მაგრამ იმავე დღეს - 2014 წლის 7 მარტს, ასევე 8 მარტს, კიევში, ეროვნულ სასახლე „უკრაინაში“ მთელ მსოფლიოში სუხიშვილის და რამიშვილის ანსამბლის სახელით ცნობილმა ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა 4 კონცერტი გამართა, რომლებზეც „ხორუმი“...უკრაინული დროშით იცეკვა! როგორც გვესმის, იცეკვა ნაციონალისტებისა და ნეოფაშისტების მხარდასაჭერად, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საერთაშორისო ბოროტმოქმედისა და ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „საქართველოს ნაციონალისტური მოძრაობის“ ლიდერების ხელმძღვანელობით მიიტაცეს ხელისუფლება. (იხ. ფოტო ზემოთ, ვიდეო ნახეთ აქ.)
არა, საქართველოში არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ „სუხიშვილები“ წლიდან წლამდე კარგავენ ძველ, ოდესღაც ფანტასტიკურად მაღალ დონეს, რომელმაც საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და დღეს ბევრად ჩამორჩებიან „ერისიონს“, მაგრამ ხელოვნების და პოლიტიკის ერთმანეთში არევა და სააკაშვილის პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მოცეკვავე მარიონეტებად ქცევა და კონკურენტებთან ამგვარად გასწორება?!
რას იტყოდნენ ამის შესახებ სსრკ-ის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ? საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვების წელს - 1945 წელს შექმნილი ანსამბლის პირველი ხელმძღვანელები და სოლისტები?!