პოლიტიკა
საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი

chexeti-politika-1თბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. დღეს თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მილან სტეჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები, ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ჩეხ ბიზნესმენებს შორის.

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს 24 აპრილს დატოვებს.