აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე თბილისში

თბილისი, 26 აპრილი,
საქინფორმი. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ჯეინ ჰოლ ლუტი საქართველოში შეხვედრებს მართავს.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოდან იტყობინებიან, ის სხვადასხვა სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტი იმ ათდღიანი მოგზაურობის ნაწილია, რომელიც ტუნისს, ინდოეთს, იაპონიასა და ლუქსემბურგს მოიცავს.