პოლიტიკა
თბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით 11 ივნისს ჩამოვა.
„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ “, – აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრების შემდეგ დელეგაცია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს დასკვნას წარუდგენს.
დელეგაცია საქართველოში 11 ივნისს ჩამოვა და 16 ივნისამდე დარჩება.