უცხოეთი
ვალერი ხაბურძანიას მიაჩნია, რომ სერგეი ლავროვის სიტყვების მიუხედავად, პანკისიდან მომდინარე საფრთხის გაზვიადება არ ღირს

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა სრულად აკონტროლებს პანკისს და არავითარი ტერორისტული რისკები იქ არ არსებობს.

 შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა წარმოადგინა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლას ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის საუბრის ვიდეოჩანაწერის სტენოგრამა კონტრტერორისტული ცენტრის უფროს ირაკლი ჩიმაკაძესთან. ასევე გამოცემამ აღნიშნა, რომ 2015 წლის ივნისში სირიის არმიის ერთ–ერთმა გენერალმა ვალიდ აბაზმა საქართველოში, პანკისის ხეობის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო ბაზის არსებობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ჩეჩენ ბოევიკებს საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრებისკენ აქეზებენ, რადგან მათ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება აქვთ, თავად ბაზა კი თითქოსდა თბილისის სრული მხარდაჭერით სარგებლობს (დაწვრილებით წაიკითხეთ აქ).

 საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვის სიტყვების მიუხედავად, პანკისიდან მომდინარე საფრთხის გაზვიადება არ ღირს:

 „საეჭვოა, საუბარი სრულფასოვან ბაზას ეხებოდეს. ვფიქრობ, საქართველოში ზომიერი სირიული ოპოზიციის საწვრთნელი ობიექტების ორგანიზების შესახებ განცხადებას წმინდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. თავად განსაზღვრეთ, რა აზრი აქვს საქართველოში ე. წ. ოპოზიციონერების მოსამზადებელი ბაზის გახსნას, თუკი შესაბამისი ობიექტები დიდი ხანია მოქმედებს იმავე თურქეთში?

 არ გამოვრიცხავ, რომ ბოევიკები მართლაც ბრუნდებიან პანკისში, ცდილობენ გადაბირებას და ვერბალურად ამზადებენ ხალხს სირიაში ან ერაყში, რომელიმე პატარა ბანაკში გასამგზავრებლად. სავარაუდოდ, ბრუდება ხალხი, რომლებსაც საქართველოს მოაქალაქეობა აქვს – მათთვის სამშობლოსკენ გზის გადაკეტვა არ შეიძლება, თუკი არ არსებობს რადიკალურ დაჯგუფებებთან მათი კავშირის რეალური მტკიცებულებები. ახლა საქართველოში ასამართლებენ „ისლამური სახელმწიფოს“ გადამბირებელს პანკისის ხეობიდან. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაში აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. გარდა ამისა, საქართველოს ახლა სხვა დამიანები ხელმძღვანელობენ. აი ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, მაშინ ისლამისტების მოსამზადებელ ბაზას დიდი ხანია აამოქმედებდნენ“.