სამართალი
თბილისი, 4 მაისი, საქინფორმი. ბიზნესომბუდსმენი ახალი ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას სთხოვს, რომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები უფრო ნაკლები ინტენსიურობით შევიდეს.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ასეთი ხშირი ცვლილებებით ბიზნესის სფერო ოდნავ უკმაყოფილოა, რადგანაც ჩივიან, რომ მათი ყოველი დღე „საკანონმდებლო მაცნეს“ კითხვით იწყება, რათა გაიგონ, კიდევ რა ცვლილებები შევიდა კოდექსში.
პერტაიას თქმით, კარგია, როცა კოდექსი იხვეწება და ის ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ხდება, თუმცა ბიზნესის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია, რადგან ყოველ ცვლილებას ბიზნესის მხრიდან სათანადო აღქმა სჭირდება, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ პერიოდსაც მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „საგადასახადო კოდექსში“ უკვე 300-ზე მეტი ცვლილება შევიდა.