სამართალი
მამა თავისი ქალიშვილის მკვლელისათვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს

uteia-breivikთბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა ავთო ლიპარტელიანი მოითხოვს, სასამართლომ ტერორისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს. თამთას მამის თქმით, მაისის დასაწყისში ნორვეგიის ხელისუფლების მიწვევით ის ოსლოში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ბრეივიკის სასამართლო პროცესის იმ ნაწილში, რომელიც თამთას მკვლელობას შეეხება. „ჩემს გამოსვლაში მოვითხოვ, რომ ბრეივიკი ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით გაასამართლონ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ“, – განაცხადა ავთო ლიპარტელიანმა და დასძინა, რომ ნორვეგიის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – ბრეივიკის დასასჯელად  საკმარისი არ არის.

ოსლოში ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესს დაესწრება ნათია ჩხეტიანიც, რომელიც 2011 წლის ივლისში თამთასთან ერთად იმყოფებოდა უტოიაზე და ტერორისტის ტყვიას გადაურჩა.