რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „თურქი რაშიდ კანჯი–ოღლი გიულის მეგობარია! პროვოკაცია კორცხელში და ორივე ტერაქტი ხურჩაში - 2008 და 2016 წლის 21 და 19 მაისს - მიშას მოწყობილია!“

 ანტირუსული პროპაგანდა საქართველოში დღეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დონეზეა გაჩაღებული, იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები - რესპუბლიკური პარტია, ალასანიას, ნათელაშვილის და ბურჭულაძის პარტიები - საქართველოში ანტირუსული ისტერიის ახალი ტალღის აგორებას ცდილობენ. ეს ქვემოთ მოყვანილ გარემოებებს უკავშირდება:

1. საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, პარლამენტში მოხვედრის შანსი კი მათ მცირე აქვთ.

2. საქართველოში სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი და დამსვენებელი ჩამოდის, რომლებიც საუცხოოდ დასვენებულები და ქართველების სტუმართმოყვარეობით გაოცებულები ბრუნდებიან შინ.

3. ქართველ ხალხს აღარ უნდა ნატოში, სადაც საქართველოს მიღებას ისედაც არ ჩქარობენ, არამედ უნდა რუსებთან და რუსეთთან მეგობრობა, სადაც მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს.

4. რუსეთი მალე შემოიღებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმს, რის შემდეგაც ევროკავშირთან ჯერ კიდევ მიუღებელი ვიზალიბერალიზაციის ისედაც საეჭვო სიკეთეები სულ მთლად გაუფერულდება.

5. 2016 წლის 17 მაისს ქართველმა ხალხმა და ქართულმა პოლიციამ ლგბტ პირებს თბილისში გეი-აღლუმის ჩატარების საშუალება არ მისცეს და მათი მცირერიცხოვანი ფლეშმობები აღკვეთეს, არადა, ლგბტ საქართველოსთვის არა მარტო დასავლური ფასეულობების განსახიერებაა, არამედ “ნაციონალური მოძრაობისა” და “რესპუბლიკური პარტიის” აქტიური ავანგარდიც.

6. 2016 წლის 17 მაისს ქართველმა ხალხმა აღნიშნა არა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, არამედ ორი წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფუძნებული ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე: იმ დღეს თბილისში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა, რომლითაც მორწმუნეები უკვე მეორე წელია, ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე შვიდდღიან მსვლელობას ახორციელებენ. გზად წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორსა და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები - ბოკერია და ჩერგოლეიშვილი, ხიდაშელი და უსუფაშვილი, ძმები ბერძენიშვილები და ნათელაშვილი - შიშით აკვირდებოდნენ, როგორ დაიძრა სტიქიურად, აგიტაციისა და მოსყიდვის გარეშე შეკრებილ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა მრავალათასიანი მსვლელობა თბილისის ცენტრიდან საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძრისკენ - ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ, რომლის შესასვლელთან მათ პირადად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეხვდა.

7. ზემოხსენებულ მსვლელობას მიუძღოდა ბიზნესმენი და ფილანტროპი ლევან ვასაძე, რომელმაც იმ დღეს სახელმწიფო ფილარმონიაში ჩაატარა მსოფლიო კონგრესი “ოჯახი - თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ბასტიონი”. ვასაძის გამოსვლას, რომელშიც მან საქართველოში დასავლეთის პოლიტიკა და ქართველებისთვის მიუღებელი დასავლური ფასეულობები დაგმო, კონგრესი ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდა,  წამოუდგომლად ტაშს მხოლოდ პირველ რიგში მჯდომი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრავდა.

8. ზემოხსენებულ მსვლელობას შეუერთდა აგრეთვე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად იქცა - იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. მას შემდეგ, რაც პარტია “ქართული ოცნება” დატოვა, რათა თავისი უკვე ყოფილი პოლიტიკური გუნდისთვის დისკომფორტი არ შეექმნა, მეჭიაური გავლენიანი ლიდერი ხდება და უამრავ თანამოაზრეს გააერთიანებს, რომლებიც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას უჭერენ მხარს, მაგალითად, პარლამენტარებსა და ბიზნესმენებს გოგი თოფაძეს და ზურაბ ტყემალაძეს მათი პარტია “მრეწველებითურთ”, აგრეთვე რამდენიმე ცნობილ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას.

საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ პანიკაში ჩააგდო სააკაშვილი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე საყვარელიძის და უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ზღულაძის მოხსნის შემდეგ ოდესაში მონადირეებისგან მიმწყვდეული მხეცივით ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული აღმოჩნდა. სააკაშვილისთვის ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველოში აღძრული და უკრაინაში ჯერ არ აღძრული ყველა საქმის გამო ციხის ნარზე არ მოხვდეს - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ივანიშვილის ლიკვიდაცია და ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაა. სწორედ ამ მიზნით, მისი ბრძანებით აღვივებენ ზემოთ მითითებული პოლიტიკური ძალები დღეს საქართველოში ანტირუსულ ისტერიას, როგორც 2008 წლის 8 აგვისტოს წინ!

სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო ჩამოსული საქართველოში  - ის აფხაზეთიდან, ხოფელ ნაბაკევიდან ხურჩაში გადავიდა, ქალად გადაცმული - ქალის სამოსში და პარიკში. მაგრამ გადაცმული რომც არ ყოფილიყო - ვინ გააჩერებდა რო?! სტუმარმოყვარე საქართველოში შესვლა აფხაზეთიდან, როგორც სამაჩაბლოდან, ხომ თავისუფალია!

რესპუბლიკელი ხიდაშელის, რომელიც თავდაცვის მინისტრი კიდევ ორიოდე კვირა - ნატოს ვარშავის სამიტის დასრულებამდე იქნება, პროვოკაციულ, ნეონაცისტური ელფერის განცხადებებს ბოკერიას ცოლი შეუერთდა - მედიაჰოლდინგ “ტაბულას” ხელმძღვანელი ჩერგოლეიშვილი, რომელიც აშშ-ში ბრძანდებოდა და იქიდან რუსეთის “რბილ ძალასთან” და “ჰიბრიდულ ომთან” საბრძოლველად ფული ჩამოიტანა და ვიღაც ამერიკელი - ბოიფრენდი და “ცეერუშნიკიც” ჩამოიყოლა. ამ პროექტის მიხედვით, ჩერგოლეიშვილმა თავის აგიტბრიგადასთან ერთად საქართველოს ყველა სოფელსა და რეგიონში ანტირუსული საგანმანათლებლო სამუშაო უნდა ჩაატაროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ყველგან გაილახებიან, როგორც სცემეს მის ქმარ ბოკერიას ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში.

ესტაფეტა ხიდაშელის ქმარმა მიიღო - თავმოყვარეობადაკარგულმა რესპუბლიკელმა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ჩაფრენილმა უსუფაშვილმა, რომელმაც 4 მაისს, ქართული ჯარის 25-ე წლისთავზე, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ამერიკული სწავლება “ღირსეული პარტნიორის” გახსნის წინ განაცხადა, რომ ქართული ჯარის და და ქართული სახელმწიფოს მისია ჯერ შეუსრულებელია, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალები ამ მისიას აუცილებლად შეასრულებენ - სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენენ, რაშიც ნატო დაეხმარება.

ამავდროულად, ერთი წამითაც არ შემწყდარა პიარკამპანია “რუსეთი ოკუპანტია, ხოლო ივანიშვილი - მისი დამქაში!”, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს, მილიარდერისა და მეცენატის ფიგურის ქართულ პოლიტიკურ ველზე გამოჩენის პირველივე დღეებიდან გააჩაღა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულმა პიარკამპანიამ შედეგი მოიტანა - ბიძინა ივანიშვილმა, ამერიკელების თვალში “კომპრომეტირების” თავიდან ასაცილებლად, თავის სასახლეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ყველა არა პროამერიკელი მოღვაწე, პატრიოტი და პროფესიონალი, ვისი ნეიტრალური პროქართული მსოფლმხედველობრივი შეხედულებებიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ არ მოიწონა. სწორედ ამ ფაქტორმა, და არა მისმა “პრორუსულობამ”, რომელშიც ნაციონალები ადანაშაულებენ, უარყოფითად იმოქმედა როგორც ივანიშვილის პირად რენომეზე, ისე მისი პარტია “ქართული ოცნების” რეიტინგზე.

მაგრამ სააკაშვილს არ შეეძლო, არ შეემჩნია, რომ 2003 წლიდან დღემდე ყველა ქართული ტელეარხის რუსოფობიური ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ქართველი ხალხის ლეთარგიული ძილიდან გამოღვიძების შედეგად საქართველოში ატმოსფეროს შეცვლასთან დაკავშირებით ივანიშვილისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებების ტაქტიკა კონტრპროდუქტიული ხდება, მეტიც - შესაძლოა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდაც კი იმუშაოს. ამიტომ დღეს სააკაშვილი ისევ ნაცად მეთოდს - ტერორს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს, რომან შამათავამ, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა, და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომელმა მალხაზ მურღულიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ტერაქტი მოაწყვეს. მათ АК-74 და АКМ-ის სისტემის ავტომატებიდან, აგრეთვე РПГ-ს სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან, 100 მეტრის დისტანციიდან დაცხრილეს სოფლის ფეხბურთის მოედანზე მდგარი ორი ავტობუსი, სადაც ვითომდა აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ჩამოსული 100 საქართველოს მოქალაქე იჯდა, რომლებმაც ვითომდა ენგურით გადმოლახეს საზღვარი, რათა ამ ავტობუსებით ზუგდიდში ჩასულიყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. შედეგად 2 ავტობუსი განადგურდა, მშვიდობიანი მოსახლე ნანი ქარდავა მძიმედ დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. მთელ ტერაქტს ტელეკამერებით იღებდა სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”, რომელიც იქ “შემთხვევით” აღმოჩნდა.

მაშინ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა და უკმაყოფილება დაიწყო, მაშინ ხომ “ტერაქტი” აფხაზებსა და რუს სამხედროებს მიაწერეს, “რომლებსაც ამგვარად სურთ იმ ქართველების დაშინება, რომლებმაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, და  სასაზღვრო სოფელ ხურჩის მცხოვრებთათვის ჭკუის სწავლებაც”. ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ და უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა, როგორც სცენარით იყო გათვალისწინებული, მთელ გაერო-სა და სტრასბურგში საშინელი გნიასი ატეხეს! ამით პროპაგანდისტული მიზანი სააკაშვილისა, რომელიც 2 თვის შემდეგ სამაჩაბლოში ომისთვის ემზადებოდა და ასეთი დანაშაულებრივი მეთოდით განაწყობდა საზოგადოებრივ აზრს რუსეთის წინააღმდეგ - მიღწეული იქნა! (და დღემდე ასე დარჩებოდა, რომ არა გაერო-ს დამკვირვებელთა დასკვნა, რომლებმაც შენიშნეს, რომ ავტობუსებს ყველა ტყვია “ქართული მხრიდან” ჰქონდა მოხვედრილი).

გავიდა 8 წელიწადი, სააკაშვილს ისევ გაუჭირდა და ის ისევ ორ ეკასთან - ზღულაძესთან და ტყეშელაშვილთან ერთად - არჩევნების წინ ომისთვის ემზადება. ამიტომ ისევ სოფელ ხურჩაში, თითქმის იმავე დღეს, სააკაშვილი იმავე პროპაგანდისტული მიზნით, რომელიც 2008 წელს ჰქონდა, ისევ აწყობს “ტერაქტს” სროლით, რომელშიც რუს სამხედროებს ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, გასულ ხუთშაბათს - 2016 წლის 19 მაისს, დღისით-მზისით - 14 საათსა და 31 წუთზე, უამრავი ადამიანის თანდასწრებით, ადმინისტრაციულ საზღვრიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დაბრუნებული გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს.

 თბილისმა ამაში მყისვე რუსი მესაზღვრეები დაადანაშაულა, რომლებმაც მას ვითომდა აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან ქართულ ტერიტორიამდე სდიეს, ჯერ სცემეს, მიწაზე დააგდეს, შემდეგ კი პისტოლეტიდან გასროლით 6 ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთი - თავში. ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით... ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ძალას”, - იჩქარა განცხადების გაკეთება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მაშინვე აამოქმედა ყველა საერთაშორისო მექანიზმი - მკვლელობის შესახებ აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს, აგრეთვე ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ,  “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისტული სავარჯიშოებისთვის გამოიყენა. ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს კავშირი არ ჰქონიათ ამ ინციდენტთან, რომელიც გულწრფელ სინანულს იწვევს. ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, მთელი გულისყური მიმართოს ქ. გალში ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მუშაობის განახლების ამოცანებისკენ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში, რომელსაც, ეჭვგარეშეა, მყარი საფუძველი აქვს, რომ ტრაგიკულ ინციდენტში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა უარყოს.

მიუხედავად ამისა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა სატელიტმა დაგმეს “საქართველოს ქმედუუნარო ხელისუფლება” და მრისხანე მამხილებელი განცხადებები გააკეთეს “რუსეთი - ოკუპანტის და ივანიშვილი - მისი დამქაშის” მისამართით. “ნაცმოძრაობის” ახალგაზრდულმა რაზმებმა კი დაუყოვნებლივ გამართეს აქციები სახელმწიფო კანცელარიასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან და ბიძინა ივანიშვილის სახლთან პლაკატებით “პუტინი - მკვლელია!”, “ივანიშვილი - მკვლელია!”, “ყოველ დილით უთხარი რუსეთს: შენ ოკუპანტი ხარ!”. ამ მცირერიცხოვან, მაგრამ თითქოს წინასწარ კარგად დაგეგმილ ფლეშმობებზე რუსეთის სახელმწიფო დროშაზე ფეხებს იწმენდნენ, ხევდნენ, წითელ საღებავში ამოვლებულ ხელის მტევანს სახეში ურტყამდნენ პუტინსა და ივანიშვილს, რომლებიც დიდ პლაკატებზე ერთად იყვნენ გამოსახული რუსულ სამხედრო ფორმაში და წმინდა გიორგის ბაფთებით. და რაღა თქმა უნდა, აქციებს თავიანთი მიბრძანებით მხარი დაუჭირეს არასამთავრობოთა ცნობილმა ლიდერებმა - დასავლეთის ემისრებმა მესამე ეკას - “გამჭვირვალე” გიგაურის მეთაურობით.

მალევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის აფხაზეთიდან დევნილ გიგა ოთხოზორიას მებაჟემ - ტყვარჩელის მკვიდრმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ ესროლა, რომელსაც გიგა ოთხოზორიამ ვითომდა შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ მის ნათესავს აფხაზეთის ტერიტორიაზე პროდუქტების გადატანის უფლება არ მისცა (ვითომდა, დეიდის ქელეხისთვის).

საეჭვო ვერსია: ეს როგორ უნდა გაამწარო აფხაზი მებაჟე, რომ იმის მაგივრად, ქრთამი აიღოს და ერთი ჩანთა პროდუქტი წყნარად გაატაროს, საკონტროლო-გამშვები პუნქტი მიატოვოს, გამოგეკიდოს და საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების თვალწინ „მაკაროვის“ მთელი მჭიდი დაგაცალოს?! იქნებ, აფხაზი მებაჟე სააკაშვილის დავალებას ასრულებდა, რადგანაც თურქი რაშიდ კანჯი–ოღლი - მიშას დედის - გიული ალასანიას მეგობარია?!

ყველა შემთხვევაში, ფაქტია: რუსი სამხედროები მართლაც არაფერ შუაში აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც 2008 წლის 21 მაისს. როგორც მაშინ, 2016 წლის 19 მაისის “ტერაქტიც” სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო, 2 დღის შემდეგ - 22 მაისს, ისევ ზუგდიდში ხომ არჩევნები ტარდებოდა  და ორჩხელში მასობრივი პროვოკაცია იყო მოსაწყობი...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 23 მაისი
საქართველო, თბილისი