რედაქტორისგან
რატომ არ მიიწვიეს სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი ჟურნალისტები? - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ა. ა. ხიდირბეგიშვილის ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს ვ.ვ. პუტინს

1-a-mTღრმად პატივცემულო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო!
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მოგილოცოთ ახალი წელი-ქრისტეშობა და გულწრფელად გისურვოთ ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარება!
მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ 2011 წლის 9 - 12 თებერვალს სოჭში იმყოფებოდა დსთ-ს, ბალტიის ქვეყნების და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჟურნალისტთა და ხელმძღვანელთა ჯგუფი. ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია “ერთიანი საინფორმაციო ცენტრის” და “რია ნოვოსტის” ერთობლივი მონაწილეობით ორგანიზებული პრესტურის მიზანი იყო ჩვენთვის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების და XI პარალიმპიური თამაშების მზადების მიმდინარეობის გაცნობა. საქართველოს წარმოადგენდნენ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორის მოადგილე ბონდო მძინარიშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომლებმაც დაბრუნებისთანავე გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები პუბლიკაციების სერიაში რუსულ და ქართულ ენებზე, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ელექტრონული და ბეჭდური მედიის მკითხველებში (მაგალითად, საქინფორმის საიტზე ნახვის რეკორდები მოხსნა პუბლიკაციამ “საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადა-2014-ში სოჭში, ანუ როგორ ეპყრობიან ქართველებს რუსეთში”).

ჩვენ, პრესტურის მონაწილეებს, ორგანიზატორებმა მაშინ გვაცნობეს, რომ ყველანი ვიქნებით აკრედიტებული ოლიმპიადაზე სოჭში ჩვენს მასმედიაში მისი გაშუქების მიზნით, რაც აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა, ორი წელი გავიდა და ოლიმპიადაზე სოჭში ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, არ მიგვიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დღეს შეუდარებლად უკეთესია, ვიდრე 2011 წელს, და აგრეთვე იმისა, რომ ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს ოლიმპიური გუნდი მონაწილეობს (რაშიც, უდავოდ, ჩვენი, ქართველი ჟურნალისტების წვლილიც დევს, ვინც 2011 წელს სოჭში ვიყავით და ობიექტურად გავაშუქეთ ოლიმპიადისთვის მზადება, აგრეთვე ის სტუმართმოყვარეობა, რომლითაც გვიმასპინძლეს, რისთვისაც თბილისში მუქარები და შეურაცხყოფა მივიღეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების - პოლიტიკოსების, მმართველი პარტია “ნაცმოძრაობის” აქტივისტების, გამყიდველი არასამთავრობოების და დაქირავებული ჟურნალისტების მხრიდან).

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

რატომ დაგვივიწყეს ჩვენ დღეს? რასთან გვაქვს საქმე - ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის დაუდევრობასთან თუ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან პირადად ჩემთვის - ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, პოლიტოლოგისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელისათვის - გაუგებარი მოტივებით?

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 17 იანვარი
საქართველო, თბილისი

1-a-1 1-a-2 1-a-3
1-a-4 1-a-5 1-a-6
1-a-7 1-a-8 1-a-9
1-a-10 1-a-11 1-a-12
1-a-13 1-a-14 1-a-15
1-a-16 1-a-17 1-a-18
1-a-19 1-a-20 1-a-21
1-a-22 1-a-23 1-a24
1-a-25 1-a-26 1-a-27
1-a-28 1-a-29 1-a-30
1-a-31 1-a-32 1-a-33-axali