სამართალი
თბილისი, 26 აპრილი, საქინფორმი. „23 აპრილს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო სტუდენტთა შიმშილობა. პროტესტის მიზეზი გახდა სწავლის მაღალი საფასური და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. სტუდენტები მოითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას.
ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა ხელისუფლება ცდილობს, ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშოს პროტესტის გრძნობა სტუდენტებში, რაც დაუშვებელია.
„თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“ გმობს მომხდარს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს. „თავისუფალ სტუდენტთა“ კავშირი მოუწოდებს სახალხო დამცველს, სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ.
ნიკოლოზ მეტრეველი,
კავშირის თავმჯდომარე“