საზოგადოება
თბილისი, 3 მაისი, საქინფორმი. ცნობილი გახდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგის კვლევის რამდენიმე შედეგი.
კითხვაზე – „რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად?“ – პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე – 28%, ბიძინა ივანიშვილი – 21%.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა „GALLUP“ -ის მეშვეობით ჩაატარა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების შედეგები გამოქვეყნდა.