კონტროლის პალატის ნაცვლად – სახელმწიფო აუდიტის სამსახური
თბილისი, 30 აპრილი, საქინფორმი. მმართველი გუნდი კონტროლის პალატის სახელწოდების ახალ ვარიანტზე ჩამოყალიბდა. კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაერქმევა.
კონტროლის პალატისთვის სახელწოდების შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დაახლოებით 1 თვის წინათ დარეგისტრირდა, თუმცა წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, კონტროლის პალატას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა უნდა დარქმეოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ ანდრო ალავიძის განმარტებით, საერთაშორისო ანალოგების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ აღნიშნულ უწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეწოდოს. მისი თქმით, კონტოლის პალატა ასეთი სახელით 50-მდე ქვეყანაში მოქმედებს.