საზოგადოება
თბილისი, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი არის მნიშვნელოვანი ელემენტი მშვიდობის დამყარებაში.
ჯონ ბასმა ამის შესახებ ალექსანდრე ანქვაბის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა მხარეებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ტიშკევიჩი არ არის ერთადერთი დიპლომატი, რომელსაც აფხაზეთში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადებენ.