სამართალი
ორთვიანი პატიმრობა
arest111თბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ოთხ პირს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. აფხაზეთის პროკურატურამ ასეთი შუამდგომლობით მიმართა გუშინ სასამართლოს. აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ ჩვენს ინფორმაციას  ანზორ ბუთბას, ალხას ხუტაბას, თემურ ხუტაბას და სამი ძმა ხაშიგის დაკავების თაობაზე.   როგორც „Life News“ იუწყება, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები დანაშაულში ანზორ ბუთბას, ალხას ხუტაბას, თემურ ხუტაბას და ერთ-ერთი ხაშიგის მონაწილეობასთან დაკავშირებით. დანარჩენი ორის თანამონაწილეობა დადგენის პროცესშია. თავდაპირველად ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის დააკავეს. დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარები და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.