საზოგადოება
თბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების პრესსამდივნოდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს განაგრძობს.
შეხვედრაზე ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების აუცილებლობასა და ნაციონალური ტელემედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კონგრესმენ ისრაელთან, რომელმაც განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მან თინათინ ხიდაშელს „ქართული ოცნების“აქტივისტების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების განმეორების შემთხვევაში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.
შემდეგ გაგრძელდა შეხვედრები კაპიტოლიუმსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.