის; ქართველების გაბრაზება ივანიშვილზე, რომელიც ვითომდა ფარულად უზიარებს თავის საიდუმლო გეგმებს ხალხისათვის საძულველი რესპუბლიკელების ლიდერს. და რაც მთავარია - ამ განცხადებით უსუფაშვილმა ივანიშვილის დაშანტაჟება სცადა, რათა მისთვის კიდევ ერთი-ორი მილიონი წაეღლიტა, როგორც 2012 წელს.

- და იმას რითღა ახსნით, რომ უსუფაშვილის მეუღლე - თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, სასწრაფოდ აღკვეთოს “საქართველოში “ქართული ოცნების” მიმნებებლობით მომრავლებული პრორუსული ძალების” საქმიანობა?

- იმავე, ჩემ მიერ ახლახან ჩამოთვლილი მოტივებით, რომლებითაც მისი ქმარი ხელმძღვანელობს! ივანიშვილის პარტიის პრორუსულობაში მხილებით ხიდაშელი მთავრობას აშანტაჟებს, რეპრესიებისკენ უბიძგებს, როგორც სააკაშვილის დროს; ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს - დემოკრატიას, რომლის წყალობითაც ამ “პრორუსულმა ძალებმა” საკუთარი თავის ხმამაღლა წარმოჩენა გაბედეს; ხიდაშელი დასავლეთის თვალში ივანიშვილისა და მისი პარტიის დისკრედიტაციას ახდენს, როგორც “პრორუსულის”, და “ერთადერთი პროდასავლური” რესპუბლიკური პარტიისთვის ახალ-ახალ გრანტებს იხვეჭს. და რაც მთავარია, ხიდაშელიც, როგორც მისი ქმარი, ივანიშვილის დაშანტაჟებას ცდილობს, რათა ერთი-ორი მილიონი წაჰგლიჯოს!

სინამდვილეში ოფიციალური მოსკოვი ყოველთვის ამჯობინებს, საქმე ოპოზიციასთან კი არა, ხელისუფლებასთან დაიჭიროს, თუნდაც ყველაზე უარესთან, როგორიც იყო შევარდნაძის ან სააკაშვილის ხელისუფლება, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებებს მაინც ხელისუფლება იღებს. ასე რომ, თხუნელა ხიდაშელიც ცრუობს, ისევე, როგორც მისი ქმარი.

საინტერესოა, რესპუბლიკელები და ყველა ის, ვინც დღეს “პრორუსული ძალების” აკრძალვას ითხოვს, რატომ არ მოითხოვენ, აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა” - კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც საქართველოში სისტემური დამნაშავეობა დანერგა და რომლის დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი ოფიციალური ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სიფილიტიკი სააკაშვილია?!

ხალხის ნების მიუხედავად, რატომ არ დაიწყო კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, რომელშიც რესპუბლიკური პარტიაც შედიოდა, სამართლებრივი პროცედურები იმ პარტიისთვის რეგისტრაციის გასაუქმებლად, რომელიც მხილებულია საქართველოს მოქალაქეთა მასობრივ წამებასა და მკვლელობაში, საკუთარი ხალხის გენოციდში სამაჩაბლოში?! კომუნისტურმა პარტიამ საქართველო გააერთიანა, მაგრამ მისი საქმიანობა მაინც აკრძალეს, “ნაცმოძრაობა” კი, რომელმაც საქართველოს ეს ტერიტორიები დაუკარგა, ყვავის და არჩევნებში გამარჯვებას აპირებს! სად არის ლოგიკა?!

სირცხვილი! სამეგრელოს ანალური ჯალათის, მანიაკის, შიზოფრენიკისა და ნარკომანის ცოლი, „ცე-ერ-უ“-ს მსუბუქი ყოფაქცევის ჯაშუში, მოკლული პატიმრების ორგანოებით მოვაჭრე სანდრა რულოვსი პარლამენტში კენჭს ზუგდიდიდან მაჟორიტარად იყრის!

ანდა “ქართული ოცნების” მიმნებებლობით, გიულენის და გიულის შავი ზღვის უნივერსიტეტის გვერდზე რატომ იმყოფება დღემდე დივერსიული ცენტრი ოქროს ასოებიანი წარწერით “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა”, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ფულით აშენდა და სადაც მისი წიგნები ინახება?! თუ რუსეთი ერდოღანს არ გადაარჩენდა და თურქეთში სამხედრო გადატრიალება გაიმარჯვებდა, მეორე ეტაპზე თურქული არმია აჭარაში შემოვიდოდა - ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ხუთი წლით ადრე - “ბათუმის ვილაიეთის”, “გურჯისტანის“ მმართველად კი - გიულენის შვილობილ მიშა-ფაშას დასაბრუნებლად!

- ბატონო არნო, ჩვენი საუბრის დასაწყისში უხეში პლაკატურობის მეთოდების კონტპროდუქტიულობა აღნიშნეთ, რომლებიც რუსეთისგან აფრთხობს განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდობას, აგრეთვე ხაზი გაუსვით, რომ რუსეთი საქმის დაჭერას ოფიციალურ თბილისთან ამჯობინებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის ძალები, რომლებიც საკუთარ თავს პრორუსულ პოზიციებს მიაკუთვნებენ, არამოთხოვნადი აღმოჩნდნენ?

 - რუსეთი დაელაპარაკება ყველა ჯანსაღ და კომპეტენტურ  ძალას, თუ ისინი შედგებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები და პარლამენტში მოსვლას შეძლებენ, რაც ხალხის მხარდაჭერის მოწმობა იქნება. ამიტომ ასეთმა ძალებმა უნდა დაარწმუნონ არა რუსი პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი, რათა მოიპოვონ უფლებამოსილება, რუსეთთან თავიანთი ამომრჩევლის სახელით ილაპარაკონ.

შეხედეთ: არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა, მაგრამ რა სურათი გვაქვს “პრორუსულ” ბანაკში?! “ლეიტენანტი შმიდტის შვილებმაც” კი, მათი ჭინჭყლი ხასიათის მიუხედავად, მოლაპარაკება შეძლეს და კონვენციას მოაწერეს ხელი! აქ კი სახეზე გვაქვს დაქსაქსულობა უბლოკო სტატუსიდან - რუსული ბაზების დაბრუნების მოთხოვნამდე დიაპაზონში, კოორდინაციის და ინტეგრაციის არარსებობა, ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი და რეალური პოლიტიკური პროგრამების არქონა. შედეგი - სამ პარტიას შორის გზააბნეული ელექტორატი და თავად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი მოგვარების იდეის თანდათანობით დისკრედიტაცია!

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთთან მეგობობის აღდგენა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის?

- მე მაინც მიბჟუტავს იმედი, რომ ხელისუფლება, რომელმაც გასულ კვირას პუშკინის ქუჩაზე სააკაშვილის მიერ გაუქმებული ორმხრივი მოძრაობა აღადგინა, იმ დიდ გზაზეც აღადგენს ორმხრივ მოძრაობას, რომლითაც ალექსანდრ სერგეევიჩი რუსეთიდან საქართველოში დადიოდა, გზად კი მცხეთაში ჩერდებოდა - ხაჭაპურის მისართმევად...

 

2016 წლის 22 აგვისტო
საქართველო, თბილისი

 

* საერთაშორისო სამართალში განსაზღვრება „უბლოკო სტატუსი“ არ არსებობს, ის შეიძლება პირობითად აღინიშნოს როგორც საგარეო პოლიტიკური კურსის ფრაგმენტი, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს წევრობას სამხედრო ბლოკებში, რაც სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლად განისაზღვრება  და ცალმხრივი წესით გადახედვას ექვემდებარება. უბლოკო სტატუსი – განუსაზღვრელი საერთაშორისო ვალდებულებების მაგალითია, ის პირობითად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ნეიტრალიტეტის ერთ–ერთ ვარიანტად  – სამხედრო ნეიტრალიტეტად, თუმცა ამ ცნებების გაიგივება არ შეიძლება. სახელმწიფო ნეიტრალიტეტს, უბლოკო სტატუსისგან განსხვავებით, საერთაშორისო სამართალში განსაზღვრება აქვს, გულისხმობს საერთაშორისო გარანტიებს და წარმოადგენს სახელმწიფოს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს, რომელიც პრინციპულად არიდებს თავს ომის დროს – სხვა ქვეყნების ომებსა და სამხედრო მოქმედებებში  და მშვიდობიან დროს – სამხედრო–პოლიტიკურ კავშირებსა და ბლოკებში მონაწილეობას.