სამართალი
თბილისი, 1 მაისი, საქინფორმი. 2 მაისს თბილისში ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის გარდაცვალებიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებსაც ორგანიზებას მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ გაუწევს.
„გვინდა, ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ეს მათ არ შერჩებათ და ყველა, ვინც ჩართული იყო ამ სისხლიან სპეცოპერაციაში, პასუხს აუცილებლად აგებს“, – აღნიშნა მუმლაძემ.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.