სამართალი
თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტში დღეს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს მოუსმენენ. ომბუდსმენი დეპუტატების წინაშე 2011 წლის ანგარიშით პლენარული სხდომის ფორმატში წარდგება.
გიორგი ტუღუშის ანგარიში 600-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მასში განსაკუთრებული ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა გამახვილებული.
სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშით წელიწადში ერთხელ გამოდის.