აქტუალური
თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი კვირაა, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან.
შეხვედრებზე გუბერნატორი მოსახლეობას შეჰპირდა წყლის ქსელების რეაბილიტაციას, საჯარო სკოლების გარემონტებას, სოფლად სასწრაფო სამედიცინო მანქანის მიმაგრებას, ნაგვის გატანას და ა. შ.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს გუბერნატორის არაფრისმომცველ ვიზიტებს მუნიციპალიტეტში და მას აფასებს წინაასარჩევნო პიარკამპანიად, რომელიც ხალხის მოტყუებასა და ცრუ დაპირებებზეა გათვლილი.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალების“ უნიათო პოლიტიკამ დედოფლისწყაროს სოფლების მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა, კახეთის გუბერნატორმა მაინც მისცა თავს უფლება, ეთქვა ხალხისთვის, რომ მათთვის დაეჭირათ მხარი და არა სხვა პარტიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.