სამართალი
15-16 აპრილს თბილისში მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

avtobusebi-saaRdgomodთბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. 15 და 16 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს.

რაც შეეხება მეტროპოლიტენს, როგორც თბილისის მერიიდან იტყობინებიან, უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა შაბათს 24.00 საათიდან 15 აპრილის 15.00 საათამდე იქნება.

ამასთან, 15 და 16 აპრილს, 08.00-დან 18.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს 80-მდე მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ტერიტორიიდან; „სადგურის მოედნიდან“ და „მარჯანიშვილიდან“ – კუკიის მიმართულებით; „დელისიდან“ – საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; „სარაჯიშვილიდან“ – „თბილისის ზღვის“ მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ.№25-დან – „ველის“ მიმართულებით.