მიკრორაიონში დენი გამორთეს და განაცხადეს, რომ სანამ ფესტივალის ორგანიზატორები კლუბში იქნებიან, დენი არ მოვა. ფილმების ჩვენების დროის მოახლოებასთან ერთად შენობაში მყოფი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების „მორალური ზეწოლა“ მუქარად გადაიქცა, რომ უახლოეს ხანებში მასობრივი მღელვარება დაიწყება და სისხლისღვრა მოხდება. ორგანიზატორებს აცნობეს, რომ ერევანი-გიუმრის შოსეზე პოსტები დგას და ერევნიდან ავტობუსით მომავალ ფესტივალის მაყურებლებს დამრბევები გააჩერებენ. ამ შემთხვევაშიც სისხლისღვრას წინასწარმეტყველებდნენ და აცხადებდნენ, რომ ავტობუსში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხს არავინ აგებდა.
შექმნილ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბ „ასპარეზის“, სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრის თანამშრომლებისა და მაყურებლების უსაფრთხოება დაცული არ იყო, ფესტივალის დირექტორმა მასმედიის წარმომადგენლებს ჩვენების გადადების შესახებ აუწყა. ფესტივალის ორგანიზატორებმა კლუბი დატოვეს და შოსეზე მყოფ ერევნელ მაყურებლებს შეუერთდნენ. ფესტივალის ავტობუსი უახლოეს საგზაო ტრაქტირთან გაჩერდა, სადაც აზერბაიჯანული ფილმების „STOP“-ფესტივალი გაიმართა. 26 ადამიანმა ნახა ფესტივალის პროგრამა, 24-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზის მფლობელს გამოავლენს.
შემდეგი ჩვენება გაიმართება 17 აპრილს, 16 საათზე, ჰელსინკის ასამბლეის ვანაძორის ოფისში.