მსჯელობა პარლამენტში „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაზე“
თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტში დღეს „საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაზე“ იმსჯელებენ.
კონცეფციის პროექტის განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. სხდომა 15:00 საათისთვის გაიმართება.
„საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციაზე“ მსჯელობა გუშინ იგეგმებოდა, თუმცა კომიტეტის სხდომა სამთავრობო საათის გამო გადაიდო.