აქტუალური
ქართველმა ხალხმა არ უნდა ზღოს სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომების გამო! – ლავროვი

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. "ტერორისტული საფრთხეები პანკისის ხეობაში არ გამქრალა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან.

 "მოდის შეტყობინებები, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები გამოიყენებენ რთულად მისადგომ რეგიონს იმისთვის, რომ გაიარონ წვრთნები, დაისვენონ და შეივსონ მარაგები", - ამბობს სერგეი ლავროვი.

 რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი იძულებული იყო გაემკაცრებინა სავიზრო რეჟიმი საქართველოსთან იმის გამო, რომ პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეები არ არის განეიტრალებული.