პოლიტიკა
თბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში პატრიცია ფლორი 2-3 მაისს საქართველოს სტუმრობს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე მარტში სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს სტუმრობდა. აპრილში კი თბილისში ჩამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას კოსენდეი და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი.
2012 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თბილისში 1992 წლის აპრილში საელჩო გახსნა.