აქტუალური
თბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალში დღეს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია გაიმართება. თიბილოვმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54,12 %-ით გაიმარჯვა.
ინაუგურაციას დაესწრებიან ექს-პრეზიდენტები ლუდვიგ ჩიბიროვი და ედუარდ კოკოითი. ღონისძიებაზე მიწვეული არიან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატებიც.
შეგახსენებთ, 8 აპრილს სამხრეთ ოსეთის ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. 25 მარტს ჩატარებულ პირველ ტურში თიბილოვმა 42,48% დააგროვა, ხოლო დავით სანაკოევმა – 24,58%.
2011 წლის 27 ნოემბრის არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა, რის შემდეგაც პარლამენტმა ხელახალი არჩევნები დანიშნა.