ღრმად პატივცემულო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო!ჩვენ, პრესტურის მონაწილეებს, ორგანიზატორებმა მაშინ გვაცნობეს, რომ ყველანი ვიქნებით აკრედიტებული ოლიმპიადაზე სოჭში ჩვენს მასმედიაში მისი გაშუქების მიზნით, რაც აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა, ორი წელი გავიდა და ოლიმპიადაზე სოჭში ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, არ მიგვიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დღეს შეუდარებლად უკეთესია, ვიდრე 2011 წელს, და აგრეთვე იმისა, რომ ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს ოლიმპიური გუნდი მონაწილეობს (რაშიც, უდავოდ, ჩვენი, ქართველი ჟურნალისტების წვლილიც დევს, ვინც 2011 წელს სოჭში ვიყავით და ობიექტურად გავაშუქეთ ოლიმპიადისთვის მზადება, აგრეთვე ის სტუმართმოყვარეობა, რომლითაც გვიმასპინძლეს, რისთვისაც თბილისში მუქარები და შეურაცხყოფა მივიღეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების - პოლიტიკოსების, მმართველი პარტია “ნაცმოძრაობის” აქტივისტების, გამყიდველი არასამთავრობოების და დაქირავებული ჟურნალისტების მხრიდან).
ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!
რატომ დაგვივიწყეს ჩვენ დღეს? რასთან გვაქვს საქმე - ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის დაუდევრობასთან თუ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან პირადად ჩემთვის - ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, პოლიტოლოგისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელისათვის - გაუგებარი მოტივებით?
ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 17 იანვარი
საქართველო, თბილისი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |