პუბლიკაციები
გამოკითხვის შედეგებით, ლიდერობს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“

biZinaaaaa222თბილისი, 25 აპრილი, საქინფორმი. სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა (IPL) და გაზეთ „ბანკები და ფინანსების“  სოციოლოგიურმა ჯგუფმა საქინფორმს მოაწოდა ჩატარებული გამოკითხვის მასალები თემაზე  „ამომრჩეველთა დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსებისა და აქტუალური პოლიტიკური პრობლემების მიმართ“.

გამოკითხვის არეალი მოიცავს ქალაქ თბილისს. ეს, ფინანსური მხარის გარდა, კვლევის ინიციატორების აზრით, იმითაა განპირობებული, რომ შედეგები რეალობასთან ახლოსაა იქ, სადაც საინფორმაციო სივრცე შედარებით გახსნილია, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია ალტერნატიული ინფორმაცია და მათი შინაგანი თავისუფლების ხარისხი შეესაბამება ცივილიზებული საზოგადოების წევრთა განწყობას. ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, გამოყენებული მეთოდიკა –  შემთხვევითი შერჩევის პრინციპი, საშუალებას გვაძლევს, შედეგების დასაშვებმა ცდომილებამ არ გადააჭარბოს 2.5-3%-ს. სათანადო რეპრეზენტატულობის უზრუნველსაყოფად გამოკითხვამ მოიცვა 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა თბილისის ყველა უბანში, სქესობრივი, პროფესიული და ასაკობრივი თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინებით.

ჩვენ ბრიფინგისთვის შემოვიფარგლეთ კვლევის შედეგების მოკლე კომენტარით, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას ისინი უნდა მიეწოდებოდეს ახსნა-განმარტებითი და ხშირად ტენდენციური ანალიტიკური ტექსტების გარეშე. მოქალაქეებმა თავად უნდა განსაჯონ ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ყველა მახასიათებელი.

1.   გამოკითხულებს მათთვის რჩეული პარტიის რიგითი ნომერი უნდა შემოეხაზათ. ამასთან, უნდა შემოეხაზათ მხოლოდ ერთი – მათი რჩეული პარტიის რიგითი ნომერი. თბილისელების რჩეული, ამ გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაა“. მას გამოკითხულთა 46.3% უჭერს მხარს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მეორე ადგილზეა – 23.0%. „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ 6.3% მისცემდა ხმას პარლამენტში ასარჩევად, ლეიბორისტულ პარტიას – 4.6%. არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 9.3%.

2.   კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი ხელისუფალი პრემიერ-მინისტრი ხდება. გვარის ანბანური რიგით ჩამოწერილ კანდიდატთაგან, პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 51.8% დაუჭერდა მხარს, მიხეილ სააკაშვილს კი – 20.0%. არცერთი კანდიდატი არ მოსწონს გამოკითხულთა 16.0%-ს.

3.   რესპონდენტებს თავად უნდა დაესახელებინათ ის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან. აქაც ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს – 31.3%-ით. მიხეილ სააკაშვილს თბილისელების მხოლოდ 11.6% ენდობა ყველა პოლიტიკოსზე მეტად. 5%-მდეა შალვა ნათელაშვილის ნდობის რეიტინგი, 5.6% ენდობა გიორგი თარგამაძეს, 6.6% ყველაზე მეტად ირაკლი ალასანიას ენდობა. არცერთ პოლიკოსს არ ენდობა გამოკითხულთა 24.0%.

4.  თბილისელები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ ზეგავლენას აშშ-ის პოზიცია მოახდენს. ასე რესპონდენტთა 43.0% თვლის. ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოკითხულთა 32% მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად.

5.   გამოკითხვის ავტორებმა გარკვეულწილად გადაამოწმეს „NDI“-ს გამოკითხვის ერთი საჩოთირო შეკითხვის პასუხიც. თბილისელები, თუ ისინი დილემის წინაშე დადგებიან – ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, მათი 93.4% უყოყმანოდ მიანიჭებს უპირატესობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

6.  თბილისელების 55.0% ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს შესვლას ნატოში, მაშინ, როცა 23.3% ამის წინააღმდეგია.a

7. პარლამენტის ქუთაისში გადატანას თბილისელების 53.0% არ ეთანხმება.

  1. „NDI“-სა და „IRI“-ის სოციოლოგიური კვლევების შედეგებს არ ენდობა გამოკითხულთა 63.4%, ენდობა 15.0%.

9.   რუსეთთან ურთიერთობის დალაგების, ნორმალიზებისა და დიალოგის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება შეუძლებლად მიაჩნია რესპოდენტთა 78.0%-ს, შესაძლებლად კი – 12%-ს.

10.   სააკაშვილის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს გამოკითხულთა 17.6%. თბილისელების 61.6% ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხარს არ უჭერს.

11. 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე თბილისელებისა და მათი ოჯახების მატერიალური, ფინანსური მდგომარეობა და კეთილდღეობა გაუმჯობესდა 23.4%-ის აზრით, იგივე დარჩა 20.0%-თვის, ხოლო 56.6% მიიჩნევს, რომ მათი და მათი ოჯახების მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

ასეთია კვლევის შედეგები და მათი მოკლე ანალიტიკური კომენტარი. ბუნებრივია, ასეთი კვლევის ქვეყნის მასშტაბით ჩატარება, გახსნილი საინფორმაციო სივრცის პირობებში, სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ამოცანას წაადგებოდა. აუცილებელია ქვეყანაში რამდენიმე დამოუკიდებელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მიუკერძოებელი და ობიექტური სოციოლოგიური კვლევების კომპანიის ჩამოყალიბება, რომლებიც ერთმანეთსაც გააკონტროლებდნენ და საზოგადოებასაც პერიოდულად უტყუარ ინფორმაციას მიაწვდიდნენ საზოგადოებრივი აზრის, ხალხის, მოქალაქეთა რეალური განწყობის შესახებ. დროა, საქართველოშიც ისევე ემთხვეოდეს კვლევების შედეგები არჩევნების რეზულტატს, როგორც ეს ახლახან მოხდა საფრანგეთში, როგორც ეს ხდება პოლონეთში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთში და სხვაგან. დროა, საქართველო აღარ განიხილებოდეს ჯუნგლებში ჩაკარგულ ბანანის რესპუბლიკად, სადაც საარჩევნო ეგზიტპოლები ან საარჩევნო უბნებთან ყალბდება, ან მთელი წინასაარჩევნო წლის განმავლობაში საინფორმაციო და სამართლებრივ სივრცეში.

გაზეთ „ბანკები და ფინანსებისა“ და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ „IPL“ი-ს გამოკითხვა ამგვარი რეალობის დასამკვიდრებლად გადადგმული ნაბიჯი და მცდელობაა.

შედეგები 

I.ხვალ რომ პარლამენტის არჩევნების დღე იყოს, რომელ პარტიას (მოძრაობას, გაერთიანებას) მისცემდით ხმას (პარტიები სიაში მოცემული იყო სახელწოდების პირველი სიტყვის ანბანური რიგის მიხედვით) 

ახალი მემარჯვენეები (დავით გამყრელიძე)

18

2.0%

განახლებული საქართველო (მინდია გულუა)

13

1.4%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (მიხეილ სააკაშვილი)

207

23.0%

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ბაჩუკი ქარდავა)

3

0.3%

თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა)

9

1.0%

ლეიბორისტული პარტია (შალვა ნათელაშვილი)

42

4.6%

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ (ბიძინა ივანიშვილი)

417

46.3%

სახალხო კრება (ნინო ბურჯანაძე)

15

1.6%

სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა (გია ჟორჟოლიანი)

5

0.5%

ქართული დასი (ჯონდი ბაღათურია)

11

1.3%

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (გიორგი თარგამაძე)

57

6.3%^

წინააღმდეგობის მოძრაობა (დავით თარხან-მოურავი)

18

2.0%

მწვანეთა პარტია

4

0.3%

არცერთს

80

9.3%

 

II. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი ხელისუფალი ხდება პრემიერ-მინისტრი. ვის დაუჭერდით მხარს ამ პოსტზემიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს თუ სხვა კანდიდატურას (კანდიდატები მოცემულია გვარის ანბანური რიგით) 

ბიძინა ივანიშვილი

465

51.8%

მიხეილ სააკაშვილი

180

20%

გიორგი თარგამაძე

33

3.6%

ირაკლი ალასანია

27

3%

შალვა ნათელაშვილი

18

2%

ნინო ბურჯანაძე

12

1.2%

დავით უსუფაშვილი

6

0.6%

ვანო მერაბიშვილი

6

0.6%

მინდია გულუა

6

0.6%

დავით გამყრელიძე

3

0.3%

ნოდარ ჯავახიშვილი

3

0.3%

ჯონდი ბაღათურია

3

0.3%

გიგი უგულავა

3

0.3%

ნიკა გილაური

3

0.3%

არცერთი

135

16%

 

III. რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად (დაასახელეთ ერთი, თქვენი აზრით, ყველაზე სანდო პოლიტიკოსი) 

ბიძინა ივანიშვილი

282

31.3%

მიხეილ სააკაშვილი

105

11.6%

ირაკლი ალასანია

60

6.6%

გიორგი თარგამაძე

51

5.6%

შალვა ნათელაშვილი

45

4.9%

გუბაზ სანიკიძე

30

3.3%

ვანო მერაბიშვილი

18

2%

ჯონდი ბაღათურია

15

1.6%

ნინო ბურჯანაძე

12

1.3%

დავით უსუფაშვილი

12

1.3%

დავით გამყრელიძე

12

1.3%

მინდია გულუა

12

1.3%

გიგი უგულავა

9

0.9%

ინგა გრიგოლია

6

0.6%

კახა კუკავა

6

0.6%

პავლე კუბლაშვილი

6

0.6%

ნონა გაფრინდაშვილი

3

0.3%

თინა ხიდაშელი

3

0.3%

არცერთი

204

24%

 

ცალკეულმა პოლიტიკოსებმა მიიღეს 1 ან 2 ხმა 

IV. რომელი ფაქტორი, საშინაო და საგარეო ძალა მოახდენს გადამწყვეტ ზეგავლენას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე?

 

აშშ

387

43%

რუსეთი

90

10%

ევროკავშირი

15

1.6%

აზერბაიჯანის ხელისუფლება

 

 

სომხეთის ხელისუფლება

 

 

დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ნება-სურვილი

105

11.6%

ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ნება

2

32%

სხვა

15

1.8%

V. თუ უნდა აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი: ნატოში შესვლა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, რომელს აირჩევდით 

ნატოში შესვლა

60

6.6%

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

840

93.4%

 

VI. მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს შესვლას ნატოში 

 

მხარს ვუჭერ

495

55%

მხარს არ ვუჭერ

210

23.3

არ მაქვს აზრი

195

21.7%

 

VII. მხარს უჭერთ თუ არა პარლამენტის ქუთაისში გადატანას 

 

მხარს ვუჭერ

198

22%

მხარს არ ვუჭერ

477

53%

არ მაქვს აზრი

225

25%

 

VIII. ენდობით თუ არა ამერიკული ორგანიზაციების „NGI-სა IRI- სოციოლოგიური კვლევების შედეგებს 

ვენდობი

135

15%

უფრო ვენდობი ვიდრე, არ ვენდობი

90

10%

უფრო არ ვენდობი, ვიდრე ვენდობი

105

11.6%

არ ვენდობი

570

63.4%

 

IX. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, ნორმალიზებისა და დიალოგის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება

შესაძლებლად მიმაჩნია

108

12%

შეუძლებლად მიმაჩნია

702

78%

არ მაქვს აზრი

90

10%

 

X. მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას?

მხარს ვუჭერ

159

17.6%

მხარს არ ვუჭერ

555

61.6%

უფრო მხარს ვუჭერ ვიდრე, არ ვუჭერ

60

6.6%

უფრო მხარს არ ვუჭერ, ვიდრე ვუჭერ

87

9.6%

არ მაქვს აზრი

39

4.6%

XI. 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან დღემდე თქვენი და თქვენი ოჯახის მატერიალური, ფინანსური მდგომარეობა და კეთილდღეობა

გაუმჯობესდა

210

23.4%

გაუარესდა

510

56.6%

იგივე დარჩა

180

20%

სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი „IPL

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ სოციოლოგიური ჯგუფი

მეთოდი: შემთხვევითი შერჩევის პრონციპი

ქ. თბილისი, 2012 წლის 2-7 აპრილი

900 რესპონდენტი