აქტუალური
თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდა გამართა, რომელზეც განხილულ იქნა უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი.
მათი მსჯელობა აგებული იყო საკუთრივ „უსაფრთხოების“ ცნების სწორ ინტერპრეტაციაზე, რომელიც, ასევე, სწორად გასაგები „სახელმწიფო (ეროვნული) ინტერესების“ ცნებიდან გამომდინარეობს. „ყოველივე ეს არ უნდა ავრიოთ ამჟამინდელი ხელისუფლების უსაფრთხოებასა და ინტერესებში. ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო თავდაცვა ან კონტრდაზვერვა; უსაფრთხოება ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტშია განსახილველი და პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რელიგიურ-კულტურულ ფაქტორებსაც უკავშირდება“, – ითქვა შეკრებისას.
მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა დიალოგი რუსულ მხარესთან. კავკასიურმა სახელმწიფოებმა არ უნდა მისცენ საშუალება დასავლეთს, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ანტისირიულ და ანტიირანულ ავანტიურაში.